როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ფანარი

ფანარი არის ხელსაწყო, რომელიც ძალიან გამოსადეგია, აგარაკზე, ან თუ გიყვართ მოგზაურობა ხანგრძლივი დროით ის თქვენი დამხმარე და საჭირო თანამგზავრი გახდება. 

მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თქვენს ავტომანქანაში ნებისმიერი გადაადგილების დროს, როდესაც ეს ღამის საათებში მოგიწევთ. სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში დიდ დახმარებას გაგიწევთ აღნიშნული ხელსაწყო.

რა თქმა უნდა ფანარის შეძენამდე უნდა დაფიქრდეთ, თუ რა ინტენსივობით უნდა გამოიყენოთ ის, რა მიზნებისთვის გჭირდებათ ხელსაწყო და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ფანარი აუცილებელია სწორად გამოიყენოთ, თუ მას ხშირად არ იყენებთ გირჩევთ, რომ ელემენტი (ბატარეები) შიგნით არ დატოვოთ, რადგან ის შესაძლოა დაიცალოს ან კოროზირდეს, რეალური საჭიროება როდესაც დადგება, ფანარს ვერ გამოიყენებთ. თუ ფანარს მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში იშვიათად იყენებთ სასურველია 6 თვეში ერთხელ შეამოწმოთ ბატარეები და შიდა ნაწილი ხომ არ არის დაზიანებული, ამით თავიდან აიცილებთ იმედგაცრუებას და საჭირო დროს დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში, თქვენი საჭიროების შესაბამისად. თუ ბატარეებს ფანარში არ ტოვებთ აუცილებელია შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. 

ჩვეულებრივი სტანდარტული ფანრების გარდა არსებობს ასევე წყალგაუმტარი ფანრები, რომლებიც წყალქვეშაც გამოიყენება, თუმცა მას შეფუთვაზე აუცილებლად ექნება შესაბამის ინფორმაცია დანიშნულების და გამოყენების შესახებ.

 როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო ფანარი ?

იმისათვის რომ შესაბამის მახასიათებლებისა და დანიშნულების ფანარი შეიძინოთ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თქვენ რამდენად ხშირად დაგჭირდებათ მისი გამოყენება. თუ გნებავთ ის თქვენს ავტომობილში პრევენციის მიზნით იყოს განთავსებული და პრობლემის შემთხვევაში გამოიყენოთ, ეს კონკრეტული საჭიროებაა და შესაბამის შერჩევას საჭიროებს. შესაძლოა ხშირად გიწევთ გამოყენება, ქალაქგარეთ ან მთაში ლაშქრობის დროს, სწორედ ამ დროს ფანარი საუკეთესო განათების საშუალებაა.

მნიშვნელოვანი მახასიათებლები:

  • განათების სიძლიერე
  • განათების დიაპაზონი
  • ელემენტის სიმძლავრე 
  • გაძლების ხანგრძლივობა დატენვის შემდეგ.
  • ახლო / შორი ფოკუსირება
  • ზომა და წონა
  • განსხვავებული რეჟიმი

ყოველთვის ეცადეთ თქვენი საჭიროების შესაბამის ნივთზე შეაჩეროთ საბოლოო არჩევანი,ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებს. 

რისთვის დაგჭირდებათ ფანარი:

  • მთაში ლაშქრობისათვის 
  • ავტომობილისთვის 
  • საშინაო საქმეებისათვის 
  • სამაშველო საქმიანობებისთვის.

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული საჭიროების შემთხვევაში აქ მოცემული ინფორმაცია, საშუალებას მოგცემთ თქვენს სურვილებზე მორგებული ფანარის შეძენა შეძლოთ.

იმისათვის რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ თქვენი სიტუაციის შესაბამისად, წარმოდგენა უნდა გქონდეთ ბაზარზე რა სახის და ფუნქციის ფანრებია წარმოდგენილი.

უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებელთა უმრავლესობა გადაწყვეტილებას მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებულ ნივთებზე აჩერებს, გამონაკლისი არც ფანარია, რადგან მისი საიმედოობაა, წარმატებული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება გმართებთ მისი შერჩევის დროს.

როგორ უნდა მოუაროთ ფანარს?

იმისათვის რომ ფანარი ყოველთვის მზადყოფნაში გქონდეთ, ყურადღება გაამახვილეთ ელემენტის სიმძლავრეზე, რამდენ ხანში გჭირდებათ მისი გამოცვლა ან დამუხტვა. 

სპეციალური დანიშნულების გარეშე, რომელიც წყლისთვისაა განკუთნილი, ფანარს ნუ დაასველებთ.

ეცადეთ დაზიანებისგან დაიცვათ მისი ზედაპირი, რომელიც ნათების ხარისხს უზრუნველყოფს, ამით ნათურის დაზიანებისგან დაზღვეული იქნებით. 

ლაშქრობის დროს, გამოსაყენებელი ფანარი, რომელიც ძლიერი ბატარეითაა, იქონიეთ სათადარიგო, შესაბამისი ბატარეა.

ქართულ ბაზარზე არსებული სანდო მწარმოებლებია

შესაბამის ფასისა და ხარისხის ფარებს აწარმოებს - Tolsen; Crown; LEDEX.

დარწმუნებული რომ იყოთ ხარისხიანი და სანდო ფანრის ფუნქციებში, ამ შემთხვევისათვის განვიხილოთ ჰიპერმარკეტ Holst.ge-ს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოდელი, რომელიც LEDEX ბრენდისაა.კონკრეტული მოდელი გამოგადგებათ ლაშქრობის ან სამაშველო საქმიანობის შემთხვევაშიც, რადგან მისი მუშაობის ხანგრძლივობა თითქმის 24 საათს შეადგენს, საკმაოდ ძლიერი ნათებითაა, ციმციმა გამაფრთხილებელი მაშუქით, შორი ნათების მანძილი, აღნიშნული ფანრის წონა 1.16 (კგ), შეგიძლიათ 1 წლის განამვლობაში ისარგებლოთ საგარანტიო პირობებით, რაც მაღალ ხარისხსა და სანდოობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

Holst.ge-ს ვებ-გვერდზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა დანიშნულების, სიმძლავრის და მახასიათებლების მქონე ფანრებს, ცნობილი ბრენდების წარმოებულ აქსესუარებს, რომლებიც თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. შეძლებთ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან სასურველის შეძენას, პროდუქტის გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რომ გაღებული საფასური სარგებლიანობაზე ნაკლები აღმოჩნდება.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება