როგორ შევარჩიოთ სასურველი ბარგალკა

კუთხლივ სახეხი ხელსაწყო აერთიანებს, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებზე მომუშავე, ასევე ხელოვან ადამიანებსაც. ყველა ხელოსანს და მოქანდაკესაც კი ესაჭიროება კუთხლივ სახეხი ხელსაწყო, რადგან ის მულტიფუნქციურია და ძირითადად გამოიყენება სხვადასხვანაირი ზედაპირების მოსაპრიალებლად და დასამუშავებლად, ამასთანავე რკინის და მეტალის სასურველ ფორმებად დასაჭრელად. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge თქვენს გემოვნებასა და სამუშაოს ხასიათს ერგება და მეტალის საჭრელი და დასამუშავებელი ინსტრუმენტების მეტალის საჭრელი და დასამუშავებელი ინსტრუმენტების  მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, მათ შორისაა კუთხლივ სახეხი კუთხლივ სახეხი  , ელექტრო სახეხი და საპრიალებელი ხელსაწყოები.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ კუთხსახეხი ხელსაწყოს შერჩევისას

დისკის დიამეტრი და სიჩქარე

კუთხსახეხის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა რეკომენდირებულია, რომ საკუთარი სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად არჩევანი დისკის დიდი დიამეტრის მქონე ხელსაწყოზე შეაჩეროთ. მაგალითად, 230მმ-ის მქონე დისკიანზე, რომელიც ხელოსნებს დაეხმარებათ სხვადასხვა ტიპის ზედაპირებთან მუშაობაში. დისკის შერჩევისას მისი სიჩქარეც უნდა განსაზღვროთ და გირჩევთ, შეიძინოთ ნელი დაწყების ფუნქციისა და სიჩქარის რეგულირების ფუნქციის მქონე, რადგან პატარა დისკი სწრაფად ბრუნავს. ხოლო მუშაობისას დისკის სასურველ სიჩქარეზე რეგულირება ხელოსნისთვის ნამდვილად კომფორტულია, რადგან საკუთარი სამუშაოს საჭიროებებს შეუძლია შეუსაბამოს. არსებობს ალმასის პირიანი საჭრელი დისკი, სეგმენტირებული ალმასის პირიანი დისკი, მეტალის საჭრელი დისკი და ტიტანის ზედაპირიანი დისკი. საუკეთესო ვარიანტია საპრიალებელი დისკი, რომელიც მრავალნაირ ზედაპირზე სამუშაოდ გამოიყენება, მაგალითად, აგურზე, ქვაზე, ხეზე, გრანიტსა და მეტალზეც. 

სიმძლავრე და დენის წყარო

გარდა ამისა ბარგალკის შერჩევისას, სხვა ელექტრო ხელსაწყოებოს მსგავსად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი მაღალი სიმძლავრე, რადგან მის ხარისხიანობასა და შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტყველებს. ზემოთ აღნიშნული ორივე ფაქტორი ერთმანეთთან მჭიდროდაა კავშირში, რადგან დიდ დისკიან ბარგალკას, შესაბამისად მაღალი სიმძლავრის მქონე მექანიზმი სჭირდება ხანგრძლივად და ეფექტურად მუშაობისთვის. არსებობს ელემენტებზე და ჰაერის წნევაზე მომუშავე ბარგალკებიც, რომელთა ძრავის ბრუნვაც კომპრესორიდან გადმოსროლილი ჰაერის ნაკადითაა უზრუნველყოფილი და რომელთა ძრავაც უფრო მარტივად სამართავი, მეტად გამძლე და ეკონომიურია. 

უსაფრთხოება

სხვა ელექტრო ხელსაწყოებით სარგებლობის მსგავსად, კუთხლივ სახეხის გამოყენებისასაც აუცილებლად დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა იმოქმედოთ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აიცილოთ. როგორც უკვე გითხარით, ამ ხელსაწყოს დისკი მაღალი სიჩქარით ბრუნავს, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ამ დისკის დამცავი და ჩაიცვათ ხელთათმანები და მოირგოთ სპეციალური სათვალეც. 

TOLSEN TOL1526-79520 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 115mm 850W 

მახასიათებლები:

    • ბრენდი TOLSEN
    • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
    • სიმძლავრე 850W
    • ფორმა მოკლე ტარიანი
    • ზომა 115mm
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 4
    • კვების წყარო 220-240V
    • კომპლექტაცია დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-12000min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სიმძლავრე
  • მოჰყვება კომპლექტაცია
  • პორტაბელურობა

CROWN CT13302-ელ.საპრიალებელი 180mm 1300W 

მახასიათებლები:

    • ბრენდი CROWN
    • პროდუქტის ტიპი ელექტრო საპრიალებელი
    • სიმძლავრე 1300W
    • ფორმა გრძელ ტარიანი
    • ზომა 180mm
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 3.1
    • კვების წყარო 220-240V
    • კომპლექტაცია დამატებით სახელური + საპრიალებელი პირები
  • ბრუნვის სიჩქარე 1000-3000min

უპირატესობები:

  • კომპაქტური
  • ეკონომიური
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • მაღალი სიმძლავრე

შემოთავაზებული პროდუქტი მომხმარებლისთვის ნამდვილი მოგებაა, რადგან გარეგნულად კომპაქტურია, ძრავა მუშაობს მაღალი სიმძლავრით და მაღალი კვების წყაროზე და მის დისკს მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს, რაც ხელსაწყოს ხანგრძლივად, ხარისხიანად, სწრაფად, შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს.

CROWN CT16004-მრავალფუნქციური ხელსაწყო 320w 

მახასიათებლები:

    • ბრენდი CROWN
    • პროდუქტის ტიპი მრავალფუნქციური ხელსაწყო
    • სიმძლავრე 320W
    • ფორმა მოკლე ტარიანი
    • ზომა 80mm
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 1.48
    • კვების წყარო 220-240V
    • კომპლექტაცია ქეისი + თავები + აქსესუარები
    • ბრუნვის სიჩქარე 6000-20000min
  • ფუნქციები Soft Start

უპირატესობები:

  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • მულტიფუნქციურობა
  • მაღალი სიმძლავრე
  • ნელი დასაწყისის ფუნქცია

შემოთავაზებული პროდუქტი ნამდვილად რეკომენდირებულია, რადგან მულტიფუნქციურია, ზემოთ აღნიშნული ნელი დასაწყისის ფუნქცია აქვს, რაც მისი მუშაობის სიჩქარის წინასწარ განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

CROWN CT13217-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 1010W 125mm 

მახასიათებლები:

    • ბრენდი CROWN
    • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
    • სიმძლავრე 1010W
    • ფორმა გრძელ ტარიანი
    • ზომა 125mm
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 1.85
    • კვების წყარო 220-240V
    • კომპლექტაცია დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ეკონომიურობა
  • მოსახერხებლობა
  • მოჰყვება კომპლექტაცია

როგორც ხედავთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge უმაღლესი ხარისხის მსოფლიო ბრენდების ორიგინალ პროდუქტებს გთავაზობთ. თუკი გსურთ თქვენი სამუშაო, მაგალითად ხის ან მეტალის ზედაპირის მოპირკეთება, გაპრიალება ან სასურველ ფორმებად დაჭრა, ხარისხიანად და უსაფრთხოდ შეასრულოთ აუცილებლად ეწვიეთ მის ვებ გვერდს, თვალი გადაავლეთ შემოთავაზებულ ხელსაწყოთა არჩევანს და შეარჩიეთ თქვენი გემოვნების შესაბამისი ვარიანტი, რომელსაც შეკვეთიდან მცირე დროში სასურველ მისამართზე მიიღებთ. 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება