მაღალი ხარისხის სამეურნეო იარაღები

სამეურნეო საქმიანობას დიდი შრომა და სიყვარული სჭირდება, ისევე როგორც სამუშაო იარაღები. მიწათმოქმედება ადამიანებმა შვიდი-ათი ათასი წლის წინ, ნეოლითურ პერიოდში დაიწყეს და შესაბამისი იარაღების მაშინ გამოიგონეს. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ პირველად ამ საქმიანობას შუმერებმა მოკიდეს ხელი.

მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და ადამიანებმა სამუშაო იარაღები დახვეწეს. თოხი, ბარი, ნიჩაბი, ფიწალი, ფოცხი, წერაქვი და სხვ. ის საბაზისო ინსტრუმენტებია, რომელიც აგრო კულტურების მოყვანისას დაგჭირდებათ. იქნება ეს სოფელში თუ დაჩაზე. მართალია, ტექნიკის განვითარებასთან ერთად ამ მოწყობილობებსაც გამოუჩნდათ ღირსეული კონკურენტები, თუმცა იმდენად მძიმე წონიანი, როგორიც ტრაქტორია. შესაბამისად, შეუძლებელია ბოლომდე ამ ინსტრუმენტების ჩანაცვლება.

ვინაიდან ჩვენი ონლაინ მაღაზია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი ქომაგია, აუცილებლად ჩავთვალეთ საიტზე გვქონოდა ბარი, თოხი, ნიჩაბი, ფიწალი, წერაქვი ფოცხი და სხვა მისთანანი. ვინაიდან, საკმაოდ კომფორტულია თუნდაც ქალაქიდან მოშორებით მცხოვრები ადამიანისთვის, დაუკავშირდეს Holst.ge-ს და შეუკვეთოს აღნიშნული. საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით კი ჩვენი პროდუქცია ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უახლოეს მომავალში მივა. ვინაიდან, ეს პროდუქცია საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გვაქვს Holst.ge-ზე, შეგახსენებთ, რომ 50 ლარზე ნაკლები პროდუქციის შეძენის და შეკვეთის შემთხვევაში, დამატებით 5 ლარის გადახდა მოგიწევთ.

რადგან აღნიშნული ინსტრუმენტები - თოხი, ბარი, ნიჩაბი, ფიწალი, ფოცხი, წერაქვი და მათი ფუნქციები ცნობილია ჩვენი, ოდითგანვე მიწათმოქმედი მოსახლეობისთვის, არ დავიწყებთ ახსნას.

STAL

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ბრენდ Stal-ის მიერ წარმოებულ სამეურნეო იარაღებს, რომელიც მაღალი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევა. ფოლადი საკმაოდ მტკიცე და მაღალხარისხიანია, თქვენ მხოლოდ მათთვის სახელურის მორგებაზე უნდა იზრუნოთ. ისიც იმ შემთხვევაში თუკი არ მოჰყვება.

STAL LPT007-მცირე ზომის ბარი ხის სახელურით

mcire zomis bari

  • ბრენდი STAL
  • პროდუქტის ტიპი ბარი
  • ზომა 225X300X490mm
  • წონა (კგ) 1
  • ტარის სიგრძე 1050mm

ბარი სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანის თითქმის ყოველდღიური იარაღია. ბარის გარეშე შეუძლებელია ვენახს მოუაროთ, ან ბაღჩეულს. ძალიან გაგიჭირდებათ გადარგოთ მცირე ზომის ხე ერთი ადგილიდან მეორეში. გაუფხვიეროთ მიწა ნებისმიერ აგრო კულტურას. Stal-ის ამ ბარს მოყვება მზა სახელური და არ დაგჭირდებათ მისი ცალკე გამოთლა. სახელურიც, ბარის პირის მსგავსად, ძალიან გამძლეა და ათწლეულები მოგემსახურებათ. მოკლედ, ამ ბარის შეძენის შემთხვევაში, მზა მდგომარეობაში მოვა თქვენს მიერ მითითებულ ადგილზე და შეუდგებით მუშაობას.

STAL TPK004-თოხი ხის სახელურით

toxi xis saxelurit

  • ბრენდი STAL
  • პროდუქტის ტიპი თოხი
  • ზომა 160mm
  • წონა (კგ) 1.16
  • ტარის სიგრძე 1500mm

თოხის გარეშე სახნავში წასულ ადამიანზე ძველი ქართული გამონათქვამიც გემახსოვრებათ. თოხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ძალზედ გავრცელებული სიმინდის კულტურის მოსავლელად. სიმინდის დასათესად მიწის შესამზადებლად თოხი გჭირდებათ. გასამარგლად ასევე თოხი გჭირდებათ. ასევე, მკის პერიოდში თოხი დაგჭირდებათ, ვინაიდან საკმაოდ ძლიერი მცენარეა ცელისთვის და ნამგლისათვის. თოხი კიდევ უფრო საჭირო და მრავალფუნქციური იარაღია, ვიდრე ბარი. თუმცა ერთიმეორეს საქმეს ნაკლებად გაუმკლავდებიან.

STAL KRK001-წერაქვი 2250გრ

weraqvi

  • ბრენდი STAL
  • პროდუქტის ტიპი წერაქვი
  • ზომა 445X85mm
  • წონა (კგ) 2.2

წერაქვი სამეურნეო სამუშაო იარაღია, რომელიც გამოიყენება გამყარებული ქვის, მიწის, აგურებისა თუ ბლოკების გასატეხად. წერაქვი ერთ-ერთი უძველესი სამეურნეო იარაღია. გარდა ამისა, ხშირად წერაქვი საბრძოლო იარაღიც კი იყო მტერ შემოსეული გლეხებისთვის ძველ საქართველოში. ასე რომ, ვინ იცის რამხელა წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ არსებობაში წერაქვს. გაითვალისწინეთ, ეს წერაქვი წარმოდგენილია ტარის გარეშე.

STAL GRB011-ფოცხი მწვანე 2.5mm

focxi

  • ბრენდი STAL
  • პროდუქტის ტიპი ფოცხი
  • ზომა 420X420X190mm
  • წონა (კგ) 0.5

ფოცხის ფუნქცია ძირითადად გათიბული ბალახის მოგროვებაა. ფოცხი გამოსადეგი იარაღია სოფლის მეურნეობაში. ჩვენ საიტზე ფოცხი ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, ჩვენი მომსახურება კი მას ადგილზე მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, ეს ფოცხი სახელურის გარეშეა.

STAL VLK004-ფიწალი 750გრ

fiwali

  • ბრენდი STAL
  • პროდუქტის ტიპი ფიწალი
  • ზომა 190X325X425mm
  • წონა (კგ) 0.75

ფიწალი ფოცხის მსგავსად გათიბული ბალახის გადაადგილებაში გამოიყენება, თუმცა კიდევ უფრო ხშირად გამოყენებადი იარაღია. ვინაიდან, ფიწალი გეხმარებათ ბალახის, ჩალის და სხვა მისთანანი აიღოთ და ამოაბრუნოთ. გაითვალისწინეთ, ეს ფიწალი სახელურის გარეშეა.

STAL LPT006-მცირე ზომის ნიჩაბი ხის სახელურით

nichabi mcire zomis

  • ბრენდი STAL
  • პროდუქტის ტიპი ნიჩაბი
  • ზომა 225X300X490mm
  • წონა (კგ) 1
  • ტარის სიგრძე 1050mm

ნიჩაბი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური და ყოველდღიური იარაღია, რომელიც ნებისმიერი მასალის აღებაში დაგეხმარებათ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება