სამღებრო სამუშაოები, ვულკანიზაცია, სტომატოლოგია... კიდევ რისთვის გამოგადგებათ ჰაერის კომპრესორი? |
სამღებრო სამუშაოები, ვულკანიზაცია, სტომატოლოგია... კიდევ რისთვის გამოგადგებათ ჰაერის კომპრესორი? |
რთულია, როცა სამღებრო სამუშაოებზე ისმენ რამეს, თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა“ და იქ ნათქვამი სიტყვები არ გაგახსენდეს - „მალიარი ხარ, ბიჭო?“
ძალიანაც მაგარი საქმეა „მალიარობა“, არც ვულკანიზაციაში მუშაობის დაწუნება შეიძლება და სტომატოლოგობაც ჩინებული პროფესიაა.
ამ სამივე საქმიანობას თუ საერთო შეიძლება ჰქონოდა, შესაძლოა, არავის დაეჯერებინა, მაგრამ ფაქტია, აქვს - ჰაერის კომპრესორი.
ზოგადად, რისთვის გამოიყენება ეს დანადგარი, კ იდევ რომელი პროფესიის ადამიანებს დაეხმარება, დავიწყოთ საუბარი და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
ჰაერის კომპრესორის მთავარი ამოცანა შეკუმშული ჰაერის წარმოება გახლავთ, რომელიც მოქმედებს როგორც მამოძრავებელი ძალა ან ეხმარება წარმოების სხვა პროცესებს.
შეიძლება ითქვას, არ არსებობს სფერო, სადაც ჰაერის კომპრესორს არ იყენებენ, იქნება ეს მშენებლობა, მეტალურგია, ნავთობისა თუ გაზის მრეწველობა, მედიცინა და ასე შემდეგ.
როგორც უკვე ვთქვით, კომპრესორის მთავარი ამოცანა ჰაერის შეკუმშვა და მისი წნევის ქვეშ მიწოდებაა. მიღებულია დანადგარის ორ ჯგუფად დაყოფა: დგუშისა და ხრახნიანი კომპრესორები.
ორივე ჯგუფში ჰაერის შეკუმშვა აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპებით ხდება. პირველ შემთხვევაში საკვანძო კომპონენტი დგუშია, რომელიც ცილინდრში ჰაერს ორმხრივი მოძრაობების საშუალებით კუმშავს. რაც შეეხება ხრახნიან კომპრესორებს, ამ ფუნქციას ხრახნიანი ბლოკი ასრულებს, სადაც ჰაერის შეკუმშვა ერთმანეთის შემხვედრი ხრახნებით ხდება.
ორივე ტიპის დანადგარში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კომპრესორის ზეთია. პირველ რიგში, მუშაობს როგორც საპოხი საშუალება, რომელიც მუშაობის პროცესში საკვანძო კომპონენტებს შორის ხახუნს ამცირებს. ასევე, შეკუმშვის ბლოკში ზეთი ამცირებს ნაპრალებს და ეფექტიანად ამცირებს მუშაობის შედეგად წარმოშობილ სითბოს.
ყველა კომპრესორის დანიშნულება პნევმატიკური ინსტრუმენტის შეკუმშული ჰაერით მომარაგებაა, მაგრამ რომელი უნდა შეარჩიოთ ყოველდღიური საქმიანობისა და სახლში მუშაობისთვის?
ზეთი უზრუნველყოფს დანადგარის ჰერმეტულობას, დეტალები ნაკლებად ცვდება, ასევე, მცირდება ხმაურიც. თუკი კომპრესორი შესაღებ მოწყობილობებთან ერთად მუშაობს, გასათვალისწინებელია, რომ ზოგ მოდელში, შესაძლოა, ზეთი საღებავს შეერიოს. აქედან დასკვნა - ავტომობილის შეღებისას ზეთიანი კომპრესორის გამოყენება აშკარად არ ღირს. გარისკვა, პრინციპში, შეიძლება - საჭიროა ახალი ფილტრი და ზეთის დონის მუდმივი კონტროლი. ნებისმიერი სხვა სამღებრო სამუშაოებისთვის, მაგალითად, ფასადის შესაღებად, ზეთიანი კომპრესორი იდეალურად გამოდგება.
ე.წ. უზეთო მოდელებში ზეთი რა თქმა უნდა, გვხვდება, მაგრამ ჰაერის ნაკადთან კონტაქტში არ შედის. შედეგი - სისტემაში მიწოდებულ შეკუმშულ ჰაერში მინარევების არარსებობა.
ზეთიანი კომპრესორი მცირე გაბარიტების მქონეა და არც ხშირი და რთული სერვისი სჭირდება. უზეთო პნევმოკომპრესორი მოთხოვნადია ავეჯისა და სამღებრო სახელოსნოებში.
ჰაერის კომპრესორის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
ჰაერის კომპრესორი უნივერსალური და აუცილებელი მოწყობილობაა როგორც ინდუსტრიაში, ისე საოჯახო თუ მცირე სახელოსნო პირობებში. მისი სწორი შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ მოთხოვნებზე – იქნება ეს სიმძლავრე, წნევის დონე, ტევადობა თუ მოხმარების ტიპი. მაღალი ხარისხის კომპრესორი არა მხოლოდ ზრდის მუშაობის ეფექტიანობას, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებსა და დროის რესურსს გრძელვადიან პერსპექტივაში. იმედია, მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორ გადაწყვეტილებაში და თქვენი საქმიანობა უფრო მარტივი და შედეგიანი გახდება.