სარემონტო სამუშაოების დროს დრელმა ყველა გააოცა... |
სარემონტო სამუშაოების დროს დრელმა ყველა გააოცა... |
უცნაური და მყვირალა სათაურების მოგონება რომ იციან ხოლმე ზოგიერთი გამოცემის ჟურნალისტებმა, ჩვენ თუ დრელს გამოვიყენებთ „სკანდალის“ მთავარ მოქმედ პირად, რა დაშავდება? არც არაფერი! ჰოდა, ავდგეთ და ვცადოთ:
„კანარის კუნძულებზე ელექტრო დრელი რჩეულთან ერთად ისვენებს“ - უცნაურია, გეთანხმებით!..
„დრელის თამამ ფოტოებს თვალს ვერ მოაშორებთ“ - კი, ესეც გვარიანად უცნაურია...
„სარემონტო სამუშაოების დროს დრელმა ყველა გააოცა“ - აი, ეს „სკანდალი“ კი ყველაზე მეტად უხდება ინსტრუმენტს, რომელიც პრინციპში, არა მხოლოდ კაპიტალური რემონტისას, არამედ ნებისმიერი ჩხირკედელაობის დროს შეუცვლელი და შეუფასებელია და დიახაც, ყველას გაოცებაც მარტივად შეუძლია.
მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და გავიგოთ, როგორ ახერხებს ელექტრო დრელი ერთნაირად საჭირო იყოს პროფესიონალებისთვისაც და ჩხირკედელაობის მოყვარულებისთვისაც.
დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო დრელი აუცილებელია მაშინ, როცა ბეტონის კედელსა თუ იატაკზე საჭიროა ნახვრეტების გაკეთება სხვადასხვა საგნის დასამაგრებლად, ან მაგალითად, სადენების გაყვანისთვის. აქედან გამომდინარე, ასეთ ინსტრუმენტს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ, რადგან უნდა ჰქონდეს საკმარისი სიმძლავრე და რაც მთავარია, გამძლეობა მექანიკური აბრაზიის პირობებში. მხოლოდ ხარისხიანი მოწყობილობით არის შესაძლებელი, გაიხვრიტოს ბეტონი განსაკუთრებული ძალისხმევისა და დაზიანების რისკების გარეშე.
ელექტრო დრელის ძირითადი დანიშნულება სხვადასხვა მასალის გაბურღვაა. ჩვეულებრივი დრელი მარტივად უმკლავდება ლითონს, ხეს, გიფსოკარდონს და სხვა არც ისე მყარ ზედაპირებს. დარტყმის ფუნქციის მქონე დრელი იოლად ახერხებს, გახვრიტოს ბეტონი, ქვა და აგური. განსაკუთრებული დანიშნულების მქონე მოწყობილობას შეუძლია, შეცვალოს ელექტრო სახრახნისი და სამშენებლო მიქსერი, ხოლო სპეციალური საცმების ქონის შემთხვევაში, დრელით ზედაპირების გახეხვაც („შლიფოვკა“) არის შესაძლებელი.
ამით ელექტრო დრელის შესაძლებლობები როდი მთავრდება. ასე მაგალითად, ინსტრუმენტს შეუძლია პერფორატორიც კი ჩაანაცვლოს. ამ შემთხვევაში, საუბარია დამრტყმელი ტიპის დრელზე, რომელსაც ბრუნვის გარდა, დარტყმის ძალაც აქვს. მეორე მხრივ, თუკი უპირატესად ბეტონთან აპირებთ მუშაობას, მაინც სჯობს, პერფორატორი მოიმარჯვოთ, ვინაიდან მსგავს დატვირთებზე სწორედ ეს ხელსაწყო არის განსაზღვრული. სხვა მხრივ, დრელისა და პერფერატორის გზები იყრება. მათი კონსტრუქციები კარდინალურად განსხვავებულია, რის გამოც, პერფერატორი უმკლავდება ისეთ პროცესებს, რომელთაც მაღალი სიმძლავრე სჭირდება.
სხვაობას ელექტრო სახრახნისსა და ელექტრო დრელს შორის მარტივად აღმოაჩენს ადამიანი, რომელიც სარემონტო საქმეებში დიდად ვერ ერკვევა. თუკი დრელი ხვრელებისთვის არის საჭირო, სახრახნისი აუცილებელია ხრახნებისა და ჭანჭიკების მოჭერა-მოშვებისთვის. ასევე, ელექტრო სახრახნისის ბრუნვის სიჩქარეც ბევრად ნაკლებია და პარამეტრების სიმრავლითაც ვერ დაიკვეხნის. სამაგიეროდ, არსებობს ელექტრო დრელი სახრახნისის ფუნქციით - ეს არის უნივერსალური ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებო პირობებში, რასაც თუნდაც ეს უკანასკნელი ფაქტიც ადასტურებს.
სანამ საქმიანობას შეუდგებით, ელექტრო დრელი შესაბამისი დანიშნულების მქონე ბურღებით უნდა დახუნძლოთ. ძირითადად, „სვერლოს“ 3 ტიპი გამოიყოფა:
„პობედიტი“ კარგად უმკლავდება ბეტონს, თუმცა ექსპლოატაციის ხანრძლივობა შედარებით ნაკლებია. უნივერსალური ბურღების მინუსი ის არის, რომ რეგულარული გაგრილებაა საჭირო. ყველაზე უფრო გამძლე ალმასის „სვერლოა“, თუმცა ფასი, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია.
როგორც ბევრი სხვა ელექტროინსტრუმენტი, დრელიც ორ ტიპად იყოფა:
ზოგჯერ გამოიყოფა გარდამავალი ტიპიც - ნახევრადპროფესიონალური.
ყველა საყოფაცხოვრებო, პროფესიონალურ და ნახევრადპროფესიონალურ დრელს მუშაობის ერთი და იგივე პრინციპი აქვს, განსხვავებულია მათი სიმძლავრე, წონა, ფასი, ფუნქციები და ზოგიერთი დამატებითი თავისებურება.
საყოფაცხოვრებო ელექტრო დრელი განკუთვნილია პრაქტიკულად, ყველა მარტივი საშინაო სარემონტო სამუშაოსთვის. მისი უპირატესობებია, გარდა შედარებით დაბალი ფასისა:
მეორე მხრივ, საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტის გამოყენება დღეში 4 საათზე მეტხანს რეკომენდებული არ არის. გადაბმულად მუშაობის ოპტიმალური დრო 15-20 წუთია, რის შემდეგაც, ხელსაწყო უნდა დაასვენოთ დაახლოებით ამდენივე ხანს.
თუკი სიტუაცია და საქმე მოითხოვს, რომ დრელით დღეში 5 საათზე ხანგრძლივად უნდა იმუშაოთ, უმჯობესია, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომელიც გამორჩეულია მძლავრი მოტორით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მარტივად უმკლავდება სოლიდურ დატვირთვებს. პროფესიონალური ელექტრო დრელი გადაბმულად 1 საათზე მეტს მუშაობს, დღეში კი, ჯამში, 7-8 საათიან მუშაობას უძლებს, საკმარისია მცირე შესვენებებიც. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებოზე ძვირიც ღირს, ნაკლებად უნივერსალურია, არის შედარებით მძიმე, მაგრამ უკეთ არის დაცული მტვრისგან, ნესტისგან და პროფესიონალი მის გარეშე საქმეს, უბრალოდ, ვერ გააკეთებს.
ნახევრადპროფესიონალური დრელი - მოწყობილობის საკმაოდ შეზღუდული კლასია. გარდამავალი მოდელები შეიძლება აღჭურვილი იყოს პროფესიონალურის ზოგიერთი თვისებით, ან პროფესიონალური, მაგრამ არანაირი დამატებითი ელემენტით.
რომელი დრელი უნდა აირჩიოთ, დამოკიდებულია იმაზე, რა სახის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი და რამდენად ხშირად მოგიწევთ ხელსაწყოს გამოყენება. თუკი ის დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, კედელზე თარო მიამატოთ ან ნახატი დაკიდოთ, თამამად შეგიძლიათ, საყოფაცხოვრებო ელექტრო დრელი შეიძინოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავლის ძირითადი ან დამატებითი წყარო რემონტია, მაშინ პროფესიონალური დრელის შეძენა ურიგო ნამდვილად არ იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება, Holst.ge-ზე სასურველ ხელსაწყოს მარტივად მიაგნებთ, რამდენიმე საინტერესო მოდელის შესახებ დეტალურ აღწერას კი აქვე გთავაზობთ.