სამი მანქანის მტვერსასრუტი, რომელიც 2022 წელს უნდა შეიძინოთ

იმის გათვალისწინებით, თუ რა დროს ატარებს ზოგიერთი ჩვენგანი მანქანაში, შეგვიძლია ვთქვათ რომ მანქანა ჩვენი მეორე სახლია. მაშინაც კი, თუ თქვენ ერთადერთი ხართ ვინც თქვენი მანქანის სალონს ხედავს, მასში სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია. მტვრის ნაწილაკებს, ჭუჭყს, ქერტლს, ნამსხვრევებს შეუძლიათ თქვენს მანქანას ცუდი სუნი აჰკიდონ, ხოლო ნარჩენებმა შესაძლოა ალერგიაც კი გამოიწვიოს. მანქანის მტვერსასრუტების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ის არის, რომ ისინი მსუბუქი წონისაა და შესანიშნავები არიან მანქანის რთულად მისადგომ ადგილებში გამოსაყენებლად. შესაბამისად, საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტები უსადენო ან მანქანის ელექტრო კვებაზე მომუშავეა.

მანქანაში სისუფთავის შესანარჩუნებლად, მანქანის მტვერსასრუტი საუკეთესო იარაღია. მანქანის მტვერსასრუტი არის კომპაქტური და მოსახერხებელი მოწყობილობა, რომელიც საკმარისად მძლავრია დაბინძურებული მანქანის სალონის გასასუფთავებლად. ბოლო დროს მანქანის მტვერსასრუტი სულ უფრო მოთხოვნადი ინსტრუმენტი ხდება, რაც მისი პრაქტიკულობის და ხელმისაწვდომობის დამსახურებაა.

მანქანის მტვერსასრუტის ფლობით მრავალი პრობლემის მარტივად გადაჭრა შეგიძლიათ.

მანქანის სალონის მტვრისგან გაწმენდა - მანქანის მტვერსასრუტის ფლობით თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მანქანის სალონის მტვრისგან გაწმენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალონის გაწმენდა მხოლოდ მანქანის გარეცხვასთან ერთად მოგიწევთ, რაც არაპრაქტიკულია. რა უნდა ქნათ, როცა მგზავრობისას მანქანაში რამე დაგებნევათ და მანქანის მტვერსასრუტი არ გაქვთ? თქვენ მოგიწევთ სამრეცხაოზე წაიყვანოთ მანქანა ან მიხვიდეთ სახლში და სახლის მტვერსასრუტით გაწმინდოთ ის. მანქანის მტვერსასრუტი კი მანქანის განუყრელ ნაწილად იქცევა. მისი მოთავსება, პატარა ზომის გათვალისწინებით, მანქანის სალონშივე შეგიძლიათ, ან საბარგულში მაინც.

რა უპირატესობები გააჩნია მანქანის მტვერსასრუტს?

მანქანის მტვერსასრუტი პატარა ზომისაა - მანქანის მტვერსასრუტის პატარა ზომა საშუალებას გაძლევთ ყოველთვის თან იქონიოთ ის და საჭიროების შემთხვევაში სწრაფადვე მოახდინოთ რეაგირება დაბინძურებულ სალონზე. მისი მოთავსება შეგიძლიათ სალონში - სანივთეში (ბარდაჩოკი), ან საბარგულში მაინც. მტვერსასრუტის პატარა ზომა მას ასევე პრაქტიკულს ხდის, მარტივს რთულად მისადგომ ადგილებში გამოსაყენებლად, როგორიცაა სავარძლებს შორის სივრცე, სავარძლების ქვედა სივრცე და ა.შ.

მანქანის მტვერსასრუტი ძალიან მსუბუქია - გარდა პატარა ზომისა, მანქანის მტვერსასრუტი ძალიან მსუბუქია, რაც კიდევ უფრო მეტად მოხერხებულს ხდის მას, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში.

მანქანის მტვერსასრუტის გამოყენება ძალიან მარტივია - მანქანის მტვერსასრუტს სულ რამდენიმე რეჟიმი აქვს, ამიტომაც მისი ფუნქციების სრულად ათვისება მარტივია. თითქმის ნებისმიერი მანქანის მტვერსასრუტის გამოყენება მგზავრსაც, რომლის ხელშიც პირველად მოხვდება მანქანის მტვერსასრუტი, მარტივად შეუძლია მისი გამოყენება.

ისინი უსაფრთხოა - მანქანის მტვერსასრუტი დაბალ ვატ სიმძლავრეს იყენებს, ასე რომ ის სრულიად უსაფრთხოა. ის იმდენად უსაფრთხოა, რომ ბავშვიც კი ვერ დაიზიანებს თავს მანქანის მტვერსასრუტის გამოყენებით, თუმცა დიდი შანსია პირიქით მოხდეს და ბავშვმა დააზიანოს ის, ასე რომ არ ჩაუგდოთ მანქანის მტვერსასრუტი ხელში ბავშვს.

მანქანის მტვერსასრუტი მძლავრია - მანქანის მტვერსასრუტების უმეტესობა ძალიან მძლავრია და უმცირესი ნაწილაკების აღებაც კი მარტივად შეუძლია. მანქანის მტვერსასრუტის სიმძლავრის შემოწმება მარტივად შეგიძლია მითითებული მონაცემებით, თუმცა მათი დიდი უმრავლესობა მართლაც ძალიან მძლავრია. თუ შინაური ცხოველი გყავთ და მანქანით ხშირად გადაგყავთ, მძლავრი მანქანის მტვერსასრუტის ფლობით თქვენს სალონს ბეწვებისგანაც მარტივად გაწმენდთ.

მანქანის მტვერსასრუტი ასუფთავებს რთულ ლაქებს - ზოგიერთი მანქანის მტვერსასრუტი რთულ ლაქებსაც მარტივად ასუფთავებს. წყლით/ორთქლით წმენდის მანქანის მტვერსასრუტი მარტივად უმკლავდება ასეთ ლაქებს და საშუალებას იძლევა თქვენი სალონი მუდამ ახალივით გამოიყურებოდეს.

Black&Decker-ის მანქანის მტვერსასრუტი

B&D არის ელექტრო ხელსაწყოების, ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აქსესუარების მწარმოებალი ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მერილენდში, აშშ-ში მდებარეობს. კომპანია 1910 წელს დაარსდა. უკვე ერთ საუკუნეზე მეტია ყოველ წელს ვითარდება და აუმჯობესებს საკუთარ პროდუქციას, ხდის მას მომხმარებლებზე მორგებულს. ამ ბრენდის პროდუქცია მთელს მსოფლიოში კარგადაა ცნობილი. ის აწარმოებს მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ თუ არაინდუსტრიულ ხელსაწყოებს, რომლებიც ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევიან. ასევეა B&D-ის მანქანის მტვერსასრუტები. ამ ბრენდის მანქანის მტვერსასრუტი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ბალანსით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე.

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ მანქანის მტვერსასრუტი?

მანქანა არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც შეიძლება ადამიანის მფლობელობაში იყოს. თუმცა, მანქანები ხშირად ბინძურდება. მანქანის სალონში ჭამის აკრძალვის მკაცრი პოლიტიკის პირობებშიც კი, სხვადასხვა სახის ჭუჭყი მაინც ხვდება მასში. ჭუჭყი თუ მტვერი შეიძლება მანქანის იატაკსა და სავარძლებზე დაგროვდეს. ამიტომაც, მანქანის მტვერსასრუტები ძალიან სასარგებლოა.

მანქანის მტვერსასრუტები საუკეთესო პროდუქტია მანქანის მფლობელებისთვის, რათა ჭუჭყის მანქანის სავარძლებიდან, იატაკიდან და კუთხეებიდან, სადაც ჭუჭყიანი გროვდება, ამოიღონ. მანქანის მტვერსასრუტები არის იაფი, ეფექტური ინსტრუმენტი მანქანების ინტერიერის გასაწმენდად.

მანქანის მტვერსასრუტის შეძენისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:

კაბელიანი მანქანის მტვერსასრუტი - მისი შეერთება შესაძლებელია მანქანაში. ჩართვის შემდეგ ის ჭუჭყისა და მტვრის შეწოვას მაღალი სიმძლავრით დაიწყებს. ასეთი მანქანის მტვერსასრუტი, უმეტეს შემთხვევაში. უფრო მძლავრია ვიდრე ბატარეაზე მომუშავე მანქანის მტვერსასრუტი.

მანქანის მტვერსასრუტი ბატარეაზე - არის ყველაზე პორტატული და მათი გამოყენება შესაძლებელია დენის წყაროს გარეშეც. ბატარეაზე მომუშავე მანქანის მტვერსასრუტის შეწოვა კარგია, თუმცა ბატარეის დაცლის შემდეგ ძალას კარგავს.

მანქანის მტვერსასრუტის ამპერაჟი - კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მანქანის მტვერსასრუტის შეწოვის ძალაზე, არის ამპერაჟი. რაც უფრო მაღალია ამპერაჟი, მით უკეთესია შეწოვის ძალა.

ავზის მოცულობა - მანქანის მტვერსასრუტებში ავზის მოცულობა განსხვავებულია. ავზის მოცულობა განსაზღვრავს იმას, თუ რა რაოდენობის მტვერის დატევა შეუძლია მანქანის მტვერსასრუტს. თუმცა, რაც უფრო დიდია ავზი ხელის მანქანის მტვერსასრუტის შემთხვევაში, მით უფრო ნაკლებად კომპაქტური და პორტატული ხდება ის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია იპოვოთ ბალანსი და უპირატესობა მის პორტატულობასა და სიმძლავრეს მიანიჭოთ.

მანქანის მტვერსასრუტის ზომა - შეწოვის ძალა ასევე მის ზომაზე არის დამოკიდებული. მაღალი ძაბვის მქონე მანქანის მტვერსასრუტები შედარებით დიდი მოცულობისაა, მისი მოტორის სიდიდისგან გამომდინარე.

Holst.ge-ზე მანქანის მტვერსასრუტების დიდი არჩევანია, მათ შორის სხვადასხვა ბრენდის, სიმძლავრის და საფასო კატეგორიის. ამ სტატიაში განხილულია Black & Decker-ის მანქანის მტვერსასრუტები, რომლებიც გამოცდილია მრავალი მომხმარებლის მიერ საქართველოში და არა მარტო საქრთველოში. ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ უფასო მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან მოსახერხებელი მომსახურებაა განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის.

B&D NV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

manqanis mtversasruti

  • ბრენდ - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.37 l
  • წარმადობა - 1122 l/m

ეს Black & Decker-ის მანქანის მტვერსასრუტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Holst.ge-ზე. საკმაოდ მცირე ზომისაა და მაღალი სიმძლავრის. ძალიან პრაქტიკულია, მისი მოთავსება პრობლემას არ წარმოადგენს. მარტივად ძვრება კონტეინერი გასასუფთავებლად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

manqanis-mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER               
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.29
  • კვების წყარო - 12V 
  • ავზის მოცულობა - 0.61 l     
  • წარმადობა - 1053 l/min

მძლავრი მანქანის მტვერსასრუტი ძლიერი შეწოვით. ეს მოდელი კომპაქტური და მძლავრია. მისი შეძენის შემთხვევაში წლების განმავლობაში მარტივად და სწრაფად გაწმენდთ თქვენი მანქანის სალონს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

manqanis-mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER               
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი                 
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V 
  • ავზის მოცულობა - 0.44 l     
  • წარმადობა - 1060 l/min

თუ მძლავრი მანქანის მტვერსასრუტის შეძენა გინდათ, ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Holst.ge-ზე. ის 2 კილოგრამამდე იწონის და კომპაქტურია. გააჩნია 0,5 ლიტრიანი ავზი და მაღალი წარმადობა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება