სასუქი - თქვენი მცენარეების სწორი კვება-განვითარებისათვის

პირდაპირ სერიოზულად საუბარი რომ არ დავიწყოთ, მოდით, აბა, ასეთ ენის გასატეხს თუ გაუმკლავდებით... რაც მთავარია, გაიმეორეთ ბევრჯერ და ჩქარ-ჩქარა: სასუქი ასასუქებულა, სასასუქეში ჩასასუქებულა...

არა, უნდა ვაღიაროთ, მცენარეების მოვლა, რომელ კულტურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, უკიდურესად სერიოზული საკითხია და ამ პატარა მოთელვის შემდეგ, მოდით, დავსერიოზულდეთ და დავიწყოთ.

და დავიწყოთ იმით, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, მცენარეების მოყვანა-მოშენება-მოვლაში სასუქების გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა ნათლად ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ეს პროცესი. თუმცა, ერთი აუცილებელი პირობით: საჭიროა ზომიერების დაცვა, პრინციპში, როგორც ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში!

როგორი სასუქები არსებობს?

სასუქების კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია ქიმიური შემადგენლობა, მიღების მეთოდები და სხვა ნიშნები. ძირითადად, სპეციალისტები სასუქის შემდეგ სახეობებს გამოყოფენ: ორგანული, მინერალური, მინერალურ-ორგანული, ბაქტერიული და მიკროსასუქები. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატური პირობები განსხვავებულ ზეგავლენას ახდენენ თუნდაც ერთი და იმავე კულტურის ზრდა-განვითარებაზე. ამდენად, მცენარეებსაც აუცილებლად სჭირდებათ სწორი კვება და სასუქით დახმარების აღმოჩენა.

გასათვალისწინებელია, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად საჭიროა, ზუსტად იქნას გათვლილი მინერალური და ორგანული სასუქებისა და პესტიციდების ნორმები, შეტანის ვადები და წესები.

მაინც რისთვის არის სასუქი სასარგებლო?

  • იზრდება მოსავლიანობა;
  • ჩქარდება მცენარის ზრდის პროცესი;
  • უმჯობესდება ნიადაგის ნაყოფიერება;
  • ნიადაგი დაცული ხდება ეროზიისგან;
  • მცენარე დაცული ხდება ვირუსული დაავადებებისგან.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ სამრეწველო სასუქები იძლევიან მოსავლის ნამატის თითქმის ნახევარს. გარდა ამისა, ისინი დადებითად მოქმედებენ ატმოსფეროზე, რაც განპირობებულია ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებით - ნახშირჟანგის ასიმილაციისა და ჟანგბადის გამოყოფის გადიდებით.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორი გამოყენების პირობებში, სასუქები წარმოადგენენ ეკონომიკურად გამართლებულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ღონისძიებას მემცენარეობის პროდუქტების წარმოების გადიდების საქმეში.

Holst.ge-ზე წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ნაწარმი, რომლის შერჩევა და შეძენა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.

რამდენიმე მათგანის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვე გაგაცნობთ:

Idai Nature - სტიმულატორი - ფერტირეგ ექსტრა - 5 ლ

IdaiNaturei Fertireg Extra

  • ბრენდი - Idai Nature
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი
  • შტრიხკოდი - 8492336541258
  • წონა (კგ) – 5.2
  • მოცულობა - 5 ლ
  • მოქმედი ნივთიერება - სულ ორგანული ნივთიერებები - 45.0%; სულ ორგანული ნახშირბადი (C) - 26.1%; სულ ამინომჟავები - 4.0%; ორგანული აზოტი (N) - 2.0%; სულ კალიუმის ოქსიდი (K2O) - 2.0%; pH5.5   
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი
  • მწარმოებელი კომპანია - IDAI NATURE
  • მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი
  • კულტურა - ყველა

INDORAMA - სასუქი - ინდორამა 8:20:25 - 50 კგ

INDORAMA NPK-8.20.25

  • ბრენდი - INDORAMA
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური სასუქი
  • შტრიხკოდი - 5907299919110/1
  • წონა (კგ) – 50
  • მოცულობა - 50 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - საერთო აზოტი (N) - 8%; საერთო ფოსფატი (P2O5) - 20%; წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O) - 25%   
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - INDORAMA
  • მწარმოებელი ქვეყანა - ინდოეთი
  • კულტურა - ყველა

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 5 კგ

Valagro BREXIL MIX

  • ბრენდი - VILAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალურ-ორგანული სასუქი
  • შტრიხკოდი - 8031702016763
  • წონა (კგ) – 5
  • მოცულობა - 5 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;         
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი         
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება