საუკეთსო ელექტრო სახრახნისები

ელექტრო სახრახნისის გამოგონებამდე, ყველაფერი რთულად იყო. ალტერნატიული ხელსაწყოს პოვნა შეუძლებელია, რადგან საქმეს ხრახნმჭერივით ოსტატურად,  ვერცერთი ასრულებს. ამიტომ, მსგავსი ტიპის საქმიანობა პრობლემური იყო. თუმცა, რთული ამოცანები უკვე წარსულს ჩაბარდა. სახრახნისის წარმოებამ თავსატეხები გააქრო.

რა ფუნქციას ასრულებს ელექტრო სახრახნისი ?

ხელსაწყოს  მეშვეობით ხრახნებს მარტივად დაამაგრებთ. რაც მთავარია, ზედაპირის დაუზიანებლად მუშაობს. როგოროც წესი, მსგავსი ტიპის საქმიანობა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, არასწორად შერჩეულმა ინსტრუმენტმა შესაძლოა მასალის ზედაპირი დააზიანოს. შემდეგ კი ამის გამოსწორება რთულია. ამიტომ, ელექტრო სახრახნისი სრული სიზუსტითა და ოსტატობით აგვარებს პრობლემას.

ბრენდები როლებიც Holst.ge- ზე დაგხვდებათ

Holst.ge ნებისმიერი მიმართულებით ფართო არჩევანს გთავაზობთ. საიტზე განთავსებულ ხელსაწყოებს სხვადასხვა ბრენდი აწარმოებს. თქვენ კი საშუალება გაქვთ, ინსტრუმენტის მახასიათებლები ერთმანეთს შეადაროთ და სასურველი მოდელი მარტივად შეარჩიოთ. ამჯერად ორ დიდ ბრენდს, Crown- სა და Tolsen- ს წარმოგიდგენთ. ხელსაწყოების მოქნილობა და გამძლეობა საუკეთესო კომბინაციას ქმნის. თითოეულ ინსტრუმენტს განხვავებული მონაცემები და ფუნქციები აქვს, ამიტომ, დეტალებს გულდასმით დაუკვირდით.

CROWN CT22021HX-4C2 TB-ხრახნმჭერი 1/4" hexagonal 20V MAX 4Ah

თუ ფართო მასშტაბის საქმეზე მუშაობთ, მაშინ რა ტიპის სახრახნისი დაგჭირდებათ? ზუსტად ისეთი, როგორიც Crown- ის ხელსაწყოა. რთული სამუშაოსთვის მძლავრი ინსტრუმენტი აუცილებელია. საქმეს მოკლე დროში და მაქსიმალურად კომფორტულად შეასრულებთ. კონკრეტულ ხრახნმჭერს რევერსის ფუნქცია და მაღალი ვაზნის დიამეტრი აქვს. კვების წყარო ელემენტი, ხოლო დატენვის ხანგრძლივობა 2 საათია. მსგავს ხელსაწყოებს დასატენად დიდი დრო სჭირდება, მაგრამ Crown- ის ელექტრო სახრახნისი, ძალას სწრაფად იკრეფს. გამძლე ელემენტი კი დიდხანს შენარჩუნებაში ხელს უწყობს. ხელსაწყოს უნახშირო მოტორი, მაღალ სიმძლავრეს ავითარებს. დამატებით კომპლექტაციაში 2 ელემენტი, დამტენი და ჩანთა მოყვება. ფაქტობრივად, ყველა საჭირო ნივთი აქვს. რადგან სახრახნისი ელემენტზე მუშაობს, სათადარიგოს ქონა აუცილებელია. ამასთანავე, დამტენიც სჭირდება და ჩანთაც. საბოლოოდ, ყველაფერი ერთ კომპლექტად იკვრება და სათითაოდ შეძენა აღარ გიწევთ. ინსტრუმენტი საშუალო წონისაა და ერთ წლიანი გარანტია აქვს.

Crown xraxnmcheri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ხრახნმჭერი
  • სიმძლავრე - 20v
  • ელემენტი - 4Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 2hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2100/0-3200min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 320Nm
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4"
  • ფუნქციები - რევერსი           
  • წონა (კგ) - 3.87          

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ჩანთა

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • მაღალი სიჩქარე

CROWN CT21052LH-ელექტრო სახრახნისი 12V

Crown რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. მეორე ელექტრო სახრახნისი უფრო დაბალი სიმძლავრისაა. იქნებ ზუსტად ასეთი გჭირდებათ ? კომპაქტური ხელსაწყო საქმეს ხარისხიანად ასრულებს. დატენვისთვის მხოლოდ ერთი საათი სჭირდება. როგორც წესი, მსგავს ხელსაწყოებს უფრო მეტი დრო ესაჭიროებათ, მაგრამ კონკრეტული მოდელისთვის ეს სრულიად საკმარისია. ამ პერიოდში ძალას იღდგენს და ისევ სამუშაო განწყობას უბრუნდება. კვების მთავარი წყარო ელემენტია. ის კი ხარისხიანი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელსაწყო ხშირად დასატენი იქნება. Crown- ის ელექტრო სახრახნისს ეს პრობლემა არ აქვს. ინსტრუმენტთან ერთად მშვიდად მუშაობასა და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებას შეძლებთ. ბრუნვის მაღალი სიჩქარე სწრაფად ამუშავებს და საქმე მცირე დროში სრულდება. დამატებით კომპლექტაციაში 2 ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება. ელექტრო სახრახნისი ხესა და მეტალის მასალასთან მუშაობს.

Crown shurupavoi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V       
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 17/25Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm   
  • ფუნქციები - რევერსი           
  • წონა (კგ) - 1

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობა:

  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • კომპლექტაცია
  • ძლიერი ელემენტი

TOLSEN TOL1428-79023 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen- ის ხრახნმჭერი იმავე სიმძლავრისაა, როგორიც წინა მოდელი. საქმის დიდოსტატი ხელსაწყო, ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდება. დასატენად ერთი საათი სჭირდება. ამ მოკლე დროში რესურს აძლიერებს და ეფექტურად მუშაობისთვის ემზადება. ელექტრო სახრახნისს 2 ფუნქცია აქვს, კერძოდ, რევერსისა და ჩაქუჩის. თუ საქმისთვის ორივე გჭირდებათ, მაშინ ხელთ საუკეთესო შემოთავაზება გაქვთ. მაღალი ბრუნვის სიჩქარე და ვაზნის დიამეტრი, სიმძლავრის გამომუშავებაში ხელს უწყობს. ასევე, ძლიერი კვების წყარო აქვს. ელემენტზე კი ხელსაწყოს გამართულობაა დამოკიდებული. მაღალი მონაცემები და გამძლეობა დიდხანს მუშაობის საშუალებას აძლევს. კომპლექტაციაში დამატებითი ელემენტი მოყვება. როცა სამუშაო რესურსს ბოლომდე ამოწურავს, მაშინ ახლით შეცვლით. ელექტრო სახრახნისს ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს.

Tolsen eleqtro sakhrakhnisi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V       
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • ფუნქციები - რვერსი/ჩაქუჩი
  • წონა (კგ) - 1.22

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 1 ელემენტი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გარანტია
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

CROWN CT22025 - ელ.სახრახნისი 3.6V საცვლელი პირებით

Crown- ის რომელიმე მოდელი აუცილებლად მოერგება თქვენს საჭიროებებს. მრავალფეროვან არჩევანსა და მახასიათებლებში, ისეთ  ხელსაწყოს იპოვით, როგორიც გჭრდებათ. Crown  ელ. სახრახნისი ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ნაკლები სიმძლავრისაა. თუ თქენი საქმიანობა ფართო მასშტაბსა და დიდ პროექტებს მოიცავს, მაშინ ნაკლებად გამოგადგებათ. ამისთვის მეტად მძლავრი ინსტრუმენტი დაგჭრდებათ. დამწყებთათვის კი საუკეთესო ვარიანტია. შედარებით მცირე საქმეს თავს კარგად ართმევს. მოსახერხებელია სახლის სამუშოაებისთვისაც. პატარა დეტალებს ოსტატურად ამუშავებს. სახლში ელექტრო სახრახნისის ქონა სასურველია, რადგან როდის რა საქმე იჩენს თავს, არავინ იცის. ინსტრუმენტს მხოლოდ რევერსის ფუნქცია აქვს. წონით მეტად მსუბუქია. ამიტომ, კომფორტულად მუშაობა გარანტირებულია. დატენვის ხანგრძლივობა 3 საათი აქვს. სხვებთან შედარებით, უფრო დიდი დრო სჭირდება. ელემენტი და ბრუნვი მომენტი ძლიერია. კომპლექტაციაში დამტენი და საცვლელი პირები მოყვება. სხვადასხვა ზედაპირზე მუშაობას უფრო ეფექტურად შეძლებს და დამტენის ყიდვაც აღარ დაგჭრდებათ. ამ ყველაფერთად ერთად კი, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ეს კი საშუალებას გაძლევთ, ელექტრო სახრახნისი ელვის სისწრაფით შეიძნოთ.

Crown sakhrakhnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე- 3.6v       
  • ელემენტი -  1.3Ah   
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs     
  • გარანტია - 6 თვე                   
  • კვების წყარო - ელემენტი                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 200min   
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''       
  • ფუნქციები - რევერსი
  • წონა (კგ) - 1.13          

კომპლექტაცია:

  • დამტენი
  • საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • ძლიერი კვების წყარო
  • სიმსუბუქე
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

რატომ უნდა იყოს ელექტრო სახრახნისი მძლავრი ?

რაც უფრო მძლავრია ხელსაწყო, მით უკეთ უმკლავდება რთულ საქმეს. ელექტრო სახრახნისის შემთხვევაშიც ასეა. ამიტომაც, სიმძლავრე მნიშვნელოვანია. ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან კი ყველას საკმარისი მონაცემები აქვს. შერჩევასაც საქმიდან გამომდინარე შეძლებთ. თუ დღის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობა გიწევთ, მაშინ Crown- ის პირველი სახრახნისი დაგჭირდებათ. მცირე დეტალებისთვის კი ბოლოს განხილული ხელსაწყო საკმარისია.

როგორ შეიძენთ Holst.ge- დან ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველაფერია თქვენი კომფორტისთვის. შესაძენად სახლიდან გასვლაც კი არ დაგჭირდებათ. ხელსაწყოს პირდაპირ საიტიდან იწერთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, საკურიერო მომსახურება ვრცელდება. რამდენიმე დღეში კი სასურველი ინსტრუმენტი თქვენთან გაჩნდება.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება