სასუქი - მცენარეების ჯანმრთელობისა და უხვი მოსავლისთვის აუცილებელი ნივთიერება |
სასუქი - მცენარეების ჯანმრთელობისა და უხვი მოსავლისთვის აუცილებელი ნივთიერება |
სასუქი - ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სოფლის მეურნეობაში მცენარეების კვების გაუმჯობესებისთვის, მას ათავსებენ ნიადაგში (ან ნიადაგზე) რის შემდეგაც მცენარე იკვებება და აქვს უფრო უხვი მოსავალი. არსებობს სხვადასხვაგვარი სასუქები, ისინი განსხვავდებიან წარმომავლობით (მინერალური და ორგანული), აგრეგატული მდგომარეობით (თხევადი, ნახევრადთხევადი, მყარი), მოქმედების თვისებებით, მცენარეში შეღწევის გზითა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი „ვიკიპედიაში“ წერია და თუნდაც ამ რამდენიმე წინადადებითაც ნამდვილად იოლი გასაგებია, რამდენად აუცილებელია სასუქები მცენარეების ჯანმრთელობისა და უხვის მოსავლისთვის. რაც შეეხება პრაქტიკოსებს, ისინი ერთმნიშვნელოვნად გვირჩევენ, რომ დიახ, დამხმარე ნივთიერებები მცენარეებს ისევე ესაჭიროებათ, როგორც ადამიანებს - წყალი და საკვები.
არახალი ამბავია, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის სასუქები, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია კონკრეტული მიზნებისთვის.
წარმოადგენენ კონცენტრირებულ ნივთიერებებს, რომლებსაც მცენარეები სწრაფად ითვისებენ. ძირითადი სახეები:
უპირატესობები: სწრაფი ეფექტი, მარტივი დოზირება.
მიღებულია ბუნებრივი წარმოშობის მასალებისგან:
უპირატესობები: აუმჯობესებს ნიადაგის ბიოლოგიურ აქტივობას, უსაფრთხოა გარემოსთვის.
მიკროორგანიზმების საფუძველზე მომზადებული პრეპარატები. ეხმარება მცენარეებს საკვები ნივთიერებების ათვისებაში.
და ასე უსასრულოდ...
მცენარეების კვების ძირითადი ელემენტებია ფოსფორი, აზოტი და კალიუმი. ნებისმიერი მათგანის მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაში, ოცნებაც კი არ ღირს, რომ სათანადო მოსავლის მოწევა მოხერხდება ან გნებავთ, ლამაზი დეკორატიული მცენარეები გაიხარებენ სათანადოდ. უფრო მეტიც, ნივთიერებების სერიოზულმა დეფიციტმა შეიძლება მცენარეების სიკვდილიც კი გამოიწვიოს, თუმცა ეს მეტ-ნაკლებად ნაყოფიერ ნიადაგებზე ძალზე იშვიათია.
აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სასუქის ჭარბი რაოდენობაც მცენარეებზე დამღუპველად მოქმედებს. მაგალითად, ჭარბი აზოტით განაყოფიერება იწვევს მიწის ზემოთ უკონტროლო ზრდას, აფერხებს ყვავილობასა და ნაყოფიერებას.
მეზოელემენტები ნაკლები რაოდენობით არის საჭირო, ვიდრე მაკროელემენტები, თუმცა, მცენარის გაზრდასა და განვითარებაში მაინც მნიშვნელოვანი როლი აქვს. საუბარია მაგნიუმზე, სილიციუმზე, კალციუმსა და გოგირდზე.
შემდეგი ჯგუფია მიკროელემენტები, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი (და ზოგჯერ გადამწყვეტი) გავლენა აქვს მცენარეებზე, ბევრად მცირე მოცულობით არის საჭირო. ეს მნიშვნელოვანი მიკროელემენტებია: სპილენძი, კობალტი, თუთია, მოლიბდენ, რკინა, მანგანუმი, ბორო და ასე შემდეგ.