საუკეთესო ყვავილი თქვენი ზოდიაქოსთვის

ვერძი

ასტროლოგები ვერძებს, თავიანთი სულსწრაფი და ენერგიული ბუნებიდან გამომდინარე, ურჩევენ ბაღში მოაშენონ კვირისტავა ან უკადრისა, მცენარეები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ბევრი ყურადღება და მოთმინება, ასევე შეცდომების დაშვებას მოვლის პროცესში ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანენ აღნიშნული მცენარეები. ვერძებისთვის ასევე კარგია მზესუმზირის მოვლა, რაც საუკეთესოდ შეესაბამება მათ ენერგეტიკას.

კურო

კუროებისთვის კი მშვიდი, კომფორტული გარემოს შესაქმნელად ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვარიანტად იასამანი განიხილება. ფერი იასამნიფერი, რომელიც იმართება ვენერას მიერ, დაგეხმარებათ სიყვარულის მოზიდვაში. ხოლო ისეთი მცენარე, როგორიცაა პაჩული, იდეალურად გამოხატავს იმ ორი საგნის (ყვავილობა - სიმბოლურად  და მიწისთვის დამახასიათებელი არომატი) ერთიანობასა და ჰარმონიას, რაც კუროებს ასე ძალიან უყვართ.

ტყუპები

ხოლო ტყუპებისთვის, რომელთათვისაც პრიორიტეტულია კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა, შესაფერისია როზმარინი, რომელიც გვეხმარება გონების გახსნასა და მენტალური ენერგიის გაწმენდაში. ლავანდა და იასამანი ასევე ხელს უწყობს გონების გაწმენდასა და განთავისუფლებას.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის, რომელთათვისაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია მათი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების მოვლა, უსაფრთხოება და კომფორტულად ყოფნა, იდეალური ვარიანტია ჟასმინი, რაც გვეხმარება სუფთა და წყნარი ენერგიის მოზიდვაში. ასევე ქოთანში ჩარგული თითქმის ყველა მცენარე მსგავსი ეფექტით გამოირჩევა.

ლომი

ლომებისთვის, რომლებიც ბუნებრივად ასხივებენ დიდებულ და პოზიტიურ ენერგეტიკას, შესაფერისია მზესუმზირები, რათა ნათლად გაესვას ხაზი მათ ბრწყინვალებას. ასევე გვირილები იზიდავენ იმ პოზიტივსა და თბილ ენერგიას, რაც ასე მნიშვნელოვანია ლომებისთვის.

ქალწული

როცა რამდენიმე სიტყვით აღვწერთ ქალწულებს, პირველი, რაც გვახსენდება, ესაა შრომისმოყვარეობა. თუ კი ძილის წინ ხშირად ფიქრობთ კარიერაზე, სამსახურსა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებზე, მაშინ ვალერიანის წვეთები ან ტაბლეტები იდეალური ვარიანტია თქვენთვის. რადგან კატაბალახა, საიდანაც მზადდება ეს მედიკამენტი, იმყოფება მერკურის მმართველობის ქვეშ. მერკური კი ასევე მართავს ქალწულის ზოდიაქოს.  რელაქსაციასა და სტრესის მოხსნაში ასევე დაგეხმარებათ ვერბენა, რომელიც გამოირჩევა მომადუნებელი ეფექტით.

სასწორი

სასწორებისთვის კი, მათი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე, შესაფერისია ვარდები, რაც მოგანიჭებთ სითბოსა და სასიამოვნო შეგრძნებებს.

მორიელი

თუ კი გავიხსენებთ ფაქტს, რომ მორიელები ყველაზე ინტენსიური და ვნებიანი ნიშნის წარმომადგენლები არიან, მათი ტემპერამენტის წარმოსაჩეანად ერთ-ერთ საუკეთო ვარიანტს წარმოადგენს დათვის კენკრის ყვავილები, რომლებიც სავსეა სასიცოცხლო ძალითა და ენერგეტიკით. 

მშვილდოსანი

ოპტიმიზმითა და სიცოცხლის წყურვილით სავსე მშვილდოსნებისთვის შესაფერისია მაგნოლია, რომელსაც უკვე გაზრდილსა და ფორმირებსულს არც მოვლა და არც ყურადღების მიქცევა არ სჭირდებათ დიდად და თან ისევე ასხივებს სიხოხლის წყურვილს, როგორც მშვილდოსანი.

თხის რქა

მიზანდასახულობით გამორჩეული თხის რქებისთვის კი კარგი ვარიანტია დაფნა, რაც ძველ საბერძნეთსა და რომში გამარჯვების სიმბოლოდ გვევლინებოდა.

მერწყული

გამორჩეული შეფერვითა და ფორმით წარმოდგენილი პასიფლორა ალბათ ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მერწყულების არაორდინალურობას. ასევე არალია გააჯანსაღებს თქვენს დიად ხედვას და დაგეხმარებათ ფოკუსირდეთ თქვენს საყვარელ საქმეზე.

თევზები

კრეატიულ და მგრძნობიარე თევზებს, რომლებიც წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან, მათი ემოციური ბუნების წარმოსაჩენად ყველაზე უკეთ ლოტუსის ყვავილები დაეხმარება. ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის კი თამბაქოს ყვავილი, რომელსაც ღამის ყვავილს ეძახიან, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია განტვირთვისა და რელაქსაციისთვის.

ცხადია, ბლოგში შემოთავაზებული ყვავილები იდელურად ვერ მოერგება თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წამომადგენელს, რადგან მხოლოდ მზის ნიშნის ვერ განისაზღვრება ინდივიდის საჭიროება და ასევე გემოვნება, მაგრამ, როგორც ვხედავთ, შეინიშნება ზოგადი ტენდეცია, რომ, მაგალითად, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, მათი სულსწრაფი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად არ ჰყოფნით მოთმინება, რომ ზედმიწევნით შეასრულონ მცენარის მოვლისათვის საჭირო ყველა ღონისძიება, მიწის სტიქიის წარმოამდგენლებს კი, რომლებიც პრიორიტეტად საკუთარ საქმეებს მიიჩნევენ, უბრალოდ, არ რჩებათ დრო მცენარეების მოვლისათვის.

თუმცა ესეც აღსანიშნია, რომ დრო თითქმის არც ერთი ნიშნის წარმომადგენელს აღარ გვრჩება მცენარეებისთვის, რომლებსაც ესოდენ ეფექტურად შეუძლიათ ჩვენთვის სტრესის მოხსნა, ამიტომაც ამ უყურადღებობის ფონზე საკმარისია, რომ მცენარეები შევწამლოთ ისეთი ბიოპრეპარატებით, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც მცენარისთვის და ნიადაგისთვის, ისე ადამინიასთვის და ამასთანავე შეუძლია ‘’თვეობით მიგდებული’’ მცენარეც კი გამოაცოცხლოს. წყალმცენარეების ექსტრაქტზე დამზადებული ბროტავერდი, რომელიც ასევე გამირჩევა ბიოსტიმულატორული მოქმედებით და გამოირჩევა ნუტრიენტების მდიდარი შემცელობით, სრულად შეითვისება მცენარეების მიერ, აჯანსაღებს მათ და უბრუნებს სიცოცხლეს. მსგავსი სპეციფიკის ბიოპრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ მოხეტიალე და თავგადასავლების მაძიებელმა მშვილდოსნებმა, ვერძებმა და მერწყულებმა, რომლებისთვისაც ასე რთულია სახლში გაჩერება და შესაბამისად, მათი მცენარეებისათვის ყურადღების მიქცევა.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება