საუკეთესო სანათები თქვენი სახლისთვის |
საუკეთესო სანათები თქვენი სახლისთვის |
სანათები Holst.ge-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია, რომლითაც დაიწყო მოღვაწეობა. კომპანია Linus-თან მიღწეული თანამშრომლობის შედეგად დაიბადა Holst.ge, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ სანათების ხაზით გაეცნო მომხმარებელს. ამას მოჰყვა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, ინდუსტრიული ხელსაწყოების და სხვ. პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობა და დღეს, Holst.ge მრავალფეროვანი პროდუქციით ამარაგებს ქართველ მომხმარებელს.
სანათების შეძენა ყოველი რემონტისას, ან ძველის დაზიანების შემდეგ დგება დღის წესრიგში. მისი შეძენისას გადამწყვეტი მახასიათებელი, შეიძლება ითქვას რომ, დიზაინია. თუმცა, იმან, ვინც კარგად ერკვევა განათების სპეციფიკაში იცის, რომ სანათი ბევრი დადებითი მახასიათებლის მატარებელი უნდა იყოს, მათ შორის იყოს ეკონომიური, გააჩნდეს ჩვენთვის სასურველი ფერის ტემპერატურა, გამოიმუშავებდეს საჭირო განათების სიმძლავრეს, მონტაჟის ადგილის შესაფერისი გაფართოების კუთხე და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სანამ რომელიმე სანათის შეძენას გადავწყვეტთ, მთელი რიგი კვლევები უნდა ჩავატაროთ.
განათება უმნიშვნელოვანესი დეტალია ჩვენი სახლისთვის. მან შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე (განსაკუთრებით თვალის ჯანმრთელობაზე), ჩვენს ხასიათზე, ჩვენს პროდუქტიულობაზე და ა.შ.
Holst.ge-ზე შეგხვდებათ უამრავი სახის სანათი, რომელთაგან თითოეულს ზედმიწევნით ზუსტად აქვს მახასიათებლები გაწერილი და იძლევა მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
ეს მოდელი სმარტ, ანუ ჭკვიანი ნათურაა, რომელიც დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა. თუმცა, ეს არ არის მისი ერთადერთი პლიუსი. სმარტ ნათურა საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ ნებისმიერი ფერის განათება, ნებისმიერი სიმძლავრის, ვმართოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დავაყენოთ ტაიმერი, რომლის მიხედვითაც ჩაირთვება ან გამოირთვება ნათურა. აღნიშნული ნათურის სამართავად დაგჭირდებათ მობილურის აპლიკაცია - LINUS SMART. აპლიკაციაში დაგხვდებათ სხვადასხვა, წინასწარ გამზადებული რეჟიმები თქვენთვის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად. ნათურას გააჩნია 25000 საათიანი სამუშაო რეჟიმი.
უპირატესობები:
გარე მონტაჟის სანათით თუ ხართ დაინტერესებული, Holst.ge-ზე ამ სახის სანათის დიდი არჩევანი დაგხვდება. მათ შორისაა ეს ეკონომიური LED სანათი, რომელიც 180o იანი გაშლის კუთხითა და 6500K ფერის ტემპერატურით გვევლინება. მაღალი განათების სიხშირის ხარჯზე თავისუფლად შეძლებთ მიმდებარე ტერიტორიის სრულად განათებას. სანათი 25000 საათიანი სამუშაო რესურსითა და ერთწლიანი გარანტიით, ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იქნება გარე მონტაჟისთვის.
უპირატესობები:
ეს სანათი პანელი დახვეწილი დიზაინით, გამძლეობით, ხარისხითა და სამუშაო რესურსით გამოირჩევა, რომელიც აუცილებლად გაალამაზებს თქვენს ინტერიერს. სანათი 120o კუთხით ანათებს, რაც ინტერიერისთვის საკმარისზე მეტია, თუკი საკმარისად მაღლა დავკიდებთ. გააჩნია 4000K ფერის ტემპერატურა, რაც სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დადგენილი ნიშნულით, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
უპირატესობები: