Sarayli – ის განსხვავებული კიბეები |
Sarayli – ის განსხვავებული კიბეები |
სიმაღლის შიში ერთ- ერთი ფართოდ გავრცელებული ფობიაა. საბოლოოდ, გამოდის რომ ვერ გადმოიხედავ მაღალსართულიანი შენობიდან, ვერ დაჯდები სათავგადასავლო ატრაქციონზე და კიბეზე რამდენიმე ნაბიჯის ადგმაც , გულის რიტმს აგიჩქარებთ. არადა, არავინ იცის, ხელსაწყოს გამოყენება როდის დაგჭირდებათ. Holst.ge - ის კიბეებს, მიზნად თქვენი დახმარება განუზრახავს. მაგალითად, იმაში რომ საიმედო მეგობრად იქცეს და შიში გვერდზე გადაგადებინოთ. რაც უნდა იყოს, ყველაფერი დაძლევადია. მთავარია მონდომება. დანარჩენს კი Sarayli - ის კიბეები გპირდებათ.
როგორც უკვე გავიგეთ, ბრენდი დარწმუნებულია რომ სიმაღლის შიშს დაგაძლევინებთ. როგორ აპირებს ამას ? პირველ რიგში, სანდოობით. ხელსაწყოს ვიზუალურ მხარეს, დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კი დანახვისთანავე შფოთვას გამოიწვევს, მაშინ ვერავინ გამოიყენებს. ამ შემთვევაში კი საფეხურები იმდენად მყარი და ფართოა, რომ შემაძრწუნებლად სულაც არ გამოიყურება. პირიქით, სიტუაციას მშვიდად ხვდებით და სტაბილურობას ინარჩუნებთ. Sarayli - ის კიბეების მთავარი უპირატესობა მოქნილობა და გამძლეობაა. სპეციალური დამჭერებით ნაგები საფეხურები, მაქსიმალურად კომფორტული გადასაადგილებელია.
ძირითადად, კიბეები ალუმინისა და მეტალისგან მზადდება. ორივე მასალა ხარისხიანია და დიდხანს ძლებს. ეს საკითხი კი ძალზედ მნიშვნელოვანია. კიბის თითოეული ნაწილი გამართული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სარისკოა. უხარისხო მასალამ და არასწორმა აგებულებამ შესაძლოა სიმძიმეს ვერ გაუძლოს და ჩატყდეს. თუმცა, ამის საშიშროება Sarayli - ის კიბეებზე არ არსეობს. ამიტომ, ნუ იღელვებთ და არჩევა მშვიდად განაგრძეთ.
ხელსაწყოს ორი მიმართულებით გამოიყენებთ. შეგიძლიათ პატარა კიბე შეიძინოთ და ოთახში მოიხმაროთ, ან დიდი, გარეთა სივრცეებისთვის. გააჩნიათ სად გჭირდებათ. როცა ეს გეცოდინებათ, შერჩევა გამარტივდება. სტატიაში ორივე სახის კიბეა წარმოდგენილი. თუმცა, უფრო მეტად ბევრ საფეხურიანი და მაღალი. Holst.ge - ზე ყველა მიმართულებით ფართო არჩევანია. ამიტომ, თუ სტატიაში რომელიმე დაგაკლდებათ, საიტი აგინაზღაურებთ.
Sarayli - ის გასაშლელი კიბე კომპაქტურია. გამორჩეული იმითაა, რომ საყრდენი არ სჭირდება. სპეციალური დამჭერების მეშვეობით, წონასწორობას თავად იცავს. მთავარია გაშლისას სწორი ზედაპირი შეურჩიოთ და სხვა მხრივ უპრობლემოა. კიბე საკმაოდ დიდი ზომისაა, ამიტომ, სერიოზულ სიმაღლეებს დაიპყრობთ. ალუმინის მასალა გამძლეობას მატებს. კიბე 7 კილოგრამიანია. მართალია სხვებთან შედარებით მეტს იწონის, მაგრამ ახლო მანძილზე გადაადგილება პრობლემური მაინც არ არის.
უპირატესობები:
შემდეგი კიბე განსხვავებული დიზაინისაა. სიმაღლით ისეთივეა, როგორიც წინა მოდელი. მცირედი სხვაობა სიგანეში იკვეთება. კიბე საკმაოდ გრძელია, მაგრამ გამოყენება მარტივია. დაკეცილ მდგომარეობაში ხელსაწყო მცირე ადგილს იკავებს. ასევე, გადაადგილების პროცესი ბევრად მარტივდება. საჭიროების შემთვევაში კი სწრაფად იშლება. მოკლედ, სამართავად კომფორტულია. ალუმინის მასალისგან დამზადებული კიბე, მუდამ თქვენს განკარგულებაში იქნება.
უპირატესობები:
სინამდვილეში კიბე საფრთხის შემცველი ხელსაწყოა. ერთი არასწორი ნაბიჯი და ამბავი ცუდად მთავრდება. უბრალოდ კარგად უნდა მობილიზდეთ და ჩვენც გახსენებთ. საქმეზე კონცენტრირებაში Sarayli - ის კიდევ ერთი კიბე დაგეხმარებათ. საფეხურებს შორის ნორმალური დაშორება, თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ. კიბეს შვიდ საფეხურიანია და დამატებით კიდევ ერთი ბრტყელი ასასვლელი აქვს. უკიდურეს შემთხვევაში, როცა ოდნავ მეტი სიმაღლე გჭირდებათ, კარგად გამოიყენებთ. კონკრეტული მოდელი, სხვებისგან განსხვავებით, მეტალისგანაა დამზადებული. დანარჩენების მსგავსად გამძლეობას არ უჩივის. ზოგჯერ მსგავსი ინსტრუმენტები ფერს იცვლის და ფუჭდება. როგორც ვიზუალურად, ასევე, სამუშაოდაც უსიამოვნოა. თუმცა, Sarayli - ის კიბეები ასეთი ნამდვილად არ არის. დამაბრკოლებელი ფაქტორი არც ფასია. ხელსაწყო ყოველ მხრივ ხელმისაწვდომია.
უპირატესობები:
ჩამოთვლილი კიბეები გარეთა ტერიტორიისთვის გამოიყენება. სამ საფეხურიანი კიბე ოთახისთვის იდეალურია. ის ნივთია, რომელიც სახლში აცილებლად უნდა მოიძებნებოდეს. რომელიმე კუთხეში მცირე ადგილს მიუჩენთ და საჭირო მომენტში დღის სინათლეს აჩვენებთ. კიბე საქმეებში ბოლომდე ეშვება. თქვენი დახმარება მრავალფეროვნად შეუძლია.მარჯვე ოსტატად მოგევლინებათ, როცა ნათურის გამოცვლა, ფარდების ჩამოხსნა ან უბრალოდ კედელზე ნახატების დამაგრება დაგჭირდებათ. ხელსაწყო მეტალის მასალისაა და მსუბუქია.
უპირატესობები:
კიბეების ფასი ყველგან განსხვავებულია. შესაძლოა ინსტრუმენტი იმაზე ნაკლებადაც ნახოთ, ვიდრე Holst.ge - ზე. თუმცა, დაბალმა ფასმა შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. ბაზარი მრავალფეროვანანია და კარგთან ერთად, უხარისხო პროდუქტიც ბევრია. არაბუნებრივად დაბალი ფასი კი პირველად გულს ახარებს, მაგრამ შემდეგ იმედგაცრუებულს ტოვებს. ასე იმიტომ, რომ დიდხანს ვერ ძლებს. არასათანადო მასალისგან დამზადებული კიბეები მარტივად ფუჭდება. უსარგებლო ხდება და ბინას ვადაგასული ნივთების სასაფლაოზე იდებს. ერთი რამ თამამად შეგვძლია ვთქვათ: Holst.ge - ზე განთავსებული ხელსაწყოები ფუნქციურადაც გამართულია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ყველაზე მეტი პირველად განხილული მოდელი ღირს, თუმცა, ამის გამო ნაბიჯი უკან არ უნდა გადადგათ. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს და მოგვიანობით გაგიმხელთ კიდეც. დანარჩენ კიბეებს საშუალო ფასი აქვს. ამიტომ, მეტად ხელმისაწვდომია.
რთულია როცა ხელსაწყო გესაჭიროება, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვს და ვერც დაიცდი. ასეთ დროს რა უნდა მოიმოქმედოთ ? თითქოს მოუგვარებელი პრობლემაა, მაგრამ სინამდვილეში სულაც არა. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი განვადებაა. Holst.ge უარს არც ამაზე გეუბნებათ. სასურველ ბანკში განაცხადს უმოკლეს დროში ავსებთ და პასუხს ელოდებით. პროცესი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დამტკიცების შემთხვევაში, ხელსწყოს მაშინვე იწერთ და თანხას ყოველთვიურად რიცხავთ. თვეების რაოდენობა თვქენს ხელთაა, არჩევანში შეზღუდული არ ხართ.
უკვე ხომ იცით, Sarayli - ის კიბეებს რა მაგიური ძალა აქვს ?! დაბრკოლებების გადალახვაში უნდა დაგეხმაროთ და შემართებით აგავსოთ. წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება, ამას რომ კომფორტულად ყიდვა დაემატება ? Holst.ge - ზე შეძენისას სახლიდან გასვლაც კი არ დაგჭირდებათ. საიტიდან იწერთ და უფასო მიტანით სარგებლობთ. შემდეგ კი ცოტახნიანი ლოდინი და ახალი გამოწვევები გელით.