სასუქი მცენარისთვის დილის ყავაც არის და საღამოს მსუყე ვახშამიც...

ნებისმიერი ორგანიზმის ზრდა-განვითარებას შესაბამისი კვება, მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. რა თქმა უნდა, კაკალი, ვაშლატამა თუ მაისის ბალი ვერც მაკარონის წვნიანს შეჭამს, ყაურმასა და ჩალაღაჯზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მაშ, როგორ უნდა დავეხმაროთ მცენარეებს? პასუხი, რა თქმა უნდა, გვაქვს - ამისთვის სასუქი არსებობს.

სწორედ სასუქები დაგჭირდებათ იმისთვის, მოსავალიც უკეთესი გქონდეთ და ყვავილების ბაღი კი - კიდევ უფრო სურნელოვანი და თვალწარმტაცი. სასუქი ხომ მცენარისთვის პრაქტიკულად, დილის ყავაც არის, შუადღის წვნიანიცა და საღამოს მსუყე ვახშამიც...

გამოცდილი ადამიანები ორი სახის სასუქს იყენებენ: ორგანულსა და მინერალურს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის ზრდისა და განვითარებისთვის.

როგორ დავადგინოთ ქიმიური ელემენტების ნაკლებობა ფოთლების მიხედვით, რა სასუქები ჯობია მცენარეებისთვის, როგორ გამოიყენება და რისთვის არის საჭირო - ამ ყველაფერზე ახლავე მოგიყვებით.

რა არის სასუქი

სასუქები - ეს არის ნივთიერებები მცენარეების გამოსაკვებად და ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. სასუქის  გამოყენების მიზანი ის გახლავთ, რომ  ნათესები სრული ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ერთი ან რამდენიმე კომპონენტით უზრუნველყოთ.

რისთვის არის საჭირო

სოფლის მეურნეობაში კარგად ჩახედული ადამიანები, მოსავლიანობის გაზრდისა და დაავადებების მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად, მცენარეებს სასუქით აუცილებლად ეხმარებიან. სასუქის სწორი გამოყენებით შესაძლებელია, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოსავალი მიიღოთ, გააძლიეროთ კულტურების იმუნური სისტემა და გააუმჯობესოთ ნიადაგის მდგომარეობა, საიდანაც მცენარეები განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას იღებენ. თუკი შესაბამისი ნივთიერებები არასაკმარისია, მცენარის ზრდა შენელდება, დასუსტდება და მავნებლებისა თუ დაავადებების მიმართ ბევრად მგრძნობიარე გახდება.

სასუქების კლასიფიკაცია

არსებობს სხვადასხვა ფორმისა და განსხვავებული შემადგენლობის სასუქები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თესლისა და ნერგებისთვის, ასევე, ცალკეული სახეობებისა და ჯიშების მცენარეებისთვის.

ნიადაგზე ზემოქმედების ხასიათისა და მცენარეთა კვების რეჟიმის მიხედვით განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ სასუქებს.

  • პირდაპირი სასუქები ნარგავებს საკვები ნივთიერებებით (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, მიკროელემენტები) ამარაგებს. ამ ჯგუფში შედის მრავალი მინერალური და ორგანული სასუქი;
  • არაპირდაპირი სასუქი აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, ახდენს მასში საკვები ნივთიერებების მობილიზებას. ამ ჯგუფში შედის ბაქტერიული სასუქები, რომლებიც ნიადაგში ბიოლოგიურ პროცესებს აჩქარებენ.

წარმოების მეთოდის მიხედვით სასუქები შემდეგნაირად იყოფა: სამრეწველოდ და ადგილობრივად.

  • სამრეწველო - ეს არის ქარხნებში წარმოებული მინერალური სასუქები;
  • ადგილობრივი - მიღებულია გამოყენების ადგილებში, უშუალოდ ფერმებში ან მათ მახლობლად. ამ ჯგუფში შედის ნაკელი, ფრინველის ექსკრემენტები, კომპოსტი, ტორფი, ნაცარი, კირის სასუქები.

სასუქების საკითხი იმდენად მასშტაბური კომპლექსური და რაც მთავარია - საჭიროა, Holst.ge კიდევ ბევრჯერ მიუბრუნდება ამ თემაზე საუბარს, მანამდე კი შეგიძლიათ ჩვენთან წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნოთ და მცენარეებს თქვენს ბაღებში, ბოსტნებსა თუ ვენახებში ის დახმარება აღმოუჩინოთ, რაც სჭირდებათ.

INDORAMA - სასუქი - ინდორამა 8:20:25 - 50 კგ

INDORAMA sasuqi

  • ბრენდი - INDORAMA       
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - გრანულარული სასუქი
  • შტრიხკოდი  - 5907299919110/1 
  • წონა (კგ) - 50
  • მოცულობა - 50 კგ 
  • მოქმედი ნივთიერება - საერთო აზოტი (N) - 8%; საერთო ფოსფატი (P2O5) - 20%; წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O) - 25%   
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - INDORAMA   
  • მწარმოებელი ქვეყანა - ინდოეთი         
  • კულტურა - ყველა

Valagro - სასუქი - მასტერი 18.18.18 - 25 კგ

Valagro MASTER sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO           
  • შტრიხკოდი - 8031702009291       
  • მოცულობა - 25 კგ 
  • პრეპარატული ფორმა - კრისტალური სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO     
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია 
  • კულტურა - ყველა
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი   
  • წონა (კგ) - 25

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

Valagro BREXIL-MIX sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO           
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი       
  • შტრიხკოდი  - 8031702016411     
  • წონა (კგ) - 1 
  • მოცულობა - 1 კგ   
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;         
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი         
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO     
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია 
  • კულტურა - ყველა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება