ყველა ტიპის სანათი Linus-ისაგან |
ყველა ტიპის სანათი Linus-ისაგან |
მას შემდეგ რაც 1879 წელს ტომას ედისონმა საბოლოო შტრიხები შეიტანა ნათურის გამოგონებაში, 1962 წელს კი ნიკ ჰოლონიაკმა LED ნათურის შექმნას შეასხა ფრთები, ის ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს, უამრავი კომპანია აწარმოებს ნათურას. ნათურები დანიშნულებით, სიმძლავრით, განათების ტემპერატურით და ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
მთავარი განმასხვავებელი - LED თუ ჩვეულებრივი სანათი
როგორც უკვე იცით, LED ნათურა ბევრად უფრო ეკონომიური და ეფექტურია ჩვეულებრივ ნათურასთან შედარებით. ამის მიზეზი მისი განსხვავებული ტექნოლოგიაა. ერთი შეხედვით LED სანათი ხუთჯერ უფრო ძვირია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში იმ რაოდენობის თანხას დაზოგავს, რომელიც ამ ხარჯს აანაზღაურებს.
სანათის დანიშნულება
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი სახეობის სანათი ჩნდება ბაზარზე, რომელსაც განსხვავებული დანიშნულება გააჩნია. Holst.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ ინოვატორი კომპანიის Linus-ის სანათები, რომელთაგან აუცილებლად აარჩევთ თქვენთვის სასურველ ფუნქციის მქონე სანათს. მაგალითად თუ რელსის სანათი გნებავთ და სახლის ლამაზად განათება, ამ საკვანძო სიტყვით მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ. კედლის სანათი გნებავთ? არც ეს არის პრობლემა და არც მაგიდის სანათი. მოკლედ, თუ სანათს ახალი დანიშნულება გგონიათ გამოიგონეთ, Holst.ge ამ ენთუზიაზმს აუცილებლად ჩაგიქრობთ, თუმცა შემოგთავაზებთ უკვე არსებულს.
სიმძლავრე
სანათები სიმძლავრითაც განსხვავდებიან. რაც უფრო მაღალია სანათის სიმძლავრე მით უფრო კაშკაშაა მისი შუქი. თუმცა, ამავდროულად, მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. სანათის სიმძლავრე პირდაპირ არის დამოკიდებული მის დანიშნულებასთან, ვინაიდან ეზოს განათებისთვის მძლავრი სანათი დაგჭირდებათ, სახლისთვის კი - არც ისე მძლავრი.
განათების ტემპერატურა
სანათის განათების ტემპერატურა გემოვნების საკითხია. ეს მახასიათებელი თავიდან ბოლომდე უნდა მოარგოთ თქვენს კომფორტს. საშუალოდ სამი ტიპის განათების ტემპერატურის მქონე სანათი გვხვდება ბაზარზე: თბილი, დაბალანსებული და ცივი. როგორც წესი საუკეთესო არჩევანი ყოველთვის დაბალანსებული ტემპერატურის სანათის შეძენაა, თუმცა როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, მხოლოდ თქვენი გემოვნების და კომფორტის საკითხია.
ხარისხი
სანათის ხარისხი მის სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, არ გინდათ ისეთი სანათი შეიძინოთ, რომელიც რამდენიმეჯერ მოხმარების შემდეგ მწყობრიდან გამოვა. Holst.ge-ზე ამგვარი შემთხვევებისგან დაზღვეული ხართ, ვინაიდან ჩვენი ონლაინ მაღაზია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სანათების მწარმოებელი Linus-ის პროდუქციას გთავაზობთ.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ტიპის სანათს. უფრო ფართო არჩევანისთვის შეგიძლიათ Holst.ge-ს ესტუმროთ და თავად აარჩიოთ.
თუ ფასადის გამოკვეთა, კომერციული საქმიანობისას პროდუქტის გაშუქება ან რამე მსგავსი მიზნით გინდათ სანათი შეიძინოთ, მაშინ ეს რელსის სანათი სოლიდური შემოთავაზებაა Holst.ge-საგან. ვინაიდან, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად მძლავრი და გამძლე სანათია.
უპირატესობები:
Holst.ge-ზე ამ დახვეწილი დიზაინის ჭერის სანათი შეგიძლიათ უმარტივესი პროცედურის გავლით შეიძინოთ. ჩვენი საკურიერო მომსახურება კი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით აღნიშნულს.
უპირატესობები:
სკოლა უკვე დაიწყო. ბავშვი კი ლამაზი მაგიდის სანათით შეგიძლიათ წაახალისოთ. Holst.ge მაგიდის სანათების დიდ არჩევანს გთავაზობთ.
უპირატესობები: