საუკეთესო განათება |
საუკეთესო განათება |
განათება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სახლში, ის განუყოფელი ნაწილია რემონტის, დიზაინისა და ინტერიერის შერჩევის პროცესის. მსოფლიოში დღესდღეობით უამრავი სხვადასხვა სახეობის განათება არის გაყიდვაში. ბაზარზე დიდი კონკურენციაა, მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ შექმნან ყველასათვის მოსაწონი და გაყიდვადი პროდუქცია.
მნიშვნელოვანია როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახლის სხვადასხვა ოთახისთვის საჭირო განათება. დიდი ყურადღება ეთმობა ნათების ფერს.
თბილი ნათება ძირითადად გამოიყენება სასადილო ოთახში, მისაღებში, საძინებლებში, ძალიან სასიამოვნო, მყუდრო გარემოს ქმნის, რაც თავს გაცილებით მშვიდად და კომფორტულად გაგრძნობინებთ ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
ნეიტრალური ნათება ძირითადად გამოიყენება სამზარეულოსა და სააბაზანოში, თბილი ნათება თუ მშვიდ გარემოს ქმნის, ნეიტრალური ნათების ოთახში, საქმის კეთება შეგიძლიათ.
ცივი ნათება - დასახელება კარგად არ ჟღერს თუმცა ის საქმეს საუკეთესოდ ასრულებს, თუ შემოქმედებით აქტივობებს ეწევით გირჩევთ ცივ ნათებაზე გააკეთოთ არჩევანი.
მაშ ასე, თუ გსურთ თქვენმა განათებამ მაქსიმალური ეფექტი მოახდინოს გარემოზე, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, იყოს თქვენი საცხოვრებლისა თუ ოფისის შესაფერისი, სჯობს მაღალი ხარისხის სანათებზე შეაჩეროთ არჩევანი.
იმისათვის რომ თქვენთვის სასურველი ხარისხის და მწარმოებლის ნათურები შეიძინოთ და საკუთარ გარემოს მოარგოთ, საჭიროა გაეცნოთ როგორი სახის სანათებია დღეს ბაზარზე და რა დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლებით გამოირჩევა ისინი.
ნათურა შეიძლება იყოს :
გააჩნია რა საჭიროებისთვის ვიყენებთ, შესაძლოა სანათს ვუცვლით საჭირო ნათურას, ან ჭაღისთვის გვჭირდება შესაბამისი სიმძლავრისა და ფერის ნათურა. თქვენს გემოვნებასა და საჭიროებაზე მორგებულია ლედ ნათურები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის მიხედვით, მსგავსი ნათურები შექმნილია იმისათვის რომ შეგიქმნათ მყუდრო გარემო, იყოთ მშვიდად და გქონდეთ განცდა რომ დასვენების პროცესში ხართ, აღნიშნული ნათურები არ დაძაბავს თვალს და მოგცემთ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობას. ლედ განათების ნათურებს თქვენ შეხვდებით Holst.ge ვებ-გვერდზე, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ საჭირო ზომისა და სიმძლავრის ნათურა, ნებისმიერი დანიშნულებისათვის, რაც თქვენს საჭიროებაზე იქნება მორგებული.
როდესაც განათებაზე ვსაუბრობთ რასაკვირველია ეს არ ეხება მხოლოდ ნათურას და მის ტიპს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სხვადასხვა სახისა და ფუნქციის სანათებს, რომლებსაც ისეთივე დიდი დატვირთვა გააჩნია, როგორც ნათურის ხარისხსა და მის სწორ შერჩევას. სანათი მოწყობილობები, რა თქმა უნდა განსხვავდებიან საჭიროებისამებრ, რისი განათება გვსურს და სად?
ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ტიპის სანათს გააჩნია სპეციალური საჭიროება და სჭირდება სპეციფიკური შერჩევა, რადგან შესაბამის გარემოსა და ფუნქციის შესრულებას მოითხოვს. იმისათვის რომ უფრო მეტი ვიცოდეთ განათების სხვადსხვა სახეობებზე არსებობს Linus, მომწოდებელი რომელსაც ყველა თქვენთვის საჭირო განათების სისტემა აქვს, მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე და მაღალი სანდობით გამორჩეულია.
ყველა ვარიაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Holst.ge ვებ-გვერდზე. აღსანიშნავია რომ Holst.ge არის Linus-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
თუ თქვენ გჭირდებათ სანათი სამუშაო ან სამეცადინო მაგიდისათვის საჭიროა გაითვალისწინოთ ნათების ტიპი და სიმძლავრე, რადგან ნათებამ არ მოახდინოს თვენი გონების დაძაბვა მუშაობის პროცესში.
holst.ge ვებ-გვერდზე Linus აქვს წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ლედ მაგიდის სანათი, რომელსაც გააჩნია საჭირო ფერის ტემპერატურა სამუშაო პროცესისთვის, განათების სიმძლავრე, ენერგო ეფექტურობის კლასი, რომელიც თქვენს კომფორტულ პირობებს უზრუნველყოფს.
თუ თქვენ გაქვთ აგარაკი, ვერანდა, ეზო, ან თუნდაც აივანი, რომლის გალამაზებაზე და განათებაზე ზრუნვას აპირებთ, ამ შემთხვევაში გამოგადგებათ String light ნათურები, რომლებიც სწორედ ამ სპეციალური საჭიროებისთვისაა შექმნილი. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დ მაღალი ხარისხის ლედ განათების ნათურები holst.ge-ს ვებ-გვერდზე Linus-ის ბრენდის მოწყობილობა.
თქვენთვის სასურველ ლედ განათებას შეიძენთ Holst.ge ვებ-გვერდზე, აქ მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგხვდებათ, რაც გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას.