საუკეთესო პერფორატორები |
საუკეთესო პერფორატორები |
საუკეთესო პერფორატორის არჩევა, სამშენებლო სამუშაოებისთვის გადამწვეტია, თუმცა სწორი არჩევანის გაკეთება შესაძლოა გართულდეს. იქნება ეს მშენებლობა თუ ტექნიკური სამუშაოები, ამოცანები ბეტონში ხვრელების გაკეთებას მოითხოვს. პერფერატორის ტიპი, ინსტრუმენტის ფუნქციები, საბურღი ბიტების ტიპები, სამუშაოს ტიპი და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ საუკეთესო პერფორატორის არჩევისას.
ბეტონის და/ან ქვის ბურღვისთვის საუკეთესო პერფერატორის არჩევამდე, განსაზღვრეთ ხვრელების დიამეტრი, რომლის გაბურღვაც მოგიწევთ. ხვრელების დიამეტრი წარმოდგენას შეგიქმნით პერფორატორის ტიპის და ამ ინსტრუმენტისთვის საჭირო ფუნქციების შესახებ. ყველა ხელსაწყოს აქვს საკუთარი საბურღი დიაპაზონი.
პერფორატორის არჩევით, რომელიც სწრაფი, ზუსტი ხვრელების გასაკეთებლად არის შექმნილი, სამუშაოს ეფექტურად შესრულება თითქმის გარანტირებული გექნებათ. პერფორატორით შესაძლებელია ხვრელების გაკეთება და ხრახნების დამაგრება, როგორც დრელით, თუმცა ის ასევე შექმნილი არის ერთი, სხვა ამოცანის შესასრულებლად: გასაოცარი სისწრაფითა და სიმარტივით გაატაროს ხვრელები ბეტონის, აგურის, ქვის და სხვა მსგავს მასალებში.
პერფორატორი აერთიანებს ბიტის ბრუნვას და დარტყმას, რაც მარტივად მოქმედებს ბეტონის მასალაზე. შედეგად, თქვენ შეგიძლიათ ქვაში ხვრელები მინიმუმ სამჯერ უფრო სწრაფად გააკეთოთ, ვიდრე სტანდარტული საბურღით. როდესაც ბურღი ტრიალებს, შიდა ელექტრო ჩაქუჩი სწრაფად ურტყამს მასალას, რათა ნახვრეტი უმძიმეს, ყველაზე აბრაზიული ქვის მასალებში გააკეთოს.
პროფესიონალები, განსაკუთრებით ელექტრიკოსები და სანტექნიკები, მუდმივად იყენებენ პერფორატორს ქვაში თუ ბეტონში ხვრელების გასაკეთებლად და ხრახნების დასამაგრებლად. არ არსებობს ხვრელების გაკეთების უფრო სწრაფი და უკეთესი გზა, ვიდრე პერფერატორი. თუმცა, იმისათვის, რომ პერფორატორი უსაფრთხოდ და დაუზიანებლად გამოიყენოთ, აუცილებელია ხრახნების მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ქვის საბურღი გამოიყენოთ.
დიდი ლოდების და ქვების გაყოფის უმარტივესი გზა რკინის სოლია. დაიწყეთ ქვაში ხვრელების გაკეთება პერფორატორით. შემდეგ, თითოეულ ხვრელში სოლი ჩადეთ. გამოიყენეთ პატარა ჩაქუჩი, რათა თითოეულ სოლს მონაცვლეობით დაარტყათ, სანამ ლოდი ორად არ გაიბზარება.
პერფორატორი ასევე არის ინსტრუმენტი, რომელიც აგურისა და ბეტონის ბლოკის კედლების გაბურღვისთვის. თუ პერფორატორის დარტყმის რეჟიმი გამორთულია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ისე, როგორც სტანდარტული დრელი, ხვრელების გასაკეთებლად და ხრახნების დასაყენებლად სხვადასხვა მასალებში.
უპირველესი, რასაც პერფერატორის შეძენისას უნდა დააკვირდეთ, მწარმოებელი კომპანიაა. ბრენდის მეშვეობით შეძლებთ პერფერატორის გამძლეობისა და ხარისხის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ. თითოეული ბრენდს წარმოების საკუთარი ფილოსოფია გააჩნია, რომელის შედეგიც არის თითოეული პროდუქტი, მათ შორის პერფორატორი.
Tolsen-ის პერფორატორი დაბალი ფასით და მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა, რაც ნებისმიერ მომხმარებელს პერფერატორის შეძენის საშუალებას აძლევს. პერფერატორი ძალიან საჭირო ნივთია, რომელიც გარდა პროფესიონალებისა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, ამიტომაც Tolsen-ის დაბალი ფასი და მასთან შედარებით, მაღალი ხარისხი, კარგი არჩევანია ნებისმიერი მოყვარულისთვის. Tolsen-ის პერფერატორის შეძენის შემთხვევაში, Holst.ge პროდუქტს, 1 წლიანი გარანტიით უზრუნველყოფს, რაც საკმარისად დიდი დროა მისი გამძლებისა და ხარისხის გამოსაცდელად.
შვეიცარული ბრენდი, მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა პერფერატორი, რომლის შეძენაც საკმაოდ დაბალ ფასად შეგიძლიათ. Crown მრავალი წელია ინდუსტრიული ხელსაწყოების და არამარტო ინდუსტრიული ხელსაწყოების ბაზარზე მოღვაწეობს. Crown-ს მილიონობით ლოიალური, ერთგული მომხმარებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში, რაც ამ ბრენდის სანდოობაზე და საიმედოობაზე მიუთითებს.
როცა Crown-ზე და მის პროდუქციაზე ვლაპარაკობთ, Stanley-იც იქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რადგან ამ ბრენდს მსგავსი ღირებულებები აქვს. ამერიკული კომპანია ათწლეულებია ინდუსტრიული ხელსაწყოების ბაზარზე კონკურენციას უწევს წამყვან ბრენდებს, მისი ხელმისაწვდომი ფასითა და მაღალი ხარისხის პროდუქციით. Stanley ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიო მასშტაბით და უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
თუ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ, მაშინ DeWalt-ის, მისი პროდუქციის ხარისხის, დახვეწილობისა და მაღალფუნქციურობის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. DeWalt-ის პერფერატორი ერთ-ერთი ყველა სასურველი პერფორატორია, რომელიც უმაღლესი ხარისხით, გამძლეობით და სხვა, თითქმის ყველა მახასიათებლით გამოირჩევა.
პერფორატორის სიმძლავრე არა მარტო ვოლტებში იზომება. დარტყმის ძალა ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც ჯოულებში იზომება და რაც უფრო მაღალი ჯოული აქვს პერფორატორს აღწერაში მითითებული, მით უფრო მძლავრია. მაღალი ჯოულის მქონე პერფორატორი უფრო მარტივად ასრულებს დანგრევით სამუშაოებს, ამასთან ბევრად სწრაფად შეუძლია ბეტონსა თუ ქვაში ხვრელის გაკეთებაც. ამიტომაც, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი მოთხოვნები ამ ინსტრუმენტის მიმართ და შეუსაბამოთ პერფორატორის ჯოულები თქვენს სამუშაოს.
Holst.ge-ზე მრავალი ბრენდის პერფერატორი შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენი ონლაინ მაღაზია ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად მარტივად შეძლოს პროდუქციის შესყიდვა. ამასთან, ონლაინ მაღაზია უზრუნველყოფს უფასო მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი კომპლექტაცია:
თუ პერფერატორი იშვიათი გამოყენებისთვის გინდათ და მისგან განსაკუთრებულ სიმძლავრეს არ მოითხოვთ, Tolsen-ის ეს პერფორატორი კარგი არჩევანია. რაც მთავარია, მისი შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ და საკმარისად გამძლეა იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახუროთ. პერფერატორი მუშაობს 3 ჯოული დარტმის სიმძლავრით და ნაკლები ძალისხმევით სწრაფად ასრულებს სამუშაოს.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Crown-ის ეს პერფერატორი მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის კომბინაციაა. ეს პერფერატორი სულ რაღაც 3 კილოგრამს იწონის, არის ძალიან პრაქტიკული და კომპაქტური გადასაადგილებლად თუ გამოსაყენებლად. კომპლექტაციაში მოყვება ყველა აუცილებელი ინვენტარი, რაც პერფერატორის გამოყენებისთვის არის საჭირო.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
მაღალი სიმძლავრის პერფერატორის შეძენა თუ გსურთ, Stanley-ის ეს პერფერატორი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Holst.ge-ზე თავისი ფასისა და ხრისხის გათვალისწინებით. პერფერატორი აღჭურვილია 4.1 ჯოული დარტყმის ძალით.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
უმაღლესი ხარისხისა და დახვეწილი კორპუსის მქონე DeWalt-ის პერფერატორი ძალიან კომპფოტრულია მუშაობისას. ამ მოწყობილობაში გათვალისწინებულია ყველა ის მცირე დეტალი, რაც პერფერატორს თითქმის ნებისმიერი გმაოყენებისთვის იდეალურს ხდის. DeWalt-ის ეს პერფერატორი აღჭურვილია დამატებითი კომპლექტაციით, რომელშიც შედის ქეისი - მარტივად გადასაადგილებლად, დამატებითი სახელური - ძალისმიერი სამუშაოებისთვის, სიღრმის მარეგულირებელი - მეტი სიზუსტისთვის და საჭრისები.
უპირატესობები: