| სანამ Holst.ge-ზე დრელს შეარჩევთ, რამდენიმე საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით |
| სანამ Holst.ge-ზე დრელს შეარჩევთ, რამდენიმე საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით |
კაცმა რომ თქვას და პრინციპში, ქალმაც, ბურღი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე „ნაცნობი“ ინსტრუმენტია, რადგან გვინახავს, პრაქტიკულად, ყველგან. ასე მაგალითად: ბაბუის საკუჭნაოში, მეზობლის ფარეხში, ნათლიის აგარაკზე, მშენებლობაზე, რემონტის დროს და იქნებ, თეატრშიც კი - შანსი არ არის, იქნება რამე სპექტაკლი, სადაც მსახიობს ხელში დრელი ეკავება. ერთი ეგ არის, თუ სპექტაკლს არ ჩავთვლით, დანარჩენ შემთხვევაში, ინსტრუმენტს საგულდაგულო შერჩევა სჭირდება და სწორედ ამაზე გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ: სანამ Holst.ge-ზე დრელს შეარჩევთ, რამდენიმე საჭირო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ.
როგორ ავარჩიოთ დრელი, რა განსხვავებაა მოდელებს შორის და როგორ გამოვიყენოთ იგი ეფექტიანად - იქნება ეს სარემონტო სამუშაო, ხელნაკეთი ნივთის შექმნა თუ პროფესიული საქმიანობა.
პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვათ: არსებობს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ბურღები. პირველის შემთხვევაში, ხელსაწყო არ არის განსაზღვრული ხანგრძლივ მუშაობასა და ძალიან დიდ დატვირთვაზე, ბევრსაათიან უწყვეტ ექსპლუატაციაზე. როგორც წესი, სახლისთვის შექმნილი ინსტრუმენტის შემთხვევაში, მწარმოებლები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ დიზაინსა და ერგონომიკას, პირველ ადგილზე აყენებენ კომფორტს მოხმარების დროს და არა მაღალ რესურსს. რაღა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ბურღი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ უმკლავდება.
ზოგჯერ გამოყოფენ გარდამავალ ტიპსაც - ნახევრად პროფესიონალურს. მუშაობის პრინციპი საყოფაცხოვრებოსაც, პროფესიონალურსაც და ნახევრად პროფესიონალურსაც ერთმანეთის მსგავსი აქვს, განსხვავებას ნახავთ სიმძლავრეში, წონაში, ფასში, ფუნქციებსა და სხვა თავისებურებებში.
საყოფაცხოვრებო ბურღი გამოსადეგია სახლში ჩასატარებელი პრაქტიკულად, ყველა მარტივი სარემონტო სამუშაოსთვის. მისი უპირატესობები, პროფესიონალურთან შედარებით, გარდა დაბალი ფასისა, მოიცავს:
ნახევრად პროფესიონალური დრელი საკმაოდ შეზღუდული კლასის მოწყობილობაა. გარდამავალი მოდელი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც საყოფაცხოვრებო, თუმცა მიღებული ჰქონდეს პროფესიონალურის გარკვეული თვისებები.
სანამ მუშაობას დაიწყებთ:
- დარწმუნდით, რომ ელექტროქსელი ზედმეტად დატვირთული არ არის;
- მაქსიმალურად საიმედოდ უნდა შემოწმდეს და დაფიქსირდეს ყველა მოძრავი დეტალი;
- გულდასმით უნდა შემოწმდეს, რამდენად მყარად არის დამაგრებული ვაზნა.
მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ:
- ნებისმიერ პირობებში, აუცილებელია ინსტრუმენტი ორივე ხელით გეჭიროთ. საკმაოდ ხშირია, როცა ცდილობენ, დრელს ერთი ხელით გაუმკლავდნენ, რაც უდიდესი შეცდომაა და ამასთან ერთად, ძალიან სახიფათო;
- არ უნდა დააწვეთ დრელით საგანს მისი შეკავების მიზნით;
- კატეგორიულად არის აკრძალული რევერსის გადამრთველის გამოყენება მაშინ, როცა ძრავა ჩართულია და მუშაობს;
- აკრძალულია ინსტრუმენტისთვის ხელის გაშვება, თუკი ის ჩართულია და მუშაობს;
- ჭერთან მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
- მუშაობის დასრულების შემდეგ, დრელი ხელში უნდა გეჭიროთ იქამდე, სანამ ბრუნვები საბოლოოდ არ შეჩერდება;
- მუშაობის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, საბურღს („სვერლოს“) ხელი არ შეახოთ, მაშინაც კი თუკი ძრავა გაჩერებულია - შესაძლოა, ამან ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს;
- ელექტრო დრელი კოლოფში ან სპეციალური ქსოვილის ტომარაში უნდა ინახებოდეს.


