საუკეთესო სამღებრო ინსტრუმენტები |
საუკეთესო სამღებრო ინსტრუმენტები |
ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობდა ერთი ფერის მეორე ადგილზე გადატანას. ამას სხვადასხვა ხერხებითა და მიზნებით აკეთებდა. მიზნები დიდად არ შეცვლილა. საღებავი ძირითადად გამოიყენება სარემონტო და კოსმეტიკური სამუშაოების შესრულებისას, თუმცა მისი გამოყენება ასევე უფრო ესთეტკიური მიზნებითაც ხდება. კერძოდ ხელოვნების ნიმუშების შექმნისას. რასაკვირველია ამ ორ მიმართულებას ერთი და იგივე ტიპის საღებავით ვერ ავითვისებთ. რაც შეეხება ხერხებს, რომლის საშუალებითაც საღებავის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გადატანა ხდება, ისევე დაიხვეწა და განვითარდა, როგორც სხვა დარგები.
ალბათ ერთხელ მაინც გამხდარა რომელიმე თქვენგანი მომსწრე, ან თუნდაც მონაწილე სამღებრო სამუშაოების, რომელიც საოჯახო სარემონტო პროცესების დროს მიმდინარეობს. ხშირად შეგხვდებოდათ ოთახში მიმოფანტული სამღებრო ინსტრუმენტები და ეცდებოდით კიდეც ისე გავლას, რომ რომელიმე მათგანისთვის ფეხი არ წამოგეკრათ. ლილვაკი კი ის ინსტრუმენტია, რომელიც ამ ნივთებს შორის უსათუოდ შეგხვდებოდათ. დიდი ხნის განმავლობაში სამღებრო სამუშაოების ერთგული და უცვლელი ინსტრუმენტი, ერთადერთ საშუალებად ითვლებოდა საღებავის კონკრეტულ ადგილზე გადასატანად.
ტრადიცია კი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ადამიანი სახელად ჯოსეფ ბინქსი, რომელიც მაღაზიაში დეკორატორად მუშაობდა ხელსაწყოს შექმნიდა, რომლის საშუალებითაც კედელზე თეთრი ფერის საღებავის დატოვება იქნებოდა შესაძლებელი. ასე დაედო სათავე თანამედროვე ტიპის ელექტრო სამღებრო ინსტრუმენტს, რომელსაც პულივიზატორი ეწოდება. შემდეგ კი, როგორც სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მისი სრულყოფილებამდე აყვანა უბრალოდ დროის საკითხი იყო. დრომაც არ დააყოვნა და ასე მივიღეთ თანამედროვე ტიპის პულივიზატორი.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ ეს ელექტრო ხელსაწყო საღებავის ერთი ადგილიდან კონკრეტულ ადგილზე გადასატანად გამოიყენება. მისი გამოყენება ხდება, როგორც პროფესიონალურ, ისე სამოყვარულო დონეზე. სახლის რემონტი და სამღებრო სამუშაოები განუყოფელი ნაწილია, ხოლო ამ პროცესის ჰარმონიზაციაში აღნიშნული ელექტრო ინსტრუმენტი უკონკურენტოა. მისი გამოყენება ბევრად ნაკლებ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული ინსტრუმენტი ლილვაკი. მისი გამოყენებით თქვენ არამხოლოდ სახლის ინტერიერის ფერებში ცვლილების შეტანა, არამედ ავტომობილის დეკორაციულად გაფორმებაც კი მარტივად შეგეძლებათ. ნებისმიერი ნივთი და ზედაპირი, რომლის ფერიც დაზიანებულია, ან უბრალოდ მოგბეზრდათ და განახლება გსურთ, პულივიზატორის საშუალებით მარტივად შეიცვლის ფერს.
გარდა რუტინული სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროცესებში შეტანილი წვლილისა, ამ ელექტრო სამღებრო ინსტრუმენტს თავისი განუზომელი წვლილი აქვს ხელოვნებაშიც. Street art ალბათ ყველასათვის ნაცნობი მიმდინარეობაა, რომელიც ყველაზე მეტად გეტოებშია გავრცელებული. ხატვის ეს სახეობა თავდაპირველად ამერიკაში გახდა ყველაზე მეტად პოპულარული. ხელოვნების ამ სახეობით გატაცებული ადამიანები ქალაქების გარე სივრცეებში ხატავდნენ შენობებზე და აკეთებდნენ წარწერებს. ამ მიმდინარეობას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ვანდალიზმადაც კი შერაცხეს. ადამიანებს კი პულივიზატორით ხელში „ქუჩის ხულიგნებს“ უწოდებდნენ. ისინი ძირითადად ღამით ხატავდნენ და დღისით უჩინარდებოდნენ. თავის დროზე ვანდალიზმად შერაცხული ქმედება დღეს-დღეობით თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ პრესტიჟულ მიმდინარეობად ითვლება. ამგვარად გახდა სარემონტო დანიშნულების ელექტრო ინსტრუმენტი ხელოვნების დარგის განუყოფელი ნაწილი.
ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რათა არჩევანი სწორი და სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ელექტრო პულივიზატორის შეძენამდე სასურველია ყურადღება შედეგ ფაქტორებს მიაქციოთ:
ბრენდი - პულივიზატორის შეძენისას ეცადეთ უპირასტესობა მიანიჭოთ ისეთ ბრენდს, რომელიც ბაზარზე კარგი რეპუტაციით და სანდოობით სარგებლობს, რადგან არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ ხანგრძლივი დროის მანძილზე იყოს საიმედო.
სამუშაოს მოცულობა - სანამ პულივიზატორს შეიძენთ კარგად განსაზღვრეთ თუ რა სახისა და მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, რადგან სწორად შეუსაბამოთ თქვენი მოთხოვნილებები ინსტრუმენტის შესაძლებლობებს.
ავზის მოცულობა - რაც უფრო დიდია ავზის მოცულობა, მით უფრო დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების საშუალება გექნებათ.
სიმძლავრე - თუ თქვენ დიდ პროექტებზე გიწევთ მუშაობა, მაშინ სასურველია მაღალი სიმძლავრის პულივიზატორი შეიძინოთ.
წონა - სამღებრო სამუშაოების პროცესი არც თუ ისე იშვიათად, ხანგრძლივი დროით გრძელდება და დამერწმუნებით კომპაქტური ინსტრუმენტი დამატებითი კომფორტია ამ დროს.
დღეს-დღეობით ბაზარი გაჯერებულია მრავალი ტიპის სამღებრო ინსტრუმენტებით. თქვენ შეხვდებით ნებისმიერი ტიპისა და ფასის ინსტრუმენტებს. მსოფლიოში არსებული წამყვანი ბრენდების ორიგინალი პროდუქციის შეძენა კი ყველგან შესაძლებელი როდია. ონლაინ მაღაზია Holst.ge მსოფლიოში არსებული წამყვანი ბრენდების ოფიციალური შემომტანია. ნებისმიერი პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, მათ შეუფერხებელ მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი სადისტრიბუციო არხებით უზრუნველვყოფთ და თანაც მიწოდების საფასურის გარეშე.
ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ იმ სამღებრო ინსტრუმენტებს, რომელთაც ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ.
CROWN ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია, როგორც წესი მაღალი ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს ელექტრო პულივიზატორი გახლავთ. განკუთვნილია, როგორც დიდ ასევე პატარა პროექტებზე სამუშაოდ. კორპუსი, რომელიც ბორბლების საშუალებით მობილურობას იძენს, მეტად ამარტივებს მის მოხმარებას. მაღალი წარმადობის წყალობით ერთ-ერთი საუკეთესოა დიდ პროექტებზე სამუშაოდ. თუ თქვენთვის ხარისხი და სიმძლავრე გადამწყვეტი ფაქტორია, მაშინ ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. შეიძინეთ ახლავე სახლიდან გაუსვლელად და უმაღლეს ხარისხთან ერთად მიიღეთ 1 წლიანი საგარანტიო მომსახურებაც.
უპირატესობები:
მოგეხსენებათ TOLSEN-ის ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია საშუალო და მაღალი ხარისხის გახლავთ. წინა მოდელთან შედარებით აღნიშნული პულივიზატორი გაცილებით ბიუჯეტური და შესაბამისად ნაკლებად მძლავრია. ხარისხთან და გამძლეობასთან ერთად მისი მთავარი პლუსი კომპაქტურობაა. ინსტრუმენტი სულ რაღაც 2.7 კილოგრამს იწონის და აქვს კვების ბლოკი, რომელიც მოძრავ თავთან შლანგით არის დაკავშირებული. ყოველივე ეს შესაძლებლობას იძლევა მუშაობის პროცესში კვების ბლოკი ძირს დადოთ და ხელში მხოლოდ პულივიზატორის მოძრავი თავი გეკავოთ. თუ შედარებით მცირე მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გსურთ და ინსტრუმენტის კომპაქტურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაშინ ეს ვარიანტი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.
უპირატესობები:
მართალია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ძირითად უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ინსტრუმენტებს შეხვდებით, თუმცა თუ თქვენ გსურთ ღებვის ტრადიციული მეთოდის გამოყენება, ჩვენ ამაშიც შეგიწყობთ ხელს. პულივიზატორთან შედარებით ლილვაკის შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდულია, თუმცა კონკრეტული მიზნებისთვის მისი გამოყენება მაინც შესაძლებელია, თანაც საკმაოდ დაბალ ბიუჯეტიანია და ხელსაწყოების სათავსოში მისთვის ადგილი ნამდვილად უნდა მოგეპოვებოდეთ. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სათადარიგო პირი და შედარებით გრძელი ლილვაკის სახელური, რათა მიუდგომელ ადგილებში შეძლოთ მისი გამოყენება.
უპირატესობები:
ელექტრო მიქსერმა ძალიან გაამარტივა სამშენებლო პროცესები. ქვიშა-ცემენტის მასის ხელის ინსტრუმენტების საშუალებით შერევა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ელექტრო მიქსერი ამ პროცესს გაცილებით მარტივსა და ნაკლებად შრომატევადს ხდის. სიმძლავრე ელექტრო შემრევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული მოდელი საკმაოდ მძლავრია და ბრუნვის მაღალი სიჩქარის საშუალებით ადვილად მოახდენს სამშენებლო მასის ერთმანეთში არევას. თუ გსურთ თქვენს ელექტრო ხელსაწყოების ჩამონათვალს კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი შეემატოს, მაშინ ეს მიქსერი საუკეთესო ვარიანტია სიის გასაფართოებლად.
უპირატესობები: