საუკეთესო შედუღების აპარატები

დღეს, შედუღების აპარატი აღარ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს  შეიძლება ჰქონდეთ, ვინც შედუღება იცის და ამ საქმის პროფესიონალია. ტექნოლოგიური განვითარება შედუღების აპარატსაც შეეხო და დორთა განმავლობაში უფრო მცირე ზომის, კომპაქტური და პრაქტიკული გახდა. ამის საწინდარი IGBT ტექნოლოგიის დანერგვა იყო, რომელიც შედუღების აპარატების უმრავლესობაში გამოიყენება.

Schpindel-ის შედუღების აპარატი სახლისთვის

Crown-ის მაღალხარისხიანი შედუღების აპარატი

Tolsen-ის მძლავრი შედუღების აპარატი IP21S დაცვით

რა არის შედუღების აპარატი?

შედუღების აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მასალების ერთმანეთთან შესადუღებლად. შედუღების აპარატები წარმოქმნიან სითბოს, რომელითაც დნება ლითონის ნაწილები ისე, რომ ეს ნაწილები ერთდებიან. როდესაც ლითონი გაცივდება, ის ფიქსირებულია. შედუღების აპარატით შესაძლებელია სხვადასხვა მასალის შედუღება, თუმცა შედუღების აპარატი, როგორც წესი, საუკეთესოდ ლითონებთან მუშაობს.

რას მივაქციოთ ყურადღება შედუღების აპარატის შეძენისას?

შედუღების აპარატები ძალიან დიდი ვარიაციით გვხვდება ბაზარზე, ამიტომაც მნიშვნელოვანია ზოგადი წარმოდგენა გვქონდეს მის ფუნქციებსა თუ შესაძლებლობებზე, რათა სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

როგორც სხვა ინდუსტრიული ხელსაწყოების შემთხვევაში, შედუღების აპარატები სხვადასხვა გემოვნებისა თუ საჭიროების მქონე მომხმარებლებისთვის არსებობს. მათ შორისაა სამრეწველო, პროფესიონალური თუ სამოყვარულო შედუღების აპარატები. სამრეწველო შედუღების აპარატი ძალიან სპეციფიკური ხელსაწყოა, ამიტომაც ნაკლებად შეხვდებით Holst.ge-ზე, თუმცა პროფესიონალური, ნაკლებად პროფესიონალური თუ სამოყვარულო შედუღების აპარატის დიდი არჩევანია.

შედუღების აპარატის არჩევისას აუცილებლად გასათავლისწინებელია მისი ბრენდი. შედუღების მწარმოებლის დასახელება ბევრ რამეს ამბობს პროდუქტზე და თუ ბრენდის ღირებულებები ვიცით, პროდუქტის ხარისხზეც მივიღებთ პასუხს.

  • Schpindel

ბრენდი ათწლეულზე მეტია რაც ინდუსტრიული ხელსაწყოების წარმოებით არის დაკავებული და ამ დროის განმავლობაში მომხმარებელში პოზიციონირებს როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი. Schpindel-ის შედუღების აპარატები გამოირჩევიან კომპაქტურობით და გამძლეობით, არიან ძალიან პრაქტიკულები სატარებლად და გამოსაყენებლად. Schpindel-ის მთავარი მამოძრავებელი ღირებულება არის ის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ინდუსტრიული ხელსაწყოები შეიძინოს, დახელოვნდეს და პროფესიონალი გახდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრენდი მრავალი წელია უკვე რაც ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში უამრავი ერთგული მომხმარებელი დააგროვა.

  • Crown

უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი Crown, არც შედუღების აპარატების წარმოებაში უდებს ვინმეს ტოლს და ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ვარიაციით გვთავაზობს. შვეიცარული ბრენდი 15 წლის წინ დაარსდა და ყოველ წელს ვითარდებოდა და ავითარებდა საკუთარ პროდუქციას, შექმნა სულ უფრო დახვეწილი დიზაინის შედუღების აპარატი, უფრო მძლავრი და გამძლე, უფრო ხარისხიანი. ამ დროის განმავლობაში კი უამრავი მომხმარებელი მოიზიდა და საკუთარი პროდუქციის მოყვარულად აქცია. Crown-ის შედუღების აპარატი საუკეთესო სისტემებით არის შექმნილი, მაღალი ხარისხის კორპუსით კი მის გამძლეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

  • სიმძლავრე

შედუღების აპარატისთვის სიმძლავრე ერთ-ერთი გადამწყვეტი მახასიათებელია. მძლავრი შედუღების აპარატი ბევრად უფრო სწრაფად ასრულებს შედუღების სამუშაოებს და ჭრის ფუნქციაც გააჩნია. რაც შეეხება ჭრის ფუნქციას - შედუღების აპარატი ხშირად გამოიყენება ლითონის გასაჭრელად, ვინაიდან მას შეუძლია ლითონის გალღობა თავისუფლად ითავსებს ამ ფუნქციას და საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ მსგავსი ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო მაღალია შედუღების აპარატის ამპერაჟი, მით უფრო დიდი შესაძლებლობები გააჩნია მას. თუმცა, მეორეს მხრივ, მაღალი სიმძლავრის შედუღების აპარატით რთულია თხელ ლითონებზე ზუსტი მუშაობა, მათ დაუზიანებლად.

  • IP დაცვა

ძალიან მნიშვნელოვანია შედუღების აპარატის დაცვა - IP დაცვა. რა არის IP დაცვა? ეს შეიძლება არაფრის მომცემ დეტალად ან აღნიშვნად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს მიუთითებს მოწყობილობის წყლის შეღწევისგან დაცვის დონეზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაოები სველ ან ნესტიან გარემოში დაუშვებელია, თუმცა აპარატის დაზიანება მაინც შეიძლება მოხდეს და როდესაც შედუღებისას საქმეში წყალი ერევა, ელექტრო დარტყმა რეალური საფრთხეა. ნებისმიერ დროს, როდესაც შედუღების აპარატი ტენიანია, რეკომენდაციაა, რომ კარგად გამოაშროთ მოწყობილობა, თუ რაიმე წყალი ან ტენიანობა აღმოჩნდება კორპუსის შიგნით. ეს გულისხმობს დანადგარის 15 წუთით გამორთვას, კორპუსის გახსნას და ზედმეტი წყლის ან ტენიანობის დროულად გამოშრობას. წყლის ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს შიდა კომპონენტების კოროზია და შეაღწიოს კავშირებს შორის და შექმნას კოროზიის არეალი. თუ რაიმე სამუშაოს შესრულება ისეთ ადგილას არის საჭირო, სადაც შესაძლებელია წყლის ან ნესტიანი ზემოქმედების პოტენციალი არსებობდეს, შედუღების აპარატი უნდა ჩართოთ ან გამორთოთ მშრალი ხელთათმანით. ასევე, შემდუღებელი არ უნდა განთავსდეს მიწაზე ან რაიმე ნესტიან გამტარ ზედაპირზე. მიუხედავად მსგავსი სიტუაციებისგან შესაძლო მაქსიმალური IP დაცვისა, ის არ იძლევა სრულ უსაფრთხოებას, რადგან გარკვეული გარემოების გავლენით შესაძლოა წყალი შემდუღებელში აღმოჩნდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ შემდუღებელი შეიძლება დასველდეს, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ იგი.

  • გარანტია

გარდა იმისა, რომ საგარანტიო დოკუმენტაცია გარკვეულ პირობებში შედუღების აპარატის ახლით შეცვლას გულისხმობს, ეს დოკუმენტი არის იმის დასტური, რომ მომწოდებელი, ამ შემთხვევაში Holst.ge დარწმუნებულია საკუთარი პროდუქციის ხარისხში და იმაში, რომ შედუღების აპარატი ვარგისია.

  • წონა

შედუღების აპარატის წონა არჩევანის განმსაზღვრელი ელემენტია, ვინაიდან შესაძლოა ხშირად მოგიწიოთ ამ მოწყობილობით გადაადგილება. მძლავრი და პროფესიონალური შედუღების აპარატები შედარებით მძიმეა, სამოყვარულო შედუღების აპარატები კი შედარებით მსუბუქი. ამიტომ საჭიროა დააბალანსოთ ეს ორი მახასიათებელი და ისე გააკეთოთ არჩევანი.

ჩვენი ონლაინ მაღაზია შედუღების აპარატების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ზედმიწევნით ზუსტად გაწერილი მახასიათებლები კი სრულ წარმოდგენას შეგიქმნით მასზე და არჩევანის გაკეთებაც არ გაგიჭირდებათ. ასევე, Holst.ge გთავაზობთ უფასო მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დამატებითი კომფორტია.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel svarkis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 150A   
  • IP დაცვა - IP21S 
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 3.9       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm       
  • ტექნოლოგია - IGBT   
  • ეფექტურობა - 0.8       
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.35

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

ეს შედუღების აპარატი არის სამოყვარულო, საოჯახო შედუღების აპარატი, რომელიც სახლში დაზიანებული ნივთების შესაკეთებლად შეუცვლელი იარაღი იქნება. შედუღების აპარატი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის დამცავი სათვალითა და რკინის ჯაგრისით.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Schpindel shedughebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 6.86
  • კვების წყარო - 220-240V
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი
  • ქეისი  

მაღალი სიმძლავრის შედუღების აპარატი, რომელიც მაღალი სიმძლავრის მიუხედავად საკმაოდ კომპაქტურია. ის სულ რაღაც 7 კილოგრამს იწონიდა მარტივად შეგიძლიათ ამ შედუღების აპარატით გადაადგილება. აქვს ელექტროდის ზომის ფართო დიაპაზონი და დამატებით კომპლექტაციაში ყველა საჭირო ინვენტარი მოყვება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

CROWN CT33100-შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Crown shedughebis aparati

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 6.1
  • კვების წყარო - 160-265V
  • ელექტროდის ზომა - 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

უმაღლესი ხარისხის მწარმოებლის - Crown-ის შედუღების აპარატი ერთ-ერთი საუკეთესოა რაც ჩვენ ონლაინ მაღაზიაში მოიპოვება. არის ძალიან გამძლე და მძლავრი. ეს შედუღების აპარატი სულ რაღაც 6 კილოგრამს იწონის და საკმაოდ კომპაქტურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე

TOLSEN TOL1513-44020 შედუღების აპარატი ინვერტორული 200A

Tolsen shedughebis aparati

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A   
  • IP დაცვა - IP21   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 8.4       
  • კვების წყარო - 220-240V
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm       
  • ტექნოლოგია - IGBT   
  • ეფექტურობა - 0.6       
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.4       

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

Tolsen-ის შედუღების აპარატი 200A სიმძლავრით და IP დაცვით ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. მას გააცნია ელექტროდის ზომის ფართო დიაპაზონი და მოყვება ყველა საჭირო ინვენტარი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება