გენერატორები გამოიმუშავებენ ელექტრო ენერგიას საწვავზე მომუშავე ძრავით. გენერატორი იძლევა ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის ჩართვის შესაძლებლობას, ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, როცა ელექტრო მომარაგება შეფერხდება. სწორედ ამიტომ, ყველა წინდახედულ კომერციული საქმიანობის მფლობელს ფარეხში ერთი მძლავრი გენერატორი უნდა ეგულებოდეს.

საოჯახო მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნა

ინდუსტრიული მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნა

Schpindel-ის გენერატორი

Schpindel-ის მძლავრი გენერატორი

Tolsen-ის გენერატორი

Tolsen-ის ინვერტერი გენერატორი

რა მახასიათებლები უნდა გავითვალისწინოთ გენერატორის არჩევისას?

სიმძლავრე

ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გენერატორის შემთხვევაში არის სიმძლავრე, რომელსაც ის გამოიმუშავებს. მძლავრი გენერატორი მრავალი ელექტრო მოწყობილობის დაერთებისა და ამუშავების შესაძლებლობას მოგცემთ. მეორეს მხრივ, არამძლავრი გენერატორები ეკონომიურები არიან და არ გააჩნიათ დიდი ხარჯი მუშაობისას. იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ გენერატორის საჭირო სიმძლავრე, უნდა გამოთვალოთ ყველა იმ ელექტრო მოწყობილობის ელექტრო სიმძლავრის მოთხოვნა, რომელიც გენერატორის დახმარებით უნდა ჩართოთ და ამუშაოთ. ყველა მოწყობილობის ელექტრო სიმძლავრის მოთხოვნა უნდა დააჯამოთ და ეს რიცხვი შეუსაბამოთ გენერატორის სიმძლავრეს. გენერატორის სიმძლავრე უნდა ფარავდეს და აღემატებოდეს ამ რიცხვს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მრავალ ელექტრო მოწყობილობას უფრო მაღალი სიმძლავრე სჭირდება ასამუშავებლად, ვიდრე მუშაობის პროცესში.

ზემოთ აღნიშნული გამოთვლებით შეძლებთ თქვენს საჭიროებებს ზუსტად მოარგოთ გენერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გენერატორის სიმძლავრე შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ თქვენთვის საჭირო მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ან პირიქით, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მსგავსი უხერხულობის თავიდან ასარიდებლად უმჯობესია ძალიან მძლავრი გენერატორი შეიძინოთ. თუმცა, დიდი გენერატორი ნიშნავს დიდ ხარჯებს მაშინ, როცა თქვენს მიერ შეთავაზებულ დატვირთვას შედარებით დაბალი სიმძლავრის გენერატორიც გაუმკლავდებოდა.

აქვე შემოგთავაზებთ ელექტრო მოწყობილობების საშუალო ელექტრო მოთხოვნის სიას, რომელიც გენერატორის არჩევის პროცესს გაგიმარტივებთ.

საოჯახო მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნა

მოწყობილობა

სიმძლავრე (ვატი)

საწყისი სიმძლავრე (ვატი)

მიკრო ტალღური ღუმელი

750

1200

ყავის აპარატი

1750

1750

სარეცხი მანქანა

1150

2300

მაცივარი

700

2200

ნათურა

100

100

ტელევიზორი

350

350

კომპიუტერი

700

700

როუტერი

1000

1300

ელექტრო ქურა

1500

1500

ელექტრო ჩაიდანი

2400

2400

ჭურჭლის სარეცხი

1450

2000

ტოსტერი

1250

1250

ფენი

800-1700

800-1700

უთო

1800

1800

გარაჟის კარი

550

1100

რადიო

200

200

ბლენდერი

375

500

წყლის ტუმბო

1200

2700

კონდიციონერი 

1500

2200

ინდუსტრიული მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნა

მოწყობილობა

სიმძლავრე (ვატი)

საწყისი სიმძლავრე (ვატი)

წრიული ხერხი

1400

2300

ელექტრო ხერხი ჯაჭვით

1100

2500

ჰაერის კომპრესორი

1200

3600

დრელი

600

900

დამტენი 15 ამპ

500

700

შედუღების აპარატი 200 ამპ

9000

9000

ლობზიკი

300

400

ელექტრო ცელი

500

650

მაგიდის ხერხი

1750

4250

ორმხრივი ელექტრო სალესი

1400

2450

პერფერატორი

1000-1500

1200-1800

კუთხივ სახეხო/ბარგალკა

1000-2400

1200-2700

 ბრენდი

მას შემდეგ, რაც თქვენთვის საჭირო გენერატორის სიმძლავრეს განსაზღვრავთ, დღის წესრიგში დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი - თანაბარი სიმძლავრის რამდენიმე გენერატორის შემთხვევაში, რომელი გენერატორი უნდა შევიძინო? ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვით არც ისე მარტივია, რადგან ბაზარზე არაერთი ბრენდი გვხვდება და თითოეული ცდილობს საკუთარი თავი და შესაძლებლობები წარმოადგინოს, როგორც საუკეთესო არჩევანი. თუმცა, ჯანსაღი კონკურენცია და ინფორმაციის მიღების ფართო შესაძლებლობები, საკმარისი კვლევების ჩატარების შემთხვევაში, სწორი არჩევანის გარანტიაა. ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ რამდენიმე ბრენდის გენერატორს.

Schpindel

Schpindel უამრავ ინდუსტრიულ ხელსაწყოს აწარმოებს, მათ შორის, უკვე მრავალი წელია გენერატორიების ბაზარზე გვევლინება და დიდ კონკურენციას უწევს დანარჩენ ბრენდებს მისი დაბალბიუჯეტურობით და მაღალი ხარისხით. ბრენდის საიდუმლო არის ის, რომ Schpindel ცდილობს ინდუსტრიული ხელსაწყოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ის ცდილობს მაღალი წარმოების შედეგად დაზოგილი ხარჯებით პროდუქცია კიდევ უფრო გააიაფოს და ამასთან შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს წარმოების ტექნიკები.

Tolsen

Tolsen საკმაოდ ახალი და ინოვაციური ბრენდია. ის ბაზარზე 10 წლის წინ შემოვიდა. მაღალკვალიფიციური ინჟინრების გამომუშავებული წარმოების საუკეთესო ტექნიკების წყალობით, Tolsen-ის პროდუქტი ყოველთვის გამძლე და ხარისხიანია. მიუხედავად ხარისხისა კი საკმაოდ ხელმისაწვდომია ფასი. ამიტომაც, Tolsen ერთ-ერთ წამყვან ბრენდად იქცა ბაზარზე და მისი გაყიდვები ყოველ წელს სულ უფრო და უფრო იმატებს.

გარანტია

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის გენერატორის გარანტია, რომლითაც პროვაიდერი ან გამყიდველი აღჭურვავს პროდუქტს. ვინაიდან, გენერატორი ის ხელსაწყო არ არის, რომელსაც წელიწადში, ან თუნდაც 5 წელიწადში ერთხელ შეიძენთ. ამიტომაც, ყურადღება ყოველთვის მიაქციეთ გარანტიას და საგარანტიო პერიოდს.

წონა

თუ გენერატორი რამდენიმე ადგილის ელექტრო მომარაგებისთვის გჭირდებათ და მისი გადაადგილება ხშირად მოგიწევთ, უმჯობესია პატარა ზომისა და მასის გენერატორი შეიძინოთ. ვინაიდან, როგორც წესი, გენერატორი მძიმე მოწყობილობაა მისი ტარება რეკომენდებული არ არის. თუმცა, უამრავ მომხმარებელს სწორედ რომ სჭირდება მისი გადაადგილება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხშირად გენერატორის წონა და სიმძლავრე ერთმანეთთან პირდაპირკავშირშია.

ავზის მოცულობა

დიდი ავზი ნიშნავს იმას, რომ მისი ერთხელ გავსების შემთხვევაში დიდი ხანი არ დაგჭირდებათ მეორედ გავსება. ამიტომაც, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მაგალითად, ზამთარში არ გვეხალისება გარეთ გასვლა და გენერატორისთვის საწვავის ავზის რამდენჯერმე შევსება.

სტარტერი

როგორც წესი, გენერატორებში გვხვდება ორი ტიპის სტარტერი - მექანიკური და ავტომატური. მექანიკური სტარტერი ძალისხმევას მოითხოვს და ცოტა არ იყოს მოძველებულია. მას სჭირდება საწისი ბრუნის ხელოვნურად შექმნა. მეორეს მხრივ, ავტომატური სტარტერი თავად მომართავს გენერატორს მუშა მდგომარეობაში ერთი ღილაკის საშუალებით. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალური კომფორტის შექმნისთვის ვიბრძვით, ამიტომაც ეს ვითომ და მცირე დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს Holst.ge-ის უამრავი მომხმარებლის გაკეთებული არჩევანი გენერატორზე, რომელსაც ავტომატური სტარტერი აქვს. მეტიც, ხშირად სწორედ ეს დეტალი ხდება გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

Holst.ge-ზე მრავალი გენერატორი შეგხვდებათ, რომელთაგან რამდენიმეს აქვე წარმოგიდგენთ და განვიხილავთ კიდეც.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

საშუალო სიმძლავრის, ეკონომიური გენერატორი თუ გჭირდებათ და თქვენი ელექტრო მოწყობილობების საერთო ელექტრო მოთხოვნა 2800 ვატს არ აღემატება, მაშინ ეს გენერატორი იდეალური ვარიანტია. ეს გენერატორი ყველაზე გაყიდვადი გენერატორია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და ამის მიზეზი მისი დაბალანსებული მონაცემები, საშუალო ხარისხი, ფასი და სიმძლავრეა. როგორც ჩანს, გენერატორის სწორედ ეს კატეგორია ჯდება Holst.ge-ის მომხმარებელთა უმრავლესობის გემოვნებაში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დაბალანსებული მონაცემები

Schpindel გენერატორი ბენზინზე 8.5 kw

Schpindel generatori benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

აი ეს კი Schpindel-ის მონსტრი გენერატორია, რომელიც თქვენს მიერ შეთავაზებულ თითქმის ნებისმიერ დატვირთვას და სიმძლავრეს გაართმევს თავს. 8500 ვატი საკმარისია მცირე წარმოების დანადგარების ასამუშავებლადაც კი. ეს გენერატორი ხშირად კომერციული საქმიანობის მფლობელების არჩევანი ხდება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ძალიან მაღალი სიმძლავრე
  • ავტომატური სტარტერი
  • ავზის მოცულობა
  • გამძლეობა

TOLSEN TOL1763-79992 გენერატორი (START) 5500W

tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი 
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 87
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 27 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

ახლა კი Tolsen-ის პროდუქცია განვიხილოთ, მათ შორის ეს 5500 ვატიანი გენერატორი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. არის ძალიან გამძლე, დახვეწილი დიზაინისა და ხარისხიანი გენერატორი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

TOLSEN TOL1648-79986 ბენზო გენერატორი inverter 1.8KW

Tolsen invertoruli generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი ინვერტორული
  • სიმძლავრე - 1.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 20
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ავზის მოცულობა - 4 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

ინვერტორული გენერატორი, ახალი თაობის გენერატორია. ის მისი მცირე ზომის მიუხედავად მაღალ სიმძლავრეს თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით გამოიმუშავებს. ინვერტორული ტექნოლოგია გულისხმობს ხელსაწყოების შიდა ნაწილების დაპატარავებას ზომასა  და წონაში, ხოლო გამძლეობისა და ეფექტურობის გაზრდას. ეს გენერატორი იდეალურია ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის პიკნიკებზე. აქვს ძალიან დაბალი ხმა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ინვერტორული ტექნოლოგია
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • დაბალი ხმა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება