სასუქი - სარგებელი თქვენი მცენარეებისთვის |
სასუქი - სარგებელი თქვენი მცენარეებისთვის |
მიწას მუდმივი დატენიანება, მცენარეს კი ყურადღება სიამოვნებს. საერთო ენის გამონახვა მარტივია. რა და როგორ სურს, თავად გიკარნახებთ. თუ კი ფოთლები დაჭკნება, ანდაც მიწა ზედმეტად გამოშრება, მაშინვე უნდა მიხედოთ. მორწყვა აუცილებელია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში საკმარისი არ არის. დამატებითი ნივთირებები ესაჭიროება. სწორედ ისეთი, რომელსაც სასუქები შეიცავს. უმჯობესია თუ ასეთ სიტუაციამდე საქმეს არ მიიყვანთ. თადარიგის დაჭერა ბევრად უკეთესია. ამიტომ, სასუქი პერიოდულად გამოიყენეთ და მიწა მეტად სარგებლიანი იქნება.
მთავარი განმასხვავებელი მოქმედი ნივთიერებებია. თითოეული სასუქი სხვადასხვა ნაერთს შეიცავს. ამაზე მნშვნელოვანი კი არცერთი საკითხი არ არის. სწორედ ამის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, რომელი სასუქი გამოგადგებათ. ზოგჯერ მიწას რკინის დეფიციტი აქვს. შესაძლოა სპილენძი ან სხვა ნივთიერება აკლდეს. ამიტომ, მახასიათებლების გაცნობის შემდეგ, სასუქს მარტივად აარჩევთ. ერთმანეთისგან პრეპარატული ფორმაც განასხვავებს. ზოგიერთი მიკროგრანულარულოა, ზოგიც კი თხევადი. რა თქმა უნდა, მოცულობაც სხვადასხვაა. ჩამოთვლილი სასუქები ყველა კულტურასთან თავსებადია, თუმცა სხვები შეიძლება ასე არ იყოს.
Valagro იტალიური ბრენდია და მინერალურ - ორგანულ სასუქს გთავაზობთ. ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად, რკინას, მანგანუმს, თუთიას, ბორსა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს. პრეპარატი ყველა კულტურასთან თავსებადია. როგორც ყვავილებისთის, ასევე, ციტრუსისთვისაც გამოსადეგია. პერიოდულად, მიწის მინერალებით გამდიდრება, აუცილებელიც კია.
უპირატესობები:
თითოეული სასუქი სხვადასხვა ქვეყნისაა. ამჯერად, ინდოეთში გადავინაცვლეთ. Indorama ხარისხიან პრეპარატებს გთავაზობთ. პირველისგან განსხვავებულ ნივთიერებებს შეიცავს. აზოტის, ფოსფატისა და წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდისგან შედგება. თითოეული ნივთიერება ზომიერდაა გადანაწილებული. ბევრი რაოდენობით არცერთი არ არის. ამიტომ, ბევრად უსაფრთხოა.
უპირატესობები:
ესპანური ბრენდით, Idai nature - ით ვასრულებთ. სასუქი ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს. ამინომჟავეებითა და აზოტითაა დატვირთული. სხვების მსგავსად, ნებისმიერ კულტურასთან თავსებადია. თხევადი და მარტივად გამოსაყენებელია. თუ ამ ნივთიერებების მქონე სასუქი გჭირდებათ, Idai nature საუკეთესო არჩევანია.
უპირატესობები: