სამი ნაბიჯი ელექტრო სახრახნისის შეძენამდე

ელექტრო სახრახნისის დახასიათება შემდეგნაირად შეიძლება: საქმის პროფესიონალი, მუდამ სანდო და კომფორტულად გამოსაყენებელი. სიმართლე ითქვას, ხელსაწყოს შემკობა კიდევ ბევრი კარგი სიტყვით შეგვიძლია, მაგრამ დანარჩენს თავადაც გამოცდით. ელექტრო სახრახნისი მართლაც არაჩვეულებრივია. ახლა კი უფრო დეტალურად.

პირველი ნაბიჯი სახრახნისის შერჩევისას

პირველ რიგში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ არა სიმძლავრეს?! ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს და სჯობს დეტალურად გაეცნოთ. ჩვენ რჩევებს არ დაგაკლებთ, თქვენ კი ინფორმაციას ყურადღებით გაეცანით. მოკლედ, ბევრნაირი სახრახნისი არსებობს. ზოგიერთი ინსტრუმენტი მძლავრია და ყველანაირ საქმეს უმკლავდება, ზოგიც დაბალ მონაცემებს ფლობს და მსუბუქი სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. მთავარი ხაზი სწორედ აქ არის გავლებული. როგორ საქმეს ასრულებთ თქვენ, რთულს თუ შედარებით მარტივს ? ამ კითხვაზე პასუხის შემდეგ, სახრახნისის შერჩევა უმარტივესია. შრომატევადი საქმიანობისთვის, გირჩევთ, მძლავრი ინსტრუმენტი შეიძინოთ, რათა ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად შესრულდეს. მსუბუქი სამუშაოებისთვის კი მაღალი სიმძლავრე სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში, საქმეს დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტი კარგად ერგება.

მეორე ნაბიჯი, რომელიც ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა გაიაროთ

სიმძლავრის შემდეგ, პირდაპირ ბრუნვის სიჩქარეზე გადადით. ეს უკანასკნელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ ამ შემთვევაშიც იგივე პრინციპით იხელმძღვანელებთ. ყოველდღიურად გამოსაყენებლად სწრაფი სახრახნისი დაგჭირდებათ, მაგრამ თუ იშვიათად იყენებთ, მაშინ დაბალი სიჩქარე მისაღებია.

მესამე ნაბიჯი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი

რომელ მასალაზე მუშაობს ელექტრო სახრახნისი და რა სიღრმით ბურღავს თითოეულს ? ეს შეკითხვა აუცილებლად უნდა დასვათ და ამომწურავი პასუხიც მიიღოთ. ხელსაწყო, ძირითადად, ხესა და მეტალს ამუშავებს. რაც შეეხება სიღრმეს, მონაცემები ორივეს შემთხვევაში განსხვავებულია. ელექტრო სახრახნისი ხესთან უკეთ მეგობრობს, ვიდრე მეტალთან. თითოეულ მასალას ხარისხიანად ბურღავს, მაგრამ უფრო ღრმად ხეს.

რატომ Holst.ge ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ, თან საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენძენზე, უფასოა. ინსტრუმენტების ხარისხი კი იმედებს არ გაგიცრუებთ. საიტზე არსებული ყველა ხელსაწყო გამძლეა და დიდხანს მუშაობს. თუ თანხა გაკლდებათ, მაგრამ ინსტრუმენტი აუცილებლად ახლავე გჭირდებათ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად გადაიხდით.

Bosch GSB 180 LI - ელექტრო სახრახნისი 18V;2x2,0Ah Case

Bosch -ის ელექტრო სახრახნისით დავიწყოთ. ინსტრუმენტს ზედმეტი ქება არ სჭირდება, ერთხელ გამოყენება და ყველაფერი მაშინვე ცხადია. ხელსაწყო მძლავრია და ამასთანავე, მაღალი სამუშაო რესურსები აქვს. სახრახნისს ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება.

Bosch eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH           
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი   
  • სიმძლავრე - 18v           
  • ელემენტი - 2Ah           
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.6 
  • კვების წყარო - ელემენტი       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-500/0-1900min   
  • ბრუნვის მომენტი - 21Nm/54Nm         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 35mm/10mm     
  • ფუნქციები - რევერსი

დამატებითი კომპლექტაცია:             

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მაღალი ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ღრმად ბურღვის ფუნქცია

TOL1781-79036 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

თუ თქვენს გემოვნებას განხილული სახრახნისი ვერ მოერგო, იქნებ Tolsen - ის ხელსაწყოა ის, რასაც ეძებთ. ინსტრუმენტი საშუალ დონის საქმეებს იდეალურად ასრულებს. ხელსაწყო მეტალსა და ხეს ბურღავს. კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, დამტენი და ელემენტი.

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი   
  •  სიმძლავრე - 12v           
  • ელემენტი - 1.5Ah         
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs         
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.32
  • კვების წყარო - ელემენტი       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500           
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm       
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 21mm/10mm     
  • ფუნქციები - რევერსი

დამატებითი კომპლექტაცია:             

  • დამტენი
  • ელემენტი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლ ელემენტი
  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსები

CROWN CT22025 - ელ.სახრახნისი 3.6V საცვლელი პირებით

Crown - ის სახრახნისით დავასრულოთ. ინსტრუმენტს დამტენი და საცვლელი პირები მოყვება. საქმეს კარგად ასრულებს, ოღონდ უმჯობესია, მსუბუქი სამუშაო მიანდოთ.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი   
  • სიმძლავრე - 3.6v         
  • ელემენტი - 1.3Ah         
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs         
  • გარანტია - 6 თვე         
  • წონა (კგ) - 1.13
  • კვების წყარო - ელემენტი       
  • ბრუნვის სიჩქარე - 200min       
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm         
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''           
  • ფუნქციები - რევერსი

კომპლექტაცია:           

  • დამტენი
  • საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ფუნქციები
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ხარისხი            

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება