სასუქები ხარისხიანი მოსავლისთვის

თუ მიწათმოქმედებას ეწევით და სხვადასხვა მცენარეული კულტურა მოგყავთ, მაშინ თქვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი მცენარის ზრდის პროცესში, სასუქის მნიშვნელობა. სასუქი მცენარეს საჭირო მინერალებს აწვდის რაც მას ეხმარება გარემო-პირობებთან ადაპტაციაში და საუკეთესო მოსავლის მიღებაში.

სასუქების უმეტესობა, რომლებიც ხშირად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, შეიცავს მცენარეთა სამ ძირითად საკვებ ნივთიერებას: აზოტს, ფოსფორს და კალიუმს. ზოგიერთი სასუქი ასევე შეიცავს გარკვეულ მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია და სხვა ლითონები, რომლებიც აუცილებელია მცენარის ზრდისთვის. სასუქები გამოიყენება მცენარის ზრდისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების შესაცვლელად ნიადაგში მათი ამოწურვის შემდეგ.

მარტივად, სასუქი მიკრო და მაკრო ელემენტების ერთიანობაა, რომელიც მცენარის გასაზრდელად არის საჭირო. ხშირ შემთხვევაში ის სითხის სახით გვხვდება, რომელიც წყალში უნდა გაზავდეს.

შენიშვნა* მეტი სასუქის გამოიყენებთ მცენარე უფრო მალე ან დიდი არ გაიზრდება. ამ შემთხვევაში მთავარია მისი დროული და ზუსტი დოზით გამოყენება.

Holst.ge-ზე უამრავი მწარმოებლის სასუქები არის წარმოდგენილი, რომელთა შეძენა დისტანციურად, ძალიან მარტივად შეგიძლიათ. აქ დაგხვდებათ სასუქები კონკრეტული მცენარისთვის, რამდენიმე მცენარეული კულტურისთვის და სასუქები ყველა მცენარეული კულტურისთვის. ჩვენს საიტზე თითოეული სასუქი განხილულია დეტალურად და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.

Yara - გრანულირებული მინერალური სასუქი - 40კგ - იარამილა NPK 9-12-25

yara mineraluri sasuqi

  • ბრენდი - Yara
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური სასუქი               
  • წონა (კგ) - 40.1
  • მოცულობა - 40 kg   
  • მოქმედი ნივთიერება - 9% N (2.6%NH4 და 6.4% NO3 ),P2O5 12%, K2O-25%.S-2.6%,SO3-6.5% ,MgO-2%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი           
  • მწარმოებელი კომპანია - YARA                   
  • მწარმოებელი ქვეყანა - ფინეთი     
  • კულტურა - ყველა

თითოეული გრანულა თანაბარი რაოდენობით შეიცავს საკვებ ელემენტებს. შეიცავს აზოტს, როგორც ნიტრატული, ასევე, ამონიაკური ფორმით რის წყალობითაც ამარაგებს მცენარეს აზოტით, ვეგეტაციის ადრეულ და შუა სტადიებზე. შეიცავს ფოსფორს ადვილად შეთვისებადი ფორმით, რაც ხელს უწყობს ფესვების აქტიურ განვითარებას და შესაბამისად ახალგაზრდა მცენარეებს აძლევს ბიძგს აქტიური სტარტისთვის. ნიადაგში გახსნის შემდეგ მცენარეს ამარაგებს მაგნიუმით. შეიცავს გოგირდს, რითიც უზრუნველყოფს აზოტის ეფექტიან გამოყენებას. სწრაფად ხდება საკვები ელემენტების გამოთავისუფლება და მცენარის მიერ მათი შეთვისება. შეტანა შესაძლებელია, როგორც თესვისას, ასევე, თესვის წინა კულტივაციის დროს.

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 5 კგ.

Valagro sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO             
  • პროდუქტის ტიპი - მინერალურ-ორგანული სასუქი
  • წონა (კგ) - 5   
  • მოცულობა - 5 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი                 
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO           
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა

ეს სასუქი გაჯერებულია თითქმის ყველა ელემენტით, რომელიც მცენარეულ კულტურებს ზრდისთვის, აღდგენისთვის თუ საუკეთესო მოსავლის მიღებაში დაეხმარება.

IDAI NATURE - თხევადი ორგანული სასუქი - 20 ლიტ - ფერტირეგ ექსტრა

IDAI NATURE txevadi sasuqi

  • ბრენდი - Idai Nature
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი                   
  • წონა (კგ) - 20.2
  • მოცულობა - 20 ლ   
  • მოქმედი ნივთიერება - სულ ორგანული ნივთიერებები - 45.0%; სულ ორგანული ნახშირბადი (C) - 26.1%; სულ ამინომჟავები - 4.0%; ორგანული აზოტი (N) - 2.0%; სულ კალიუმის ოქსიდი (K2O) - 2.0%; pH5.5
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი   
  • მწარმოებელი კომპანია - IDAI NATURE                 
  • მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი     
  • კულტურა - ყველა

ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად შეთვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე. უკანასკნელნი კი აუმჯობესებს ნიადაგიდან წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების შეთვისებას

ორგანული და  ბიოლოგიურად აქტიური ისეთი ნივთიერებების, როგორებიცაა: ჰუმინის და ფულვო მავები, დამსახურებით ნიადაგის მიკროფლორის რეგენერაციისთვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რაც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და, დამატებით, მცენარეს მიეწოდება ორგანული საკვები, რომელიც სრულად შეითვისება ორგანიზმის მიერ და არ ტოვებს ნარჩენებს.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება