საუკეთესო რჩევები სამღებრო სამუშაოებისთვის |
საუკეთესო რჩევები სამღებრო სამუშაოებისთვის |
დიდი ხნის წინ, ჩვენი ბაბუების თაობას სახლის შიგნიდან თუ გარედან შესაღებად მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდათ, გამოეყენებინათ ფუნჯი. შემდეგ 1940-იან წლებში კანადელმა ნორმან ბრეკმა გამოიგონა ლილვაკი (როლიკი) და მოახდინა რევოლუცია სამღებრო საქმიანობებში. ლილვაკი ფუნჯთან შედარებით ბევრად სწრაფია და საღებავს თანაბრად ანაწილებს. თუმცა დღეს, ტექნოლოგიების სამყაროში ლილვაკი არ არის ერთადერთი საშულება შესაღებად. პულივიზატორი მისი ღირსეული მემკვიდრეა.
ამ სტატიით მეშვეობით გაიგებთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პულივიზატორს და ვეცდებით დაგეხმაროთ მის სწორ გამოყენებაში.
პირველ რიგში სწრაფად შევადაროთ და გავარკვიოთ თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ პულივიზატორი და არა ლილვაკი.
პულივიზატორის დაყენება, ავზში საღებავის ჩასხმა, შლანგების და კაბელების შეერთება და ა.შ. ეს ყოველივე პულვილიზატორს სამუშაოს დაწყებამდე სჭირდება, შესაძლოა ამას დიდი დრო არც მიაქვს, მაგრამ თქვენ მოგიწევთ კედლის ყველა იმ ნაწილის დაფარვა რისი შეღებვაც არ გინდათ. ლილვაკის შემზადება კი მარტივია სამუშაოს დაწყებისთვის.
თუ მომზადების პროცესში აშკარა ლიდერი ლილვაკია, მუშაობის პროცესში ახლოსაც კი ვერ მივა პულვილიზატორთან. პულივიზატორით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საღებავს თანაბრად ანაწილებთ. საშუალება გაქვთ მარტივად შეღებოთ მცირე დეტალები და მიუდგომელ ადგილას იმუშაოთ. კუთხეების შეღებვაც ბევრად მარტივია პულივიზატორით.
ამ შემთხვევაშიც ლოგიკურია, რომ ლილვაკი გაიმარჯვებს. თუმცა არც პულივიზატორის წმენდა წარმოადგენს დიდ პრობლემას. მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად შესრულებული საქმიანობის შემდეგ 10 წუთი პულივიზატორის გაწმენდისთვის უნდა გამოყოთ.
პულივიზატორით შეღებილი კედელი ბევრად უფრო თანაბარი და გლუვია. ამ შედეგის მისაღებად კი არ დაგჭირდებათ ღებვის პროფესიული და ღრმა ცოდნა. პროფესიონალების უმეტესობას სამღებრო ინსტრუმენტების არსენალში პულივიზატორი, ლილვაკი და ფუნჯიც აქვს.
იმისათვის, რომ სახლი უფრო სწრაფად შეღებოთ პულივიზატორი შესანიშნავი საშუალებაა. პულვილიზატორი სამუშაო პროცესსაც გაგიმარტივებთ. მუშაობის დროს ბევრად შეამცირებთ და შედეგსაც იდეალურს მიიღებთ.
სანამ სახლის პულივიზატორით შეღებვას დაიწყებ, ოთახიდან უნდა გაიტანო ავეჯი, დეკორაციები და ტექნიკა. ამით თქვენ დაიცავთ მათ გაფუჭებისგან და უადგილო შეღებვისგან. ნაჭრით დაფარეთ ის ნივთები რომლის გატანაც შეუძლებელია. ფანჯრის რაფების და იატაკის დასაფარად შეგიძლიათ გაზეთი გამოიყენოთ.
შეურიეთ თქვენი საღებავი სწორ გამხსნელს. გამხსნელები შეიძლება იყოს წყალი ან ზეთი, გააჩნია თქვენს მიერ არჩეულ საღებავს. ამისათვის სუფთა ვედრო და შემრევი ჯოხი დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ გამხსნელი სწორი რაოდენობით უნდა შეურიოთ, რადგან სქელი საღებავის შეღებვა პულივიზატორით შეუძლებელია, ხოლო ზედმეტად თხელმა შესაძლოა წვეთები გაიკეთოს
პულივიზატორების უმეტესობას მოყვება დამატებითი თავები, რომელიც შესხურების სიხშირეს და წნევას განსაზღვრავენ. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს თავები გაცვდეს. ამის მიზეზი უხარისხო საღებავი და გამოყენებული წნევა შეიძლება გახდეს. ასევე, არასრული გაწმენდა. მოუარეთ თქვენს ინსტრუმენტს და ყოველთვის გაწმინდეთ მაქსიმალურად.
იმისათვის რომ პულივიზატორით ღებვის ტექნიკა დახვეწოთ კარგი იქნება ივარჯიშოთ უშუალოდ კედლის შეღებვამდე. შეგიძლიათ გაზეთი გამოიყენოთ და დაადგინოთ რა მანძილიდან ღებავს პულივიზატორი იდეალურად. უმეტესი პულივიზატორისთვის ეს მანძილი 30-დან 45 სანტიმეტრამდეა. პულივიზატორი ზედაპირის პარალელურად გეჭიროთ და ისე ასხურეთ. კუთხეებიც იგივე პრინციპით შეღებეთ, კუთხის პირდაპირ შეასხურეთ
როგორც წესი პულივიზატორით ღებვა კედლის კიდეებიდან უნდა დაიწყოთ. ასევე ფანჯრების მიმდებარე ტერიტორიიდან. კარგი იქნება თუ კიდეებს მოილევთ და შემდეგ დაიწყებთ უდარდელად ღებვას.
დაელოდეთ საღებავის გაშრობას და შემდეგ მოხსენით ნივთებს დამცავი საშუალებები, რომ თავიდან უსიამოვნება აირიდოთ. დაიწყეთ პულივიზატორის დაშლა და გაწმენდა. მისი გაწმენდა შეიძლება იგივე სითხით რაც გამხსნელად გამოიყენეთ.
გახსოვდეთ პულივიზატორით ღებვა პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ინსტრუქციებს სწორად მიყვებით, ახალბედას არ შეუძლია მისი შესრულება.
Holst.ge პულივიზატორების დიდ არჩევანს გთავაზობთ. თუ ამ საქმის პროფესიონალი ხართ ან არ ხართ და ახლა ერკვევით ამ საქმიანობაში, იქნებ საერთოდაც ეგრეთ წოდებული STREET ARTIST ხართ და თქვენი შედევრებისთვის ეძებთ პულივიზატორს. შემოგთავაზებთ პულივიზატორის რამდენიმე ვარიანტს, ჩვენი საიტიდან. რადგან სტატიაში ლილვაკი ვახსენეთ მწირად მაგრამ მათაც წარმოგიდგენთ.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ლილვაკის სახელური
ზომა 250mm-10''
წონა (კგ) 0.24
თუ მაინც ძველებური და კარგად გამოცდილი ღებვის მეთოდი გირჩევნიათ, holst.ge-ზე ლილვაკის ყველა ატრიბუტის შეძენა შეგიძლიათ.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ლილვაკის პირი
ზომა 100mm-4''
წონა (კგ) 0.015
სათადარიგო პირიც, ახალი პროექტის დასაწყებად, ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ლილვაკის სახელური
წონა (კგ) 0.46
ტარის სიგრძე 2m
ლილვაკის დაგრძელებაც დაგჭირდებათ მაღალი ადგილების ღებვისთვის.
ახლა კი პულივიზატორებზე გადავიდეთ. პირველს ჩვენს მარაგში საუკეთესო ვარიანტს, ჩვენთვის საყვარელი ბრენდის ბლექ ენდ დეკერის პულივიზატორს წარვადგენთ.
ბრენდი BLACK&DECKER
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 400W
კვების წყარო 220-240V
წნევა 0.1-0.2bar
ავზის მოცულობა 1200 მლ
წარმადობა 1000 l/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 1.0mm
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 50DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.49
ბლექ ენდ დეკერის სურვილი, ყველა მისი მოწყობილობა ხარისხიანი და მომხმარებლისთვის საყვარელი იყოს, პულივიზატორსაც ეხება. HVLP200 ერთ-ერთი მაღალ ხარისხიანი პულივიზატორია რაც ჰოლსტზე შეგხვდებათ. აქვს დიდი ავზი და ხშირად არ დაგჭირდებათ მისი შევსება. საღებავის გარეშე 1,49 კილოგრამს იწონის და არ დაგღლით მუშაობისას.
უპირატესობები:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 110W
კვების წყარო 220-240V
ავზის მოცულობა 800მლ
წარმადობა 300მლ/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 0.8მმ
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 60DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.918
ტოლსენის TOL1616 პულივიზატორი დაბალი სიმძლავრით. ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ holst.ge-ზე. ამ მოდელით მეტ წილად დამწყებები ინტერესდებიან ან მოყვარულები იშვიათი მოხმარებისთვის. მისი ავზის მოცულობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მონაცემი აქვს რომ საქმიანობა იდეალურად შეასრულოს.
უპირატესობები:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 400W
კვების წყარო 220-240V
ავზის მოცულობა 800მლ
წარმადობა 800მლ/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8/2.6მმ
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 60DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.653
წინა მოდელთან შედარებით ტოლსენის TOL1617 მოდელი ბევრად მძლავრი პულივიზატორია. წარმადობაც ბევრად მეტი აქვს და ნაკლებს იწონის. ასევე რეგულირებადი აქვს შესაფრქვევი ლულის ზომა, რაც კომფორტულია. ავზის ზომა ნორმალურია და ერთი სიტყვით არაფერი დაეწუნება, განსაკუთრებით მოყვარულებისთვის.
უპირატესობები:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 650W
კვების წყარო 220-240V
ავზის მოცულობა 800ml
წარმადობა 800მლ/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8/2.6მმ
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 60DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.7
ტოლსენი TOL1618 ყველა წინა მოდელისგან მეტი კომპაქტურობით გამოირჩევა. მას აქვს კვების ბლოკი და მოძრავი თავი, ეს ორი კი ერთმანეთთან გამტარი შლანგით არის დაკავშირებული. ღებვისას კვების ბლოკი შეგიძლიათ ძირს დადოთ ან მეორე ხელში გეკავოთ და პულვილიზატორის მსუბუქი თავით ღებოთ.
უპირატესობა:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 400W
კვების წყარო 220-240V
წნევა 0.1-0.2bar
ავზის მოცულობა 800 მლ
წარმადობა 800 l/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5მმ
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 30DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.93
ამჯერად ქროუნის მოდელები განვიხილოთ და პირველი CT31011 მოდელის პულივიზატორია. აქვს ფართე შესაფრქვევი ლულის ზომა და საკმაოდ მძლავრია. მოყვარულთათვის და დამწყებთათვის განსაკუთრებით იდეალური ხელსაწყოა. ამასთან დაბალბიუჯეტურია.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 400W
კვების წყარო 220-240V
წნევა 0.1-0.2bar
ავზის მოცულობა 900 მლ
წარმადობა 800 მლ/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 2/2.5/3mm
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 70DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.12
ქროუნის CT31013 პულივიზატორი წინა მოდელისგან ავზის მოცულობით განსხვავდება. ამ პულვილიზატორს უფრო დიდი ავზი აქვს და ამასთან ცვალებადი შესაფრქვევი ლულა. მაქსიმალური სიბლანტეც გაზრდილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პულივიზატორი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია რაც holst.ge-ზე შეგიძლიათ გააკეთოთ
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 600W
კვების წყარო 220-240V
წნევა 0.1-0.3bar
ავზის მოცულობა 900 მლ
წარმადობა 1000მლ/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5მმ
მაქსიმალური სიბლანტე 100DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.9
ქროუნის მძლავრი CT31014 პულივიზატორი მობილური კვების ბლოკით. 900 მლ ავზით, 0.1-0.3 წნევით და 1000მლ/წუთ წარმადობით, ეს პულივიზატორი პროფესიონალების კაპრიზებს გაუძლებს. მოსახერხებელი და მძლავრი აპარატია, რომელიც კარგი მოვლის შემთხვევაში დიდხანს არ დაგაღალატებთ.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
სიმძლავრე 1200W
კვების წყარო 220-240V
წნევა 0.1-0.3bar
ავზის მოცულობა 900 მლ
წარმადობა 1100მლ/წუთ
შესაფრქვევი ლულის ზომა 2/2.5/3mm
ცხვირის ტიპი რეგულირებადი
მაქსიმალური სიბლანტე 150DIN
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 5.1
თუ წინა მოდელმა ვერ დააკმაყოფილა თქვენი პროფესიონალური მოთხოვნები ქროუნ CT31015 პულივიზატორზე ვეღარაფერს იტყვით. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პულივიზატორია რაც ჰოლსტზე და არამარტო ჰოლსტზე შეგხვდებათ. წინა მოდელის მსგავსად მობილურია და კიდევ უფრო გრძელი შლანგი აქვს.
უპირატესობები: