სამი გამოსადეგი ელექტო ფრეზი

ფრეზის მეშვეობით, ხისა და ბეტონის დამუშავება მარტივია. სხვა შემთხვევაში ასე არ იქნებოდა, რადგან ორივე მასალა სპეციფიკურია და განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. ფრეზს ყველა ის უნარი აქვს, რაც ხესა და ბეტონთან სამუშაოდ აუცილებელია. თუ კი აქამდე არ გამოგიყენებიათ, გირჩევთ საქმეში ჩართოთ, ნამდვილად არ ინანებთ.

უნდა გაითვალისწინოთ თუ არა შერჩევისას სიმძლავრე ?

სიმძლავრე არა თუ უბრალოდ გასათვალისწინებელი, არამედ გულდასმით გადასახედია. ამ მახასიათებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგალითად, მისი მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, თუ როგორ საქმეზე იმუშავებს ხელსაწყო. არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც მხოლოდ მარტივ სამუშაოებს ასრულებს, ან პირიქით, ალღოს რთულ საქმეს უღებს. თქვენ რომლისთვის გჭირდებათ ? როცა ამ კითხვაზე პასუხი იცით, შერჩევა მარტივია. თუ ხისა და ბეტონის დამუშავება თქვენი ყოველდღიურობაა, მძლავრ ფრეზს გირჩევთ. ასეთი ინსტრუმენტი საქმეს კარგად შეასრულებს და გადატვირთულ რეჟიმსაც გაუძლებს. სამოყვარულო დონეზე, მცირე საქმეებისთვის კი დაბალი სიმძლავრე მისაღებია. მოკლედ, ყველაფერი მარტივადაა.

სჭირდება თუ არა ფრეზს დამატებითი ნივთები ?

არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ფრეზი უკეთ მუშაობს. საჭირო ინსტრუმენტები კომპლექტაციის სახით მოყვება. ეს შეიძლება იყოს: გადამყვანი, მიმმართველი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი, პარალელური მისაბჯენი, სიღრმის მიმმართველი, ქამარი და საჭრელი პირი. დაგვეთანხმებით, საკმაოდ ბევრი ნივთია. ყველაფერი არცერთ ინსტრუმენტს მოყვება, ხელსაწყოები საჭიროების მიხედვითაა გადანაწილებული. ნივთები სხვადასხვა მიმართულებით დაგეხმარებათ და საქმეს შეგიმსუბუქებთ.

რა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ საგარანტიო ტალონი ?

ალბათ, ქარხნული დეფექტის შესახებ გსმენიათ. საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ბრალი არ არის. ზოგჯერ ხელსაწყოს ქარხნული წუნი აღმოაჩნდება ხოლმე. ეს კი მხოლოდ მუშაობის პროცესში ვლინდება. გარეგნული დათვალიერებით მისი აღმოჩენა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, თუ ინსტრუმენტს შეიძენთ და მუშაობისას აღმოაჩენთ, რომ რაღაც რიგზე არ არის, შეგიძლიათ სერვის ცენტრში მიიტანოთ. იქ კი ყველაფერს დეტალურად დატესტავენ, შეაკეთებენ და განახლებულს დაგიბრუნებენ. ოღონდ აუცილებელია, რომ საგარანტიო ტალონი თან გქონდეთ, ამიტომ, საიმედოდ შეინახეთ.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია, სადაც ხარისხიანი ნივთები და სრული კომფორტია. მოდით, განვავრცოთ. ჩვენთან ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, მაღაზიაში წასვლა არ გჭირდებათ. ეს წესი მხოლოდ თბილისში კი არა, რეგიონის მასშტაბით ვრცელდება. საიტზე არჩევთ და აქედანვე იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია. თუ კი  50 ლარზე მეტ პროდუქტს შეიძენთ, მიტანა უფასოა. ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს და მართლაც ასეა. ახლა კი დროა, ინსტრუმენტები დეტალურად განვიხილოთ.

STANLEY SRR1200-RU ელ. ფრეზი 1200W

Stanley - ის ელექტრო ფრეზი ყველაფერს იდეალურად ასრულებს. თავადაც შეატყობთ, თუ კი თვალს მონაცემებს გადაავლებთ. რთულ საქმეს კარგად უმკლავდება და მასალას სრულყოფილად ამუშავებს. ინსტრუმენტი საკმაოდ მძლავრია და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

STANLEY eleqtro frezi

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1200W
  • ზომა - 6mm; 6.35mm; 8mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-28000min 
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • მუშაობის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ხარისხი

CROWN CT11012-ელექტრო ფრეზი 1050W

კიდევ ერთი ფრეზი უნდა წარმოგიდგინოთ. ამჯერად, საქმე Crown - ის ხელსაწყოსთან გვაქვს. კონკრეტული მოდელი საშუალო მონაცემებს ფლობს. კარგი იქნება, თუ ძალიან არ დატვირთავთ. ამ შემთხვევაში, არაჩვეულებრივად მუშაობს და იმედებს არ გიცრუებთ. ინსტრუმენტს გადამყვანი, მიმმართველი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი მოყვება. ჩამოთვლილ ხელსაწყოებს იდეალურად გამოიყენებთ.

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1050W
  • ზომა - 8mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 12000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

კომპლექტაცია:      

  • გადამყვანი 6mm
  • მიმმართველი
  • ადაფტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • მაღალი მონაცემები  

TOL2291-79539 ელ. მინი ფრეზი 650W

ბუმბერაზ ბრენდებს შორის, Tolsen - ი რომ არ ვახსენოთ, დიდი შეცდომაა. ბრენდი ხარისხიან ელექტრო ფრეზს გთავაზობთ, თუმცა,  ნაკლები სიმძლავის მქონეა და მსუბუქ საქმეებზე გამოიყენება. ინტრუმენტს თან ახლავს კომპლექტაცია.

Tolsen eleqtro frezi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 500W   
  • ზომა - 1/4″ & 6mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 33500min

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება