სანათები უამრავი პლუსით, რომელთაც LINUS გთავაზობთ

როგორც არ უნდა ვეცადოთ ადამინის თვალს ვერაფერს გამოვაპარებთ. რეალობას, რომლის აღქმასაც ადამიანი ერთი შეხედვით ახერხებს, ვერაფრით შევუცვლით. თუმცა დამეთანხმებით, რომ კარგი დიზაინის მქონე სახლი, ან ოფისი იდეალური განათების შემთხვევაში უფრო მეტ მიმზიდველობას და აღტაცებას იწვევს. იმისათვის, რომ იდეა, რომელიც სახლისა, თუ ოფისის დიზაინის გადაწყვეტისას გაგიჩნდათ ყველასათვის ნათელი გახდეს, აუცილებელია  კარგი სანათები, რომლის ფართო არჩევანს ჩვენი ონლაინ მაღაზია holst.ge გთავაზობთ.

როგორ შევუსაბამოთ სანათი ჩვენს საჭიროებებს?

მას შემდეგ რაც კარგი სანათის აუცილებლობაში დარწმუნდებით, სავარაუდოდ თქვენი შემდეგი ნაბიჯი მის შესაძენად იქნება გადადგმული. იქამდე სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მნიშვნელოვანია ერკვეოდეთ როგორი ტიპის განათება არსებობს. ამ სტატიის მიზანი თქვენთვის ასეთი დეტალების გაცნობაა. ძირითადად არსებობს განათების სამი ტიპი:

  • თბილი განათება
  • ნეიტრალური განათება
  • ცივი განათება

თბილი განათება - როგორც წესი სასადილო და საძინებელ ოთახში გამოიყენება. სიმშვიდის განცდა, რომელსაც თბილი ნათება შეგიქმნით, ძილსა და სადილობას სასიამოვნო პროცესად აქცევს.

ნეიტრალური ნათება - სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის არის განკუთვნილი. თუ თბილი ნათება სიმშვიდის განცდას გგვრით , ნეიტრალური ნათება სამზარეულოში მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ და საქმის კეთებასაც უფრო ენერგიულად შეუდგებით.

ცივი ნათება - დაბალ ტემპერატურასთან არანაირ კავშირში არ არის. სივრცე სადაც თქვენ შემოქმედებით აქტივობებს ეწევით, ცივი ნათების გამოსაყენებლად იდეალური ადგილია. მაგალითად: საკლასო ოთახი; ოფისი; აუდიტორია; სამუშაო ოთახი.

რა უნდა გავითვალისწინოთ სანათის შეძენისას?

ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას პირველი რასაც ყურადღებას ვაქცევთ არის ბიუჯეტი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე მისი ეკონომიურობა და გამძლეობა. სიტუაცია, რომელიც სიტყვა ნათურის გაგონებისას გახსენდებათ, ალბათ მისი დაუსრულებელი შეცვლის პროცესია, რომელშიც ერთხელ მაინც ყველას მიგვიღია მონაწილეობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ისეთი ნათურა, რომელიც ეკონომიურობასთან ერთად, გამძლეობითაც გამოირჩევა.

სად შევიძინოთ თანამედროვე ტიპის სანათი?

შემდეგი ნაბიჯი, რომელიც თქვენ უნდა გადადგათ არის ყველა იმ საშუალების და არხის მოძიება, რისი მეშვეობითაც  შეძლებთ სანათის შეძენას. დღეს-დღეობით ბაზარი გაჯერებულია მსგავსი პროდუქტით. რაც უფრო დიდია არჩევანი, მით მეტია შეცდომის დაშვების ალბათობაც. ამდენად, მნიშვნელოვანია ვფლობდეთ ინფორმაციას ბრენდების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია ბაზარზე. LINUS არის ბრენდი, რომელიც შეცდომის დაშვების საშუალებას არ გიტოვებთ. ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც აღნიშნული ბრენდი აწარმოებს, უმაღლესი ტექნოლოგიებისა და გამოცდილების შერწყმის შედეგია. გამოცდილება, რომელიც LED ტექნოლოგიის განათების შექმნის საფუძველი გახდა, მდგომარეობს შემდეგში: დიდი ხნის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საკლასო ოთახებში არასაკმარისი განათების გამო, მოსწავლეთა მხედველობა საგრძნობლად გაუარესდა და მოსწავლეთა უმრავლესობა ახლომხედველი გახდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა LED ტიპის ტექნოლოგია. აღნიშნულო განათება სასიამოვნოსთან ერთად, გიქმნით ისეთ გარემოს, სადაც თქვენი პროდუქტიულობა გაცილებით იზრდება და მხედველობა დაუზიანებელი რჩება. სწორედ ასეთი ბრენდის ოფიციალური შემომტანია ჩვენი ონლაინ მაღაზია, სადაც თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი, თქვენზე მორგებული გადახდის საშუალებით.

LINUS LP-EX-4500B-LED panel LEDP 45W 4000K Ra80

linus shekiduli cheris sanati

  • ბრენდი  LINUS         
  • პროდუქტის ტიპი  შიდა მონტაჟის
  • ვოლტი  220-240V     
  • სიხშირე  50-60Hz     
  • ფორმა   ოთხკუთხედი         
  • ფერის ტემპერატურა 4000K
  • განათების სიმძლავრე  4000 lm       
  • ჭრის ზომა  595X595 mm     
  • გაშლის კუთხე           120°   
  • სამუშაო რესურსი  25000 hrs
  • IP დაცვა  IP20
  • გარანტია  1 წელი     
  • ენერგოეფექტურობის კლასი   A+
  • სიმძლავრე (W) 45
  • წონა (კგ)  2.105          

LINUS - ბრენდის ეს სანათი გარდა იმისა, რომ დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, ყურადღებას იმსახურებს ეკონომიურობისა და გამძლეობის მხრივაც. განათების სიმძლავრე 4000 კელვინს უტოლდება, რაც ნეიტრალურ განათებას უზრუნველყოფს და იდეალურია დღის განათებისთვის. თუ თქვენ გსურთ სამუშაო სივრცე ეფექტურად გქონდეთ განათებული, დროა ოთახის ჭერი აღნიშნულ სანათს დაუთმოთ.

უპირატესობები:

  • ეკონომიურობა
  • გამძლეობა
  • დიზაინი

LINUS LBT8-4040 LED Batten Light 40W 1200mm 4000K 230V two row

linus kedlis da cheris sanati

  • ბრენდი  LINUS         
  • პროდუქტის ტიპი  Led T8 სანათი   
  • ვოლტი  220-240V     
  • სიხშირე  50-60Hz     
  • ფერის ტემპერატურა 4000K
  • განათების სიმძლავრე  3400lm       
  • ზომა  1200 mm         
  • სამუშაო რესურსი  25000 hrs
  • IP დაცვა  IP 20         
  • გარანტია  1 წელი     
  • ენერგოეფექტურობის კლასი  A+
  • სიმძლავრე (W)  40
  • წონა (კგ)  0.3 

მნიშვნელობა არ აქვს დიასახლისი ხართ, თუ პროფესიონალი მზარეული. სივრცე, სადაც შემოქმედებითი პროცესის წარმართვა გიწევთ, მნიშვნელოვანია შესაბამისად იყოს განათებული. ლინუსის ამ სანათის გამოყენება შესაძლებელია, როგორც კედელზე, ასევე სამზარეულოს ჭერზეც. თუ თქვენთვის ხარისხი და ეკონომიურობა მნიშვნელოვანია, მაშინ მოცემული სანათი უკონკურენტოა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • ეკონომიურობა

LINUS LED პროჟექტორი 30w 6500k IP65 Sensor

linus projeqtori

  • ბრენდი  LINUS
  • პროდუქტის ტიპი  პროჟექტორი
  • ვოლტი  220-240V
  • სიხშირე  50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა  3000K
  • განათების სიმძლავრე  2700 lm
  • გაშლის კუთხე  120°
  • სამუშაო რესურსი  25000 hrs
  • გარანტია  1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი A+
  • სიმძლავრე (W)  30
  • წონა (კგ)  0.45

საცხოვრებელი სახლის ეზოს განათება, ესთეტიური თვალსაზრის გარდა, უსაფრთხოების მხრივაც მნიშვნელოვანია. თუ თქვენთვის უსაფრთხოება და სიმშვიდის განცდა განათებულ ეზოსთან ასოცირდება, დროა შეიძინოთ LINUS უმაღლესი ხარისხის  პროჟექტორი, რომელსაც ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • ეკონომიურობა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება