საუკეთესო ცირკული ხერხები |
საუკეთესო ცირკული ხერხები |
კარგი ცირკული ხერხი უნდა იყოს აღჭურვილი საკმარისი ძალით იმისთვის, რომ სველიდან დაწყებული მკვრივი და ხისტით დამთავრებული ნებისმიერი ხე, დეფექტის გარეშე გაჭრას. როცა ძრავა ნელდება, დანა ხურდება და სწრაფად დუნდება, ეს კი არა მხოლოდ ცუდად ჭრის მიზეზი შეიძლება გახდეს, არამედ სახიფათოცაა, რადგან შესაძლოა ცირკული ხერხის პირი მოძვრეს საყრდენიდან და მომხმარებელი დააზიანოს.
თუმცა, ცირკული ხერხის სიმძლავრის შეფასებამ მხოლოდ ძრავის რიცხვითი მახასიათებლებით, შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ. ამპერები მხოლოდ ელექტროენერგიის რაოდენობაზე მიუთითებს, რომელსაც ძრავა ატარებს და არა ძალას, რომელსაც ის აგზავნის საჭრელ პითან. ცხენის ძალა ითვალისწინებს ბრუნვას (ბრუნვის ძალა), მაგრამ არა სამუშაო ძალას.
საბოლოო ჯამში, ყველაზე საიმედო შეფასება შეიძლება ფასი იყოს. სანდო ცირკული ხერხი - კომპაქტური დიზაინი, რომელშიც ძრავა დანასთან ერთად დგას - იწყება დაახლოებით 400 ლარიდან. ამ ფასში უამრავი ცირკული ხერხი შეგხვდებათ ბაზარზე, მაგრამ ისინი არც ისე მძლავრნი არიან და არც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგემსახურებათ. პროფესიონალური კლასის ცირკული ხერხები, რომლებიც შედარებით ჩუმად მუშაობენ და უკეთესად ჭრიან მკვრივ ხეს, 500-დან 700 ლარამდე ღირს.
ცირკული ხერხი შეიძლება საშიში იყოს, ამიტომ ყოველთვის ატარეთ უსაფრთხოების სათვალეები და მიჰყევით უსაფრთხოების ინსტრუქციებს, რომელიც თქვენი ხერხის სახელმძღვანელოშია.
დააყენეთ დანა ისე, რომ მისი ქვედა კბილი სამუშაო ნაწილის 0.5-დან 1 სმ-მდე სცდებოდეს. ცირუკულ ხერხზე რაიმე კორექტირების გაკეთებამდე, ყოველთვის დარწმუნდით, რომ ის დენის წყაროდან გამორთულია.
დაამაგრეთ მასალა სკამზე ან ორ ძლიერ ხერხემალზე და ისე გადაკიდეთ, რომ დაჭრილი ნაჭერი ძირს დაეცეს. არასოდეს დაამაგროთ ნაჭერი ორივე მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მასალა შიგნით იკეცება, რაც ხელს შეუშლის დანას და გამოიწვევს სახიფათო უკუდარტყმას.
ზუსტი ჭრისთვის, მონიშნეთ მასალის ის მხარე, რომელიც ჭრის შემდეგ ნარჩენებად იქცევა, ამის შემდეგ კი, განათავსეთ ცირკული ხერხის დანა ისე, რომ ფანქრის ხაზი კარგი მასალის მხარეს დატოვოთ. ხის გასაჭრელად, სასხლეტი ფეხსაცმლის წინა მხარე სამუშაო ნაწილზე დაამაგრეთ, მაგრამ დანა მასალისგან დაახლოებით ერთი ინჩით შეინახეთ. შემდეგ, ჩართეთ ხერხი და მიეცით საშუალება მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ჭრა.
რჩევა: 90 გრადუსიანი ჯვარედინი ჭრისთვის ხერხის გასამართად სიჩქარის კვადრატი გამოიყენეთ.
იმისათვის, რომ თქვენთვის შესაფერისი ცირკული ხერხი აარჩიოთ, მინიმუმ საბაზისო ცოდნა მაინც გჭირდებათ მათ და მათი მწარმოებლების შესახებ. როგორც წესი, ის ვინც ცირკული ხერხის შეძენით არის დაინტერესებული, თუ თავად არ გააჩნია ეს ცოდნა, ამ საკითხში გარკვეულ მეგობარს სთხოვს დახმარებას. თუმცა, ამჯერად გვინდა ამ მეგობრის როლი ჩვენ ვიკისროთ და მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ ბრენდის და მათი წარმოებული ცირკული ხერხის შესახებ.
ამ ბრენდის ცირკული ხერხი საუკეთესო არჩევანია ყველა დამწყებისა და მოყვარულისთვის, რომელთათვის ხერხვა არ არის უმთავრესი საქმიანობა. საწყისი ეტაპისთვის ისეთი ცირკული ხერხის ვარიანტები, რომელსაც Tolsen გთავაზობთ, აუცილებლად გაართმევს თავს ნებისმიერ დავალებას. ხშირად, Tolsen-ის ცირკული ხერხი მრავალი წლის განმავლობაშიც აკეთებს დაკისრებულ საქმიანობას, ამიტომაც ხელმისაწვდომი ფასი, რომელსაც ეს ბრენდი გთავაზობთ ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. ეს ბრენდი უკვე მრავალი წელია რაც ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში კმაყოფილ და ლოიალურ მომხმარებელს უწყვეტად აგროვებს. Tolsen არ ამბობს, რომ მისი ცირკული ხერხი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ და რომ ის შეუცვლელია, თუმცა დაბალ ფასად საკმაოდ კარგ გამოცდილებას და ხელობაში დახელოვნებას გთავაზობთ.
შვეიცარული ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას, მათ შორის კი ცირკულ ხერხს აწარმოებს, მრავალი მომხმარებლის საყვარელი ბრენდია. ეს ბრენდი საკმარისად იაფია იმისთვის, რომ ნებისმიერ მოყვარულს შეეძლოს მისი შეძენა და საკმარისად ხარისხიანი თუ გამძლე იმისთვის, რომ პროფესიონალების ინტერესი გამოიწვიოს. დღეს, Crown-ის პროდუქცია უამრავი პროფესიონალის ინსტრუმენტია და მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემსახურება. ამ ბრენდის ცირკული ხერხი, მისი ხელმისაწვდომი ფასის გათვალისწინებით, ძალიან დახვეწილი დიზაინისაა და გამოირჩევა კომფორტულობით, მუშაობის პროცესში.
ამერიკული მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი Stanley გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით. ამ ბრენდირებით სხვადასხვა ტიპის, სიმძლავრისა თუ სხვა მახასიათებლებით განსხვავებული ცირკული ხერხი შეგხვდებათ, თუმცა ერთ რამეში რაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ არის ის, რომ ის ხარისხიანი და გამძლეა. ამ ბრენდის ცირკული ხერხი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს და იშვიათად ღალატობს. სწორედ მსგავსი პროდუქციის წარმოებით და მომხმარებლის ნდობის მოპოვებით მიაღწია Stanley-იმ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი ბრენდია მსოფლიოში
ამ ბრენდის შესახებ თითქმის ყველა დამწყებს სმენია, ხოლო პროფესიონალებს კარგად ესმით მისი შესაძლებლობები. ამერიკული ბრენდი რომელიც უკვე საუკუნეა მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ინდუსტრიული ხელსაწყოებით ამარაგებს, მსოფლიოს ყველა წერტილში კარგად ცნობილია მისი გამძლეობითა და ხარისხით. ყველაფერთან ერთად, DeWalt მუდმივად დაკავებულია პროდუქციის გაუმჯობესებით და იმ დეტალების დამატებითა თუ შევსებით, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს მიანიჭებს მუშაობისას. ამ ბრენდის ცირკული ხერხის სახელური, ძრავი თუ თითოეული დეტალი, იდეალური სიზუსტითა და საინჟინრო ოსტატობითაა შესრულებული, დამატებული საუკეთესო ხარისხის მასალები.
Holst.ge-ზე მრავალი ცირკული ხერხია წარმოდგენილი და ამ მრავალ პროდუქტს შორის აუცილებლად იპოვით ისეთს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. მისი შეძენა კი საქართველოს ნებისმიერი წერტილში, საკუთარი სახლიდან შეგიძლიათ და ინსტრუმენტის მოწოდებას შეგიძლიათ სახლშივე დაელოდოთ. ადგილზე მიწოდების სერვისი მთლიან საქართველოს ფარავს და რაც მთავარია, ის არის უფასო ნებისმიერი მყიდველისთვის, თუ ის 50 ლარის ან მეტის პროდუქციას შეიძენს.
Tolsen-ის ცირკული ხერხი არის საშუალო სიმძლავრისა და შესაძლებლობების ხერხი, რომელიც თავისუფლად გაუმკლავდება პატარა პროექტებს. ენთუზიასტის ან მოყვარულის მოთხოვნებს აუცილებლად დააკმაყოფილებს.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Crown-ის მაღალხარისხიანი ცირკული ხერხი, რომელიც 1500 ვატი სიმძლავრითაა აღჭურვილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მოდელია Holst.ge-ზე. ეს ცირკული ხერხი თანაბრად კარგი იქნება მოყვარულისთვის და პროფესიონალისთვის, დაბალი ბიუჯეტის და მაღალი მოთხოვნების მქონე მომხმარებლისთვის.
უპირატესობები:
ამერიკული ბრენდის მაღალი ხარისხის ცირკული ხერხი Holst.ge-ზე ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი 1600 ვატიანი ძრავი გაუმკლავდება ნებისმიერ დავალებას, იქნება ეს სველი, თუ ხისტი ხე. მიუხედავად ამხელა სიმძლავრისა, სულ რაღაც 5 კილოგრამს იწონის და მისი მოხმარება საკმაოდ მარტივია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
DeWalt-ის ცირკული ხერხი გარდა იმისა, რომ სრულყოფილი ინსტრუმენტია, აღჭურვილია დასადგამი მაგიდით, რომლითაც, მისი შეძენის შემთხვევაში, თვალის დახამხამებაში პროფესიონალად გაქცევთ. უმაღლესი ხარისხის, მაღალი სიმძლავრის დახვეწილი ხერხი უამრავი ფუნქციითა და შესაძლებლობებით არის დატვირთული.
უპირატესობები: