სასუქი არ დაგავიწყდეთ და მერე კი ნამდვილად გაიხარებთ მოსავლით |
სასუქი არ დაგავიწყდეთ და მერე კი ნამდვილად გაიხარებთ მოსავლით |
სკეპტიკოს ადამიანს რომ ჰკითხო, იყიდეთ მიწა, სათბური, თესლი, მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებები, სასუქები, მანქანა, ტრაქტორი, ინსტრუმენტები, ბენზინი და დატკბით უფასო ხილითა და ბოსტნეულითო, გეტყვის.
მოიცა და კითხვა რაში მდგომარეობს? პრინციპში, ასეთი ადამიანისთვის არანაირი კითხვის დასმას არ აქვს აზრი, ყველანაირ იმედს გადაგიწურავს და იმიტომ. ჰოდა, სკეპტიკოსს კი არა, ოპტიმისტს ვკითხოთ: ღირს კი საკუთარ მეურნეობაზე ზრუნვა? პასუხი აუცილებლად საიმედო იქნება: ღირს და მერე - როგორ - იყიდეთ მიწა, სათბური და ყველა დანარჩენი, რაც ზემოთ ჩამოთვალეთ, განსაკუთრებით, სასუქები არ დაგავიწყდეთ და აი, მერე კი ნამდვილად გაიხარებთ ხილითა და ბოსტნეულით, აყვავებული ბაღჩა-ბაღებითა თუ ვენახებით.
როგორ უნდა შეარჩიოთ სასუქი, ზოგადად, რა ტიპის სასუქები არსებობს და რას გთავაზობთ Holst.ge? პასუხებს ქვემოთ მიაკვლევთ:
დავიწყოთ იმით, რისთვის არის სასუქი საჭირო:
აქვე დავამატოთ ისიც, რომ სამრეწველო სასუქები იძლევიან მოსავლის ნამატის თითქმის ნახევარს. გარდა ამისა, ისინი დადებითად მოქმედებენ ატმოსფეროზე, რაც განპირობებულია ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებით - ნახშირჟანგის ასიმილაციისა და ჟანგბადის გამოყოფის გადიდებით.
სასუქის სწორი გამოყენებით შესაძლებელია, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოსავალი მიიღოთ, გააძლიეროთ კულტურების იმუნური სისტემა და გააუმჯობესოთ ნიადაგის მდგომარეობა, საიდანაც მცენარეები განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას იღებენ. თუკი შესაბამისი ნივთიერებები არასაკმარისია, მცენარის ზრდა შენელდება, დასუსტდება და მავნებლებისა თუ დაავადებების მიმართ ბევრად მგრძნობიარე გახდება.
სპეციალისტები სასუქის შემდეგ სახეობებს გამოყოფენ: ორგანული, მინერალური, მინერალურ-ორგანული, ბაქტერიული და მიკრო სასუქები. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატური პირობები განსხვავებულ ზეგავლენას ახდენენ თუნდაც ერთი და იმავე კულტურის ზრდა-განვითარებაზე. ამდენად, მცენარეებსაც აუცილებლად სჭირდებათ სწორი კვება და სასუქით დახმარების აღმოჩენა.
გასათვალისწინებელია, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად საჭიროა, ზუსტად გაითვალისწინოთ მინერალური და ორგანული სასუქებისა და პესტიციდების ნორმები, შეტანის ვადები და წესები.
არსებობს სხვადასხვა ფორმისა და განსხვავებული შემადგენლობის სასუქები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თესლისა და ნერგებისთვის, ასევე, ცალკეული სახეობებისა და ჯიშების მცენარეებისთვის.
ნიადაგზე ზემოქმედების ხასიათისა და მცენარეთა კვების რეჟიმის მიხედვით განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ სასუქებს.
წარმოების მეთოდის მიხედვით სასუქები შემდეგნაირად იყოფა: სამრეწველოდ და ადგილობრივად.
დასასრულისკენ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ მდიდარი მოსავალი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაზარდოთ მისი შენახვის ვადაც.
აბა, წარმატებები საკუთარი მეურნეობის გაძღოლის საქმეში.