რეკომენდაციები საუკეთესო დრელის შესარჩევად

ყველა ხელოსანს და საყოფაცხოვრებო საქმიანობებით დაინტერესებულ პირს მის ხელსაწყოთა ნაკრებში აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს დრელი, რათა მარტივად და საკუთარი ფიზიკური რესურსების დაზოგვით გაბურღოს სხვადასხვა ტიპის მასალები და შექმნას სასურველი ნივთები. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge საკუთარი მომხმარებლის კეთილდღეობასა და კომფორტულობაზე ზრუნავს, ამიტომ სახვრეტი და სანგრევი ინსტრუმენტების ფართო არჩევანს, მათ შორის დრელს  გთავაზობთ, რომელსაც ხშირად ბურღზაც ვუწოდებთ. თქვენთვის სასურველი საქმიანობისთვის შესაბამისი ბურღის შერჩევით დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც, ამიტომ აუცილებლად უნდა ეწვიოთ holst.ge-ს ვებ გვერდს და არჩევანი სტადარტულ და დარტყმითი ფუნქციის მქონე პერფერატორებს შორის გააკეთოთ.

რაში გამოიყენება დრელი და როგორ შევარჩიოთ ის

ბურღი (საბურღი მანქანა) არის ინსტრუმენტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება მრგვალი ხვრელების დასამზადებლად ან მომჭერების მართვისთვის. იგი აღჭურვილია, საბურღი ან სამართავი ნაწილით, რომელიც ეყრდნობა მომჭერს. ზოგიერთი ბურღი აღჭურვილია ჩაქუჩის ფუნქციითაც. სხვადასხვა ტიპის პერფერატორები სიჩქარით, სიმძლავრითა და ზომით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თავდაპირველად ის ხელით მოხმარების იყო, ამჯერად თანამედროვე სამყაროში, რა თქმა უნდა, პოპულარობით უსადენო, ელექტრო ბურები სარგებლობენ, რომელთა ნაწილიც ელემენტზეც მუშაობს. პერფერატორი ჩვეულებრივ გამოიყენება ხე-ტყის წარმოებისთვის, ლითონის დამუშავებისთვის, მშენებლობისთვის, აპარატების წარმოებისთვის და სამშენებლო პროექტებისთვის. ბურღების მრავალი ტიპი არსებობს, ზოგი მათგანი ხელით მუშაობს, ზოგი იყენებს ელექტროენერგიას ან შეკუმშული ჰაერს (პნევმატური საბურღი). ამასთანავე არსებობს ჩაქუჩის ფუნქციის მქონე დრელიც, რომელიც ძირითადად გამოიყენება მძიმე მასალებზე მუშაობისას, როგორებიცაა ქვა, აგური და ბეტონი. გირჩევთ დრელის შეძენისას მისი ეფექტურად, ხანგრძლივად, ხარისხიანად და სწრაფად მუშაობის უზრუნველსაყოფად არჩევანი მაღალი დარტყმის, დიდი სიმძლავრის, დიდი ბრუნვის სიჩქარის და დამატებითი ჩაქუჩის (დარტყმითი) ფუნქციის მქონე პროდუქტს მიანიჭოთ უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ დამატებითი დარტყმითი ფუნქციის მქონე პერფერატორი ტრადიციულზე დიდი სიმძლავრისაა, შესაბამისად, თუკი აგურისა და ბეტონის გახვრეტა დაგჭირდებათ, დაზოგავს თქვენს დროსაც და ენერგიასაც. 

CROWN CT10128-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w 

მახასიათებლები:

    • ბრენდი CROWN
    • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
    • სიმძლავრე 600W
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 1.7
    • კვების წყარო 220-240V
    • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
    • ვაზნის დიამეტრი 1.5-13mm
    • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/20mm/13mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დიდი ბრუნვის სიჩქარე
  • მულტიფუნქციურობა

აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლისთვის ნამდვილად დიდი მოგებაა, რადგან უპირველეს ყოვლისა ფინანსურად ხელმისაწვდომი და ეკონომიურია, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ბრენდს "CROWN-ს", აქვს დარტყმითი ფუნქცია, მაღალი ბრუნვის სიჩქარე და მაღალი სიმძლავრე ხელსაწყოს ხანგრძლივად, ეფექტურად, ხარისხიანად და სწრაფად მუშაობას უზრუნველყოფს. ეს თავისებურებები თქვენი მუშაობის პროცესს ძალიან გაამარტივებს.

CROWN CT10126-ელექტრო დრელი 400W 

მახასიათებლები:

    • ბრენდი CROWN
    • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
    • სიმძლავრე 400W
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 1.4
    • კვების წყარო 220-240V
    • ბრუნვის სიჩქარე 0-3000min
    • ვაზნის დიამეტრი 1.5-10mm
    • ფუნქციები ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/20mm/10mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ეკონომიურობა
  • ბრუნვის დიდი სიჩქარე

TOLSEN TOL1684-79503A ელექტრო დრელი 850W 13MM 

მახასიათებლები:

    • ბრენდი TOLSEN
    • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
    • სიმძლავრე 850W
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 2.47
    • კვების წყარო 220-240V
    • ბრუნვის სიჩქარე 0-2900min
    • ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
    • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
    • დამატებითი კომპლექტაცია დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
    • დარტყმის სისრაფე 0-46400min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/25mm/13mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • დამატებითი დარტყმითი ფუნქცია
  • მოჰყვება კომპლექტაცია
  • დარტყმის დიდი სისწრაფე

"TOLSEN-ის" ელექტრო დრელი, ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანია, რადგან შესანიშნავი მახასიათებლებით გამოირჩევა, მულტიფუნქციურია, რადგან აქვს დამადებითი დარტყმითი ფუნქცია, რაც თქვენს საქმიანობას გაამარტივებს, ამასთანავე კომპლექტაციის სახით დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოჰყვება, რაც მას ფინანსურად მომგებიანს ხდის, თანაც სიღრმის მარეგულირებელი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაღალი სიმძლავრე ხელსაწყოს ხანგრძლივად და ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს, ხოლო ბრუნვის მაღალი სიჩქარე და დარტყმის დიდი სისწრაფე, სამუშაოს კომფორტულად და სფრაფად დასრულების საწინდარია. 

CROWN CT10148-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 1200w 

მახასიათებლები:

    • ბრენდი CROWN
    • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
    • სიმძლავრე 1200W
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 3.2
    • კვების წყარო 220-240V
    • ბრუნვის სიჩქარე 0-1000min
    • ვაზნის დიამეტრი 3-16mm
    • ფუნქციები მიქსერი 130mm/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/40mm/16mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ფუნქციები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბურღვის დიდი დიამეტრი

როგორც ხედავთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მომხმარებელს მისი ინდივიდუალური გემოვნებისა და საქმიანობის შესაბამის სანგრევ და სახვრეტ ინსტრუმენტებს, მათ შორის პერფერატორებს, დრელებს (ბურღებს) სთავაზობს. ეწვიეთ მის ვებ გვერდს, შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი, ისარგებლეთ გარანტიითა და განვადებით, შეუკვეთეთ სასურველი ხელსაწყო ახლავე და სულ მალე სასურველ მისამართზე მიიღებთ. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მომხმარებლის კომფორტულობისა და უსაფრთხოებისა გარანტიაა.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება