სასუქი - აუცილებელი კომპონენტი მცენარეებისთვის

მზრუნველობა მხოლოდ ადამიანებს კი არა, მცენარეებსაც სჭირდება. თვალთა საამებელი ყვავილების მიღმა, არსებობისთვის ბრძოლა დგას. ამიტომ, თუ კი მათთან მეგობრობას გადაწყვვეტთ, უნდა გაუფრთხილდეთ და სათანადო ყურადღება მიაქციოთ. პირველ რიგში, მუდმივი დატენიანება და სინათლე დასჭირდება. ამ საკითხს ნაწილობრივ, წყალი და ფანჯარასთან ყოფნა აგვარებს. ბალანსის დაცვა კი აცილებელია. ზოგიერთ მცენარეს ნაკლები ტენი უყვარს, ზოგს მეტი და ა.შ. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ყვავილებსა თუ სხვადასხვა ტიპის ნათესებს, სპეციალური ნივთიერებები სჭირდება. ამ სასარგებლო თვისებებს კი სასუქი შეიცავს.

რატომ სჭირდება სასუქი მცენარეებს ?

წელიწადის სხვადასხვა დროს მიწა იფიტება და დამატებით მინერალებს მოითხოვს. თუ კი საკმარისად არ დატენიანდება, ვერაფერი გაიხარებს. ასეთ სიტუაციაში ზრდის პროცესი ჩერდება და მცენარე გეზს დაღუპვისკენ იღებს. ამიტომ, სასუქი სიცოცხლისთვის ესაჭიროება. მასში მრავალი ტიპის ნივთიერება შედის. თითოეულს განსხვავებული და სასარგებლო თვისება აქვს. ზოგიერთ სასუქში რკინა, ბორი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერება შედის. საბოლოოდ, მიწის დატენიანებასა და მცენარის სრულყოფილად ზრდას ხელს უწყობს. სასუქის გარეშე კი მსგასვი შედეგის მიღწევა რთულია.

აუცილებელია ხეხილისა და სხვადასხვა პლანტაციებისთვის

სასუქებს ყველა ფერმერი იყენებს. ხეხილის ბაღებისა და სხვა პლანტაციებისთვის, აუცილებელი კომპონენტია. მის გარეშე მოსავალი კარგი ვერ იქნება. სპეციალური პრეპარატებით გაჯერებულ მიწაზე, მცენარე უკეთ ხარობს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარაზიტების სამიზნე ხდება. სასუქები ყველა უარყოფით მოვლენას თავიდან აგარიდებთ. მცენარეს მეტ სარგებელს მატებს და გარემოსთან მარტივად ადაპტაციის საშუალებას აძლევს.

არის თუ არა საზიანო ადამიანის ორგანიზმისთვის ?

ხშირად კითხვა ჩნდება: რამდენად სასარგებლოა სასუქით გაჯერებული მცენარე ? სიმართლე რომ ვთქვათ, უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი უკეთესია, მაგრამ უმეტესად ასე არ გამოდის. მსგავს ვითარებაში ყველაფერი უსუსური იზრდება. პერიოდულად, სპეციალური ნივთიერებებით გაჯერება აუცილებელია. ხარისხიანი პრეპარატი კი საზიანო არც ჩვენთვისაა. ასევე, გასათვალისწინებელია რა რაოდენობით გამოიყენებთ. როგორც წესი, მცირედიც საკმარისია. შედარებით ხარისხიანი სასუქის გამოყენებისას კი საშიში არაფერია.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასუქი ?

სასუქის შერჩევა მარტივია, როცა ზუსტად იცი, რა სჭირდება შენს მცენარეს. პრეპარატებს განსხვავებული შემადგენლობა და მახასიათებლები აქვს. ამიტომ, არასწორად შერჩეული სასუქი, სარგებლის მაგივრად, ზიანის მომტანია. ამაში გასარკვევად  ცოდნა, ფაქტების გადამოწმება და ინფირმაციის მოპოვება დაგჭირდებათ. უფრო მარტივად კი შეგიძლიათ სპეციალისტს მიმართოთ და დეტალებში თავად გაგარკვევთ.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge- ზე დაგხვდებათ

ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, სასუქი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს. Holst.ge - ზე კი სწორედ ასეთებს გადააწყდებით. არჩევანი არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმ ბრენდს შორისაა. თითოეული კი უმაღლესი ხარისხის პროდუქტს გთავაზობთ. მწარმოებელი ქვეყანა სხვადასხვაა. მაგალითად, Valagro იტალიური, Lebosol  გერმანული, Yara ნორვეგიული და Idai nature ესპანურია.  

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 5 გ.

Valagro მინერალურ ორგანული სასუქია და სასარგებლო ნივთიერებებისგან შედგება. პრეპარატის მეშვეობით მცენარე მეტად ჯანსაღდება. ამიტომ, სეზონურად მისი გამოყენება საჭიროა. სასუქი ბევრ დადებით თვისებას მოიცავს. შემავალი ნივთიერებები კი შემდეგია: მაგნიუმის ოქსიდი, ბორი, სპილენძი, რკინა, მოლიბდენი, თუთია და მანგანუმია. პროცენტული შემცველობა  სხვადასხვაა. იტალიური სასუქი ყველა კულტურის მცენარისთვისაა განკუთვნილი. მოცულობით 5 კილოგრამია. ეს კი საკმაოდ ტევადი მაჩვენებელია. იქედან გამომდინარე, რომ ბევრის გამოყენება არ შეიძლება და მცირედი უნდა მოიხმაროთ, 5 კგ- იანი პროდუქტი დიდხანს გეყოფათ.

Valagro BREXIL MIX

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალურ-ორგანული სასუქი         
  • მოცულობა - 5 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;   
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა
  • წონა (კგ) - 5   

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • შემადგენლობა
  • მოცულობა

Lebosol - ორგანული სასუქი - 5 -ამინოსოლი

Lebosol გერმანული ბრენდია და პირველობაში ხელს არაფერი უშლის. უხარისხობის შემთხვევაში სასუქი ფუჭად გადაყრილი იქნება. ასეთი პრეპარატი მცენარეს ზრდაში ვერ დაეხმარება. ამ ბრენდის პროდუქტის შემთხვევაში კი ასე ნამდვილად არ არის. საუკეთესო ტექნოლოგიებით დამზადებული სასუქი, უმაღლესი ხარსიხისიაა. წინასთან შედარებით მოქმედი ნივთიერებები განსხავებულია. სასუქში საერთო აზოტი, კალიუმის ოქსიდი, გოგირდი, ნატრიუმი და ორგანული ნაწილი შედის. მიწას მაქსიმალურად ატენიანებს და მცენარეს განვითარების საშუალებას აძლევს. წონით 5 კილოგრამია. ზუსტად ისეთივე, როგორიც ზემოთ განხილული. ამიტომ, ბევრჯერ გამოიყენებთ და ხშირად ყიდვა არ დაგჭირდებათ.

Lebosol orqanuli sasuqi

  • ბრენდი - Lebosol       
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი     
  • მოცულობა - 5 ლ       
  • მოქმედი ნივთიერება - 9,4 % საერთო აზოტი (N) ; 1,1 % საერთო კალიუმის ოქსიდი (K2O); 0,25 % საერთო გოგირდი (S); 1,28 % საერთო ნატრიუმი (Na); ორგანული ნაწილი 66,3 %         
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი   
  • მწარმოებელი კომპანია - Lebosol     
  • მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია     
  • კულტურა - ყველა
  • წონა (კგ) - 5.1

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • შემავალი ნივთიერებები

Yara - გრანულირებული მინერალური სასუქი - 25კგ - იარამილა კომპლექსი 12-11-18

შემდეგი სასუქი ნორვეგიულია და უარყოფითი თვისების პოვნა რთულია. პრეპარატი მინერალურია და მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია. კონკრეტული სასუქი მიწას ამდიდრებს, მეტად ტენიანს ხდის, ყველა იმ პირობას ქმნის, რომელიც მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სასუქი 25 კილოგრამია. ამიტომ, ერთ შეკვრაში დიდი რაოდენობის გრანულირებული მასა ეტევა. პრეპარატს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ზოგჯერ სწორედ ეს უკანასკნელია ხელისშემშლელი ფაქტორი. ამიტომ, ამ შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ არის.

Yara granulirebuli mineraluri sasuqi

  • ბრენდი - Yara
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური სასუქი                           
  • მოცულობა - 25 kg   
  • მოქმედი ნივთიერება - 12% N (7%NH4 და 5% NO3 ),P2O5 - 11 %, K2O-18%.S-8%,Mg - 1.6%MgO-2.7%,SO3-20%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - YARA       
  • მწარმოებელი ქვეყანა - ნორვეგია   
  • კულტურა - ყველა
  • წონა (კგ)  - 25.1

უპირატესობები:

  • მინერალების შემცველობა
  • გრანულირებულობა
  • ხარისხი

IDAI NATURE - თხევადი ორგანული სასუქი - 5 ლიტ - ფერტირეგ ექსტრა

Idai nature ესპანური ბრენდია და მთლიანად ორგანულ სასუქს გთავაზობთ. დანარჩენებისგან განსხვავებით პრეპარატი თხევადია. ნივთიერებების მხრივ კი, ნახშირბადს, ამინომჟავეებს, აზოტსა და კალიუმის ოქსიდს შეიცავს. პროცენტული მაჩვენებელი ყველას სხვადასხვა აქვს. ზუსტად საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს მოიცავს. სასუქი პრეტენზიული არ არის და ყველა კულტრას  სასარგებლო თვისებებს უნაწილებს. შეძენა კი მეტად ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.

IDAI NATURE Fertireg Extra

  • ბრენდი - Idai Nature
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი                 
  • მოცულობა - 5 ლ       
  • მოქმედი ნივთიერება - სულ ორგანული ნივთიერებები - 45.0%; სულ ორგანული ნახშირბადი (C) - 26.1%; სულ ამინომჟავები - 4.0%; ორგანული აზოტი (N) - 2.0%; სულ კალიუმის ოქსიდი (K2O) - 2.0%; pH5.5   
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი     
  • მწარმოებელი კომპანია - IDAI NATURE     
  • მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი     
  • კულტურა - ყველა
  • წონა (კგ) - 5.2

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სასარგებლო შემადგენლობა
  • მოცულობა

რატომ Holst.ge ?

ონალინ ჰიპერმარკეტი საუკეთესო შეთავაზებებითაა დატვირთული. ზუსტად ასევეა სასუქების შემთხვევაშიც. ხარისხიანი პრეპარატებს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ. ასევე, სრულიად კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად. პირდაპირ საიტიდან გამოიწერთ და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანით ისარგებლებთ. Holst.ge - ზე ხარისხიანი პროდუქტები და სასიამოვნო მომსახურებაა.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება