სარწყავი შლანგების მიმოხილვა

ამბობენ, ერთი სარწყავი შლანგი ყველასთვის საჭიროაო. ვეთანხმებით და გვჯერა რომ თქვენც მარტივად დაუმეგობრდებით. ინსტრუმენტი ყვავილების მორწყვაში დაგეხმარებათ. წყალს მიწის თითოეულ მონაკვეთს მიაწვდის და თაკარა მზისგან დაღლილ მცენარეებს, შვებით ამოასუნთქებს. საგმირო საქმეები ამით არ სრულდება. ავტომობილის გასუფთავებაშიც მის წილს შეიტანს. მტვერს სწრაფად ააცლის. ბავშვებიც კი ვერ მოასწრებენ, ამ ნაცნობი სიტყვის დაწერას: „გამრეცხე.’’ როგორც ვხედავთ, მართლა საჭირო ყოფილა და თანდათან უფრო დარწმუნდებით. მაშ ასე, დავიწყოთ.

რა სახის სარწყავი შლანგი არსებობს ?

სამი შლანგი უნდა განვიხილოთ და თითოეული ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მხოლოდ ფუნქციებით კი არა, ვიზუალური კუთხითაც. ერთ-ერთი შლანგი გამჭირვალეა და გამავალი წყლის დანახვა შეგიძლიათ. დანარჩენები კი სხვადასხვა ფერისაა და ზომებიც განსხვავებულია. სიმართლე ითქვას, შლანგების უმეტესობა კომპაქტურია. ამ კუთხით სიგრძე უმნიშვნელოა, ისე კი საყურადღებო რამეა. დიდ ტერიტორიას რომ გასწვდეს, უფრო გრძელი უნდა იყოს.

შრეების რაოდენობა და წნევა

შიდა მახასიათებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, შრეების რაოდენობა და სამუშაო წნევაა. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით სწრაფად მუშაობს ხელსაწყო. წყალს მთელი წნევით აწვდის და დიდი სივრცისთვის კარგად გამოსაყენებელია. შესაძლოა ყოველთვის ასეთი შლანგი არ გჭირდებოდეთ. პატარა ტერიტორიისთვის ნაკლებ წნევიანი ინსტრუმენტიც გამოგადგებათ. მეტიც, ზოგჯერ სწორედ ასეთია მიზანშეწონილი. მცირე მასშტაბის ბაღის მოსარწყავად, დაბალი წნევა და ნაკლები შრე უკეთესია. წყლის სწრაფი მიწოდების გამო, ხშირად ყვავილებს მიწა ეცლება. მსგავსი უსიამოვნება რომ თავიდან აირიდოთ, საშუალო სიძლიერის შლანგი უნდა შეიძინოთ.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

როგორ მოგწონთ იდეა, ხელსაწყოები ონლაინ ჰიპერმარკეტიდან, პირდაპირ თქვენს კარის ზღურბლთან რომ გაჩნდეს ? ამის განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია და Holst.ge სასიამოვნო მომსახურებას გპირდებათ. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა, საჭირო სულაც არაა. კურიერებს ინსტრუმენტები მთელი საქართველოს მასშტაბით მოაქვთ. თქვენ რამე ისურვეთ და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

Lux Garden LGH-011 სარწყავი შლანგი გამჭვირვალე 1/2x25m

Lux garden- ს რომ საუკეთესო სარწყავი შლანგები აქვს, ორი აზრი არ არსებობს. კონკრეტული მოდელი კი გამჭირვალე და გრძელია. დიდ ტერიტორიას სწვდება და მუდამ ეფექტურია. ინსტრუმენტი სამ შრიანია და მაღალი წნევა აქვს.

LuxGarden shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 2.72         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 5 bar

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • შრეების რაოდენობა
  • მაღალი წნევა
  • სიმსუბუქე

Lux Garden LGH-001 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 1/2x15m

მეორე შლანგი ნაკლები სიგრძისაა, მაგრამ მეტი შრე და წნევა აქვს. მონაცემებით ყველასგან გამორჩეულია. მსუბუქია და უპრობლემოდ გადაადგილდება. რაც შეეხება მასალას, თავს ვდებთ რომ ხარისხიანია.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC 
  • წონა (კგ) - 2.21         
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • წნევა
  • სიგრძე
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1606-57211 სარწყავი შლანგი 1/2“*15M

ამასობაში, Tolsen - ის ჯერიც დადგა. ბრენდი განსხვავებულ სარწყავ შლანგს გთავაზობთ. საშუალო სიგრძისაა და სამი შრე აქვს. ეფექტურობისთვის საკმარისი წნევა აქვს. ხელსაწყო მსუბუქია და პრობლემას არასდროს ქმნის. როგორც ჩანს, საქმე მართლაც კარგ შლანგთან გვაქვს. ვფიქრობთ, ინსტრუმენტის გამოწერა დასწრებაზეა და უმჯობესია იჩქაროთ.

Tolsen sarwyavi shlangi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 1.52         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 400psi

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სამუშაო რესურსები
  • შრეების რაოდენობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება