სასარგებლო რჩევები სასუქების შესახებ |
სასარგებლო რჩევები სასუქების შესახებ |
წელიწადის ის დროა, როცა მიწა გამოფიტულია და მცენარეებს ჩვენი დახმარება სჭირდება. როგორ შეიძლება ყვავილებსა თუ ხეხილის ბაღებს ზურგი გავუმაგროთ? ზუსტად ამისთვის არსებობს სასუქები. სწორედ ამ ნივთიერებების მეშვეობით შეიძლება გამოფიტული მიწის სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრება და გაჯანსაღება. პროცედურების შემდეგ კი მცენარეები ბევრად კარგად გაიზრდება. ახლა კი დროა სასუქების შესახებ უფრო მეტი შევიტყოთ.
რა გასაკვირია თუ ვიტყვით, რომ ბევრნაირი სახის სასუქი არსებობს. დიახ, ზუსტად ასეა, ამიტომ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და შერჩევისას ყურადღებით უნდა იყოთ. პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ არსებობს მინერალურ - კრისტალური, მინერალურ - ფოთლოვანი და მინერალურ - ორგანული სასუქი. თითოეულ მათგანს მაღალი სარგებლიანობა აქვს და არაჩვეულებრივად მოქმედებს, თუმცა მაინც უმჯობესია, რომ თქვენი საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ. სწორად უნდა განსაზღვროთ მცენარის პრობლემა და სასუქიც შესაბამისი უნდა შეიძინოთ.
განსხვავებები ბევრია, მაგრამ ამასთანავე, სასუქებს უამრავი რამ აერთიანებს. მაგალითად ის, რომ ჩამოთვლილი პრეპარატები ნებისმიერ კულტურასთან თავსებადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კოკნრეტული ყვავილისთვის, ასევე ხეხილისა და სხვა მსგავსი მცენარეებისთვის. არცერთ მათგანს არ ვნებს, პირიქით, მხოლოდ სასარგებლო მინერალებით ავსებს. ასევე, ჩამოთვლილ სასუქებს ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვს და ეს მაღალი ხარისხია. თითოეული პრეპარატი ჯანსაღ ნივთიერებებს შეიცავს და მიწას კარგი მინერალებით ავსებს.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ბევრი უპირატესობითაა სავსე. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც უკვე ვთქვით, ხარისხია. Holst.ge-ზე არსებული თითოეული პროდუქტი მაღალი სამუშაო რესურსითაა აღჭურვილი. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი კი სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. ყველაფერს საიტზე არჩევთ და იწერთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი კი ყველგან ვრცელდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოწერილი ნივთები კი თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა.
Valagro იტალიური ბრენდია და ზუსტად ისეთივე მაღალი ხარისხი აქვს, როგორიც შეეფერება. კონკრეტული სასუქი კრისტალური ფორმისაა და მოცულობითაც გამოირჩევა. პრეპარატი ნებისმიერი სახის კულტურასთან თავსებადია და მცენარეებისთვის მხოლოდ დიდი სარგებელი მოაქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკმაოდ მოცულობითაა და შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ.
უპირატესობები:
Lebosol გერმანული მაღალი ხარისხს გვთავაზობს. სასუქი მინერალურ - ფოთლოვანი ტიპისაა და ისეთ სასარგებლო მოქმედ ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა: მინერალური ამინომჟავეები, მცენარის ცილები და სხვა.
უპირატესობები:
ბოლოს კი ისევ Valagro - ს მინერალურ - ორგანული სასუქით დავასრულოთ. ეს კონკრეტული პრეპარატი მაგნიუმის ოქსიდს, ბორს, სპილენძს, რკინას, მოლიბდენს, თუთიასა და მანგანუმს შეიცავს. სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია.
უპირატესობები: