საუკეთესო რჩევები სამღებრო სამუშაოებისთვის

დიდი ხნის წინ, ჩვენი ბაბუების თაობას სახლის შიგნიდან თუ გარედან შესაღებად მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდათ, გამოეყენებინათ ფუნჯი. შემდეგ 1940-იან წლებში კანადელმა ნორმან ბრეკმა გამოიგონა ლილვაკი (როლიკი) და მოახდინა რევოლუცია სამღებრო საქმიანობებში. ლილვაკი ფუნჯთან შედარებით ბევრად სწრაფია და საღებავს თანაბრად ანაწილებს. თუმცა დღეს, ტექნოლოგიების სამყაროში ლილვაკი არ არის ერთადერთი საშულება შესაღებად. პულივიზატორი მისი ღირსეული მემკვიდრეა.

ამ სტატიით მეშვეობით გაიგებთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პულივიზატორს და ვეცდებით დაგეხმაროთ მის სწორ გამოყენებაში.

პირველ რიგში სწრაფად შევადაროთ და გავარკვიოთ თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ პულივიზატორი და არა ლილვაკი.

ლილვაკი

პულივიზატორები

მძლავრი პულივიზატორები

პულივიზატორის და ლილვაკის შემზადების პროცესი

პულივიზატორის დაყენება, ავზში საღებავის ჩასხმა, შლანგების და კაბელების შეერთება და ა.შ. ეს ყოველივე პულვილიზატორს სამუშაოს დაწყებამდე სჭირდება, შესაძლოა ამას დიდი დრო არც მიაქვს, მაგრამ თქვენ მოგიწევთ კედლის ყველა იმ ნაწილის დაფარვა რისი შეღებვაც არ გინდათ. ლილვაკის შემზადება კი მარტივია სამუშაოს დაწყებისთვის.

პულივიზატორით და ლილვაკით მუშაობის პროცესი

თუ მომზადების პროცესში აშკარა ლიდერი ლილვაკია, მუშაობის პროცესში ახლოსაც კი ვერ მივა პულვილიზატორთან. პულივიზატორით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საღებავს თანაბრად ანაწილებთ. საშუალება გაქვთ მარტივად შეღებოთ მცირე დეტალები და მიუდგომელ ადგილას იმუშაოთ. კუთხეების შეღებვაც ბევრად მარტივია პულივიზატორით.

პულივიზატორის და ლილვაკის გაწმენდა

ამ შემთხვევაშიც ლოგიკურია, რომ ლილვაკი გაიმარჯვებს. თუმცა არც  პულივიზატორის წმენდა წარმოადგენს დიდ პრობლემას. მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად შესრულებული საქმიანობის შემდეგ 10 წუთი პულივიზატორის გაწმენდისთვის უნდა გამოყოთ.

შედეგი

პულივიზატორით შეღებილი კედელი ბევრად უფრო თანაბარი და გლუვია. ამ შედეგის მისაღებად კი არ დაგჭირდებათ ღებვის პროფესიული და ღრმა ცოდნა. პროფესიონალების უმეტესობას სამღებრო ინსტრუმენტების არსენალში პულივიზატორი, ლილვაკი და ფუნჯიც აქვს.

როგორ გამოვიყენოთ პულივიზატორი

იმისათვის, რომ სახლი უფრო სწრაფად შეღებოთ პულივიზატორი შესანიშნავი საშუალებაა. პულვილიზატორი სამუშაო პროცესსაც გაგიმარტივებთ. მუშაობის დროს ბევრად შეამცირებთ და შედეგსაც იდეალურს მიიღებთ.

  • დარწმუნდით რომ სწორად შეარჩიეთ საღებავი და ის გამოდგება პულივიზატორით ღებვისთვის. საღებავის ოდენობაც სწორად გათვალეთ და იყიდეთ ოდნავ იმაზე მეტი. დიდი შეფუთვით საღებავის ყიდვისას ყოველთვის მოგებული რჩებით.
  • დაგჭირდებათ სუფთა, წყლით სავსე სათლი. მუშაობის პროცესის განმავლობაში სათლი სუფთა უნდა დარჩეს.
  • ასევე მოიმარაგეთ სათლი ნარჩენებისთვის, სადაც გამოწურულ საღებავს და სხვა ნარჩენებს შეინახავთ. გაითვალისწინებთ, რომ ამ საქმიანობის შემდეგ სათლი სხვა რამისთვის აღარ გამოდგება.

უსაფრთხოება პულვილიზატორის ხმარებისას

  • პულივიზატორის გამოყენებისას ატარეთ დამცავი სათვალე, რომელიც თვალების გარშემო დალუქული იქნება.
  • აუცილებლად ატარეთ რესპირატორი, იგივე პირბადე. ამით საღებავისგან დეტოქსიკაციას თავიდან აირიდებთ.
  • ატარეთ სპეციალური ტანსაცმელი ან ისეთი მაინც რომ მთელ სხეულს ფარავდეს. ასევე ხელთათმანები რომ თავიდან აიცილოთ კანის დაავადებები.

დაფარეთ ის ადგილები რომლის შეღებვაც არ გსურთ

სანამ სახლის პულივიზატორით შეღებვას დაიწყებ, ოთახიდან უნდა გაიტანო ავეჯი, დეკორაციები და ტექნიკა. ამით თქვენ დაიცავთ მათ გაფუჭებისგან და უადგილო შეღებვისგან. ნაჭრით დაფარეთ ის ნივთები რომლის გატანაც შეუძლებელია. ფანჯრის რაფების და იატაკის დასაფარად შეგიძლიათ გაზეთი გამოიყენოთ.

მოამზადეთ საღებავი

შეურიეთ თქვენი საღებავი სწორ გამხსნელს. გამხსნელები შეიძლება იყოს წყალი ან ზეთი, გააჩნია თქვენს მიერ არჩეულ საღებავს. ამისათვის სუფთა ვედრო და შემრევი ჯოხი დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ გამხსნელი სწორი რაოდენობით უნდა შეურიოთ, რადგან სქელი საღებავის შეღებვა პულივიზატორით შეუძლებელია, ხოლო ზედმეტად თხელმა შესაძლოა წვეთები გაიკეთოს

აირჩიეთ სწორი თავი და წნევა

პულივიზატორების უმეტესობას მოყვება დამატებითი თავები, რომელიც შესხურების სიხშირეს და წნევას განსაზღვრავენ. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს თავები გაცვდეს. ამის მიზეზი უხარისხო საღებავი და გამოყენებული წნევა შეიძლება გახდეს. ასევე, არასრული გაწმენდა. მოუარეთ თქვენს ინსტრუმენტს და ყოველთვის გაწმინდეთ მაქსიმალურად.

ღებვის ტექნიკა

იმისათვის რომ პულივიზატორით ღებვის ტექნიკა დახვეწოთ კარგი იქნება ივარჯიშოთ უშუალოდ კედლის შეღებვამდე. შეგიძლიათ გაზეთი გამოიყენოთ და დაადგინოთ რა მანძილიდან ღებავს პულივიზატორი იდეალურად. უმეტესი პულივიზატორისთვის ეს მანძილი 30-დან 45 სანტიმეტრამდეა. პულივიზატორი ზედაპირის პარალელურად გეჭიროთ და ისე ასხურეთ. კუთხეებიც იგივე პრინციპით შეღებეთ, კუთხის პირდაპირ შეასხურეთ

საიდან დავიწყოთ პულივიზატორით ღებვა

როგორც წესი პულივიზატორით ღებვა კედლის კიდეებიდან უნდა დაიწყოთ. ასევე ფანჯრების მიმდებარე ტერიტორიიდან. კარგი იქნება თუ კიდეებს მოილევთ და შემდეგ დაიწყებთ უდარდელად ღებვას.

დაელოდეთ გაშრობას

დაელოდეთ საღებავის გაშრობას და შემდეგ მოხსენით ნივთებს დამცავი საშუალებები, რომ თავიდან უსიამოვნება აირიდოთ. დაიწყეთ პულივიზატორის დაშლა და გაწმენდა. მისი გაწმენდა შეიძლება იგივე სითხით რაც გამხსნელად გამოიყენეთ.

გახსოვდეთ პულივიზატორით ღებვა პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ინსტრუქციებს სწორად მიყვებით, ახალბედას არ შეუძლია მისი შესრულება.

Holst.ge პულივიზატორების დიდ არჩევანს გთავაზობთ. თუ ამ საქმის პროფესიონალი ხართ ან არ ხართ და ახლა ერკვევით ამ საქმიანობაში, იქნებ საერთოდაც ეგრეთ წოდებული STREET ARTIST ხართ და თქვენი შედევრებისთვის ეძებთ პულივიზატორს. შემოგთავაზებთ პულივიზატორის რამდენიმე ვარიანტს, ჩვენი საიტიდან. რადგან სტატიაში ლილვაკი ვახსენეთ მწირად მაგრამ მათაც წარმოგიდგენთ.

TOLSEN TOL438-40079 სამღებრო ლილვაკის სახელური 10"

tolsen lilvakis saxeluri

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ლილვაკის სახელური

ზომა 250mm-10''                  

წონა (კგ) 0.24

თუ მაინც ძველებური და კარგად გამოცდილი ღებვის მეთოდი გირჩევნიათ, holst.ge-ზე ლილვაკის ყველა ატრიბუტის შეძენა შეგიძლიათ.

TOLSEN TOL227-40092 სამღებრო ლილვაკის სათადარიგო პირი 4"

tolsen lilvakis satadarigo piri

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ლილვაკის პირი         

ზომა 100mm-4''                   

წონა (კგ) 0.015

სათადარიგო პირიც, ახალი პროექტის დასაწყებად,  ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ.

TOLSEN TOL876-40110 ლილვაკის სახელური 2M

tolsen lilvakis saxeluri

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ლილვაკის სახელური

წონა (კგ) 0.46     

ტარის სიგრძე 2m

ლილვაკის დაგრძელებაც დაგჭირდებათ მაღალი ადგილების ღებვისთვის.

ახლა კი პულივიზატორებზე გადავიდეთ. პირველს ჩვენს მარაგში საუკეთესო ვარიანტს, ჩვენთვის საყვარელი ბრენდის ბლექ ენდ დეკერის პულივიზატორს წარვადგენთ.

B&D HVLP200-QS-ელ. პულივიზატორი 400W

black&decker eleqtro pulivizatori

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 400W 

კვების წყარო 220-240V        

წნევა 0.1-0.2bar        

ავზის მოცულობა 1200 მლ          

წარმადობა 1000 l/წუთ    

შესაფრქვევი ლულის ზომა 1.0mm

ცხვირის ტიპი რეგულირებადი        

მაქსიმალური სიბლანტე 50DIN

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 1.49     

ბლექ ენდ დეკერის სურვილი, ყველა მისი მოწყობილობა ხარისხიანი და მომხმარებლისთვის საყვარელი იყოს, პულივიზატორსაც ეხება. HVLP200 ერთ-ერთი მაღალ ხარისხიანი პულივიზატორია რაც ჰოლსტზე შეგხვდებათ.  აქვს დიდი ავზი და ხშირად არ დაგჭირდებათ მისი შევსება. საღებავის გარეშე 1,49 კილოგრამს იწონის და არ დაგღლით მუშაობისას.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სიმძლავრე
  • დიდი ავზი
  • მაქსიმალური სიბლანტე

TOLSEN TOL1616-79577 საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,110W/800ML

tolsen sagebavis shesafrqvevi

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 110W 

კვების წყარო 220-240V        

ავზის მოცულობა 800მლ

წარმადობა 300მლ/წუთ  

შესაფრქვევი ლულის ზომა 0.8მმ   

ცხვირის ტიპი რეგულირებადი        

მაქსიმალური სიბლანტე 60DIN

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 1.918  

ტოლსენის TOL1616 პულივიზატორი დაბალი სიმძლავრით. ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ holst.ge-ზე. ამ მოდელით მეტ წილად დამწყებები ინტერესდებიან ან მოყვარულები იშვიათი მოხმარებისთვის. მისი ავზის მოცულობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მონაცემი აქვს რომ საქმიანობა იდეალურად შეასრულოს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ეკონომიურობა
  • მაქსიმალური სიბლანტე

TOLSEN TOL1617-79578 ელექტრო საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,400W/800ML

tolsen eleqtro sagebavis shesafrqvevi

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 400W 

კვების წყარო 220-240V        

ავზის მოცულობა 800მლ

წარმადობა 800მლ/წუთ  

შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8/2.6მმ          

ცხვირის ტიპი რეგულირებადი        

მაქსიმალური სიბლანტე 60DIN

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 1.653  

წინა მოდელთან შედარებით ტოლსენის TOL1617 მოდელი ბევრად მძლავრი პულივიზატორია. წარმადობაც ბევრად მეტი აქვს და ნაკლებს იწონის. ასევე რეგულირებადი აქვს შესაფრქვევი ლულის ზომა, რაც კომფორტულია. ავზის ზომა ნორმალურია და ერთი სიტყვით არაფერი დაეწუნება, განსაკუთრებით მოყვარულებისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL1618-79579 ელექტრო საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,650W/800ML

tolsen eleqtro sagebavis shesafrqvevi2

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 650W 

კვების წყარო 220-240V        

ავზის მოცულობა 800ml 

წარმადობა 800მლ/წუთ  

შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8/2.6მმ          

ცხვირის ტიპი რეგულირებადი        

მაქსიმალური სიბლანტე 60DIN

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 2.7       

ტოლსენი TOL1618 ყველა წინა მოდელისგან მეტი კომპაქტურობით გამოირჩევა. მას აქვს კვების ბლოკი და მოძრავი თავი, ეს ორი კი ერთმანეთთან გამტარი შლანგით არის დაკავშირებული. ღებვისას კვების ბლოკი შეგიძლიათ ძირს დადოთ ან მეორე ხელში გეკავოთ და პულვილიზატორის მსუბუქი თავით ღებოთ.

უპირატესობა:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მობილურობა
  • ცვალებადი შესაფრქვევი ლულის ზომა
  • მაქსიმალური სიბლანტე

CROWN CT31011-ელექტრო პულივიზატორი 400W

crown eleqtro pulivizatori

ბრენდი CROWN                      

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 400W 

კვების წყარო 220-240V        

წნევა 0.1-0.2bar        

ავზის მოცულობა 800 მლ

წარმადობა 800 l/წუთ      

შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5მმ   

ცხვირის ტიპი რეგულირებადი        

მაქსიმალური სიბლანტე 30DIN

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.93     

ამჯერად ქროუნის მოდელები განვიხილოთ და პირველი CT31011 მოდელის პულივიზატორია. აქვს ფართე შესაფრქვევი ლულის ზომა და საკმაოდ მძლავრია. მოყვარულთათვის და დამწყებთათვის განსაკუთრებით იდეალური ხელსაწყოა. ამასთან დაბალბიუჯეტურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • შესაფრქვევი ლულის ზომა

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

crown eleqtro pulivizatori2

ბრენდი CROWN                      

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 400W              

კვების წყარო 220-240V        

წნევა 0.1-0.2bar        

ავზის მოცულობა 900 მლ

წარმადობა 800 მლ/წუთ 

შესაფრქვევი ლულის ზომა 2/2.5/3mm       

ცხვირის ტიპი რეგულირებადი        

მაქსიმალური სიბლანტე 70DIN

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.12

ქროუნის CT31013 პულივიზატორი წინა მოდელისგან ავზის მოცულობით განსხვავდება. ამ პულვილიზატორს უფრო დიდი ავზი აქვს და ამასთან ცვალებადი შესაფრქვევი ლულა.  მაქსიმალური სიბლანტეც გაზრდილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პულივიზატორი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია რაც holst.ge-ზე შეგიძლიათ გააკეთოთ

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ავზის მოცულობა
  • ცვლადი შესაფრქვევი ლულა
  • სიმძლავრე

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

crown eleqtro pulivizatori3

ბრენდი CROWN                      

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 600W 

კვების წყარო 220-240V        

წნევა 0.1-0.3bar        

ავზის მოცულობა 900 მლ

წარმადობა 1000მლ/წუთ

შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5მმ   

მაქსიმალური სიბლანტე 100DIN

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.9       

ქროუნის მძლავრი CT31014 პულივიზატორი მობილური კვების ბლოკით. 900 მლ ავზით,  0.1-0.3 წნევით და 1000მლ/წუთ წარმადობით, ეს პულივიზატორი პროფესიონალების კაპრიზებს გაუძლებს. მოსახერხებელი და მძლავრი აპარატია, რომელიც კარგი მოვლის შემთხვევაში დიდხანს არ დაგაღალატებთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • მობილურობა
  • წარმადობა
  • წნევა
  • ავზის მოცულობა

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

crown eleqtro pulivizatori4

ბრენდი CROWN              

პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი 

სიმძლავრე 1200W

კვების წყარო 220-240V           

წნევა 0.1-0.3bar          

ავზის მოცულობა 900 მლ

წარმადობა 1100მლ/წუთ  

შესაფრქვევი ლულის ზომა 2/2.5/3mm        

ცხვირის ტიპი რეგულირებადი          

მაქსიმალური სიბლანტე 150DIN

გარანტია 1 წელი              

წონა (კგ) 5.1        

თუ წინა მოდელმა ვერ დააკმაყოფილა თქვენი პროფესიონალური მოთხოვნები ქროუნ CT31015 პულივიზატორზე ვეღარაფერს იტყვით. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პულივიზატორია რაც ჰოლსტზე და არამარტო ჰოლსტზე შეგხვდებათ. წინა მოდელის მსგავსად მობილურია და კიდევ უფრო გრძელი შლანგი აქვს.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • ავზის მოცულობა
  • წნევა
  • ცვალებადი შესაცვლელი ლულის ზომა
  • მაქსიმალური სიბლანტე
  • მობილურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება