სარემონტო ხელსაწყოების სუფრაზე კუთხსახეხს მთლად თამადობა თუ არა, თავიკაცობა ნამდვილად ეკუთვნის |
სარემონტო ხელსაწყოების სუფრაზე კუთხსახეხს მთლად თამადობა თუ არა, თავიკაცობა ნამდვილად ეკუთვნის |
ზუსტად თუ გახსოვთ, თავიკაცი რას ნიშნავს? სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი განმარტების მოძიება შეიძლება ინტერნეტში და რამდენიმე ყველაზე უფრო საინტერესოს ახლავე გაგიზიარებთ.
განმარტება N1: თავიკაცი - ქორწილსა თუ ქელეხში მოწინავე „ფხიანი“ ადამიანი, რომელსაც მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციებს ანდობენ. როგორც წესი, ამ ადამიანის საყვარელი ფრაზებია: „აბა, რა ქენით, თევზი მოიტანეთ?“, „ღვინო ჩამოვიდა შიბლიანიდან?“, „შილას დუმა არ მოაკლოთ, იცოდეთ!“ და ასე შემდეგ.
განმარტება N2: თავიკაცი - ადამიანი, რომელიც მხოლოდ ქელეხებსა და ქორწილებში ახსენდებათ. აგვარებს ნებისმიერ პრობლემას, არის კოჭლი და უყვარს ფრაზა: „სუფრას რამე ხომ არ აკლია?“, „ჯერ ესენი მორჩნენ და ბავშვებს მერე დავსვამთ“ და ასე შემდეგ.
განმარტება N3: სინამდვილეში, თავიკაცი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, რომელსაც ნებისმიერი შინაარსის სუფრას ანდობ და რომელიც უპატივცემულოდ არავის დატოვებს.
ჰოდა, მთლად თამადობას თუ არა, კუთხსახეხი, სარემონტო ხელსაწყოების სუფრაზე, თავიკაცობას ნამდვილად იმსახურებს - მრავალფუნქციურია და რასაც დაავალებთ, ყველაფერს ისე შეასრულებს, თქვენ რომ გაგიხარდებათ.
ბარგალკა, იგივე კუთხსახეხი, როგორც მას ოფიციალურად ჰქვია, ამარტივებს მასალების ჭრასა და წმენდას, ასევე, კომფორტულია ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად ზომებისა და წონის წყალობით. ინსტრუმენტს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დავალების შესასრულებლად, მათ შორის, გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში, აგარაკზე, რემონტის დროს და ასე შემდეგ. ერთი კია, ყველა ნახსენებ შემთხვევაში, კუთხსახეხის ღირებულება სხვადასხვა იქნება. რატომ და რა მიზეზით, ამაზე ქვემოთ უფრო უკეთ მოგახსენებთ.
განვიხილოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუკი გადაწყვიტეთ, რომ სარემონტო ხელსაწყოებს ბალგარკა დაამატოთ.
დასაწყისისთვის ის გავარკვიოთ, კუთხსახეხის რა სახეობები არსებობს, რათა მათ შორის არსებული სხვაობით უკეთ მივხვდეთ ინსტრუმენტის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ასე და ამგვარად, ბალგარკა შეიძლება იყოს: ელექტრო, აკუმულატორიანი, პნევმატიკური და საწვავზე მომუშავე.
საყოფაცხოვრებო პირობებისთვის, ყველაზე უფრო გავრცელებული 220 ვოლტზე მომუშავე მოდელია. ინსტრუმენტი ჩვეულებრივ როზეტში შეერთებით მუშაობს მიუხედავად მახასიათებლებში მითითებული სიმძლავრისა. მთავარი მოთხოვნა ასეთი მოდელისთვის ელექტრობის ქონაა, რის გამოც, მას, როგორც წესი, შენობებში იყენებენ (საამქრო, სახელოსნო, ფარეხი) ან სახლთან ახლოს, თუკი რა თქმა უნდა, შესაბამისი დამაგრძელებელიც იქვეა.
პლუსები
მინუსები
აქვს ელექტრო კუთხსახეხის მსგავსი კონსტრუქცია, თუმცა კვებას ელემენტისგან იღებს, რომელიც როგორც წესი, სახელურშია ხოლმე ჩაშენებული. უფრო ხშირად, გვხვდება კომპაქტური მოდელები, რომელიც არც ისე ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ელემენტი მხოლოდ რამდენიმე საათიანი მუშაობის საშუალებას იძლევა, რის შემდეგაც მას დატენა სჭირდება.
საუკეთესო ვარიანტია საველე პირობებში მუშაობისთვის. თუკი რეგულარულად გიწევთ მუშაობა ადგილებში, სადაც ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ არის, კარგს იზამთ, თუკი რამდენიმე სათადარიგო ელემენტს შეიძენთ.
პლუსები
მინუსები
გამორჩეულია მუშაობის სრულიად განსხვავებული პრინციპით. რედუქტორი მოქმედებაში ფრთოვანას ხარჯზე მოდის, რომელზეც თავის მხრივ, შეკუმშული ჰაერი მოქმედებს. ვინაიდან კონსტრუქციაში მძიმე ელექტროძრავა არ არის, პნევმატიკური კუთხსახეხი მოკლე და მსუბუქია, მაგრამ ფუნქციონირებისთვის საჭიროებს კომპრესორს ან შეკუმშული ჰაერის სტაციონარულ ხაზს.
ელექტრომოტორის არქონის გამო, ინსტრუმენტი ნაკლებად ხურდება, რაც დღეში 6-8 საათის მანძილზე მუშაობის საშუალებას იძლევა.
პლუსები
მინუსები
ინსტრუმენტი მოქმედებაში ბენზინზე მომუშავე შიგა წვის ძრავის ხარჯზე მოდის. ამის გამო კუთხსახეხი საკმაოდ მძიმე და ამასთან ერთად, ხმაურიანია. მუშაობს დიდი დიამეტრის მქონე დისკებით და გამოიყენება საველე პირობებში მუშაობისთვის (ჭრიან მილებს, რელსებს, შველერებს და ასე შემდეგ). ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავზის მოცულობასა და საწვავის ხარჯვაზე. ხანგრძლივი მანიპულაციებისთვის საჭიროა დამატებითი კანისტრის ქონა.
პლუსები
მინუსები
კუთხსახეხის ზომა გავლენას ახდენს გარკვეული დიამეტრის მქონე დისკის დაყენების შესაძლებლობაზე. ჩვეულებრივ, შეზღუდვის მიზეზი დამცავი ბუდეა, რომელსაც ინსტრუმენტს ზოგჯერ საერთოდ ხსნიან ხოლმე, რაც საკმაოდ საშიშია. ამდენად, წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა ზომის დისკი გჭირდებათ.
მცირე ზომის დისკების დიდ კუთხსახეხზე დაყენება შესაძლებელია, თუმცა მუშაობის პროცესი არც თუ ისე მოსახერხებელია - სწრაფად ცვდება, ჭრის ხაზი ნაკლებად შესამჩნევია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კარგს იზამთ, თუკი ზუსტად გეცოდინებათ, რა ტიპის სამუშაოები უნდა აწარმოოთ და კუთხსახეხის მოდელიც მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ.