სეკატორი - ინსტრუმენტი, რომლით მუშაობისას არც კი დაიღლებით

საქართველოში მევენახეობის ისტორია ძვ.წ.აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და უძველესია მთელ მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიახ, ვაზის სამშობლო საქართველოა!

იმ შორეულ წარსულში რა ხელსაწყოს იყენებდნენ ვაზის გასხვლისთვის, რთული სათქმელია, მაგრამ რაღაც მსგავსი რომ აუცილებლად ექნებოდათ, ამის თქმა დარწმუნებით შეიძლება. აი, დღეს კი ვაზის მოვლისთვის სეკატორი გამოიყენება, თანაც - დიდი წარმატებით. უფრო მეტიც, სეკატორის ელექტროვერსიებიც კი არსებობს, რომლის შეძენაც, სხვა მოდელებთან ერთად, Holst.ge-ზე შეგიძლიათ.

ცნობილია, რომ პირველი სეკატორები 1815 წელს გამოჩნდა. გამოიგონეს საფრანგეთში - ხელსაწყოთი ფრანგები ვაზს სხლავდნენ. სეკატორების მიერ გაკეთებული ჭრილი სუფთა და მოწესრიგებული იყო. დროთა განმავლობაში ინსტრუმენტი გაუმჯობესდა და მალე გამოჩნდა მისი ვარიანტები: ბუჩქის საჭრელი - ფოთლების საჭრელი და ყლორტების საჭრელი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს სეკატორი შეუცვლელია ვაზის გარდა, ხილის, დეკორატიული მცენარეების მწარმოებლებისთვის, ასევე, მათთვის, ვისთვისაც ეზოსა და კარ-მიდამოს მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორ მუშაობს ინსტრუმენტი

სეკატორის კონსტრუქცია იმგვარად არის შემუშავებული, რომ მუშაობისას ადამიანს ხელები არ დაეღალოს. არსებობს ინსტრუმენტის სხვადასხვა სახეობა. როგორც წესი, ორ კატეგორიად იყოფა:

  • პირველი მოიცავს მოდელებს კოჭით. გამოიყენება ახალგაზრდა ყლორტებისა და გამხმარი ტოტებისთვის;
  • მეორე ჯგუფში შედის მექანიზმები ორი დანით. ინსტრუმენტი მცენარეებს მინიმალურ ზიანს აყენებს.

სეკატორები განსხვავდებიან ჭრის სისტემის კონსტრუქციითაც. კერძოდ: ცალმხრივ საჭრელ ხელსაწყოს აქვს ერთი მჭრელი პირი, როგორც წესი, ზედა; ორმხრივს კი - ორი მჭრელი პირი - ზედა და ქვედა.

ასევე, სეკატორები განსხვავდებიან დამზადების წესის მიხედვით: გამოჭედილი ან დაშტამპული ნაწილებისგან დამზადებული. გამოჭედილი სეკატორები, როგორც წესი, უფრო საიმედო და გამძლეა.

სეკატორის შერჩევა იმის მიხედვით უნდა მოხდეს, რა ტიპის ამოცანებისთვის გამოიყენებთ.

  • 3 სმ-მდე ტოტების მოჭრა შესაძლებელია მხოლოდ ფართო გასახსნელი პირების მქონე ხელსაწყოთი;
  • ბუჩქების საჭრელად უმჯობესია გრძელსახელურიანი სეკატორის გამოყენება. ასეთ მოდელს გამორჩეულად მჭრელი პირები აქვს, რომლის სიმძლავრეც 28 მმ-ს აღწევს;
  • ხრუტუნა მექანიზმი ერთნაირი წარმატებით უმკლავდება როგორც ჯანსაც, ისე გამომშრალ ტოტებს.

როგორ მოვუაროთ სეკატორებს

მუშაობის დასრულების შემდეგ, ხელსაწყო საგულდაგულო მოვლას საჭიროებს. ეს რამდენიმე ტრივიალურ პროცედურას მოიცავს:

  • მექანიზმში ჩარჩენილი ტოტებისა და ფოთლების ნაწილაკებისგან გასუფთავება;
  • მცენარისგან გამოდენილი ზეთოვანი სითხისგან პირები აუცილებლად უნდა გაიწმინდოს;
  • მჭრელი პირები უნდა გაილესოს;
  • პერიოდულად აუცილებელია მექანიზმების შეზეთვა.

ზემოაღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ, რეკომენდებულია ხელსაწყოს სახელურებზე რამდენჯერმე იმგვარად დაჭერა, რომ ზეთი ყველა მექანიზმში სათანადოდ გადანაწილდეს.

Lux Garden LG-017 ხელის სეკატორი მეტალის

LuxGarden sekatori

  • ბრენდი - LUX GARDEN   
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი   
  • ზომა - 8''     
  • შტრიხკოდი - 4823042006313       
  • წონა (კგ) - 0.34         
  • პირების მასალა - SK5       
  • ტარის მასალა - ალუმინი რეზინის მოსაჭიდით         
  • დამატებითი ფუნქციები - მრავალსაფეხურიანი ჭრა
  • დანიშნულება - ხელის სეკატორი

Keengross - KE-001 ბუჩქის სეკატორი

Keengross sekatori

  • ბრენდი - KEENGROSS       
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი   
  • ზომა - 24''   
  • მასალა - უჟანგავი ფოლადი       
  • შტრიხკოდი - 9000812818818       
  • წონა (კგ) - 1.25         
  • ტარის მასალა - მეტალი PVC გადაკრული       
  • დანიშნულება - ბუჩქის სეკატორი

Lux Garden LG-024 ბაღის სეკატორი მეტალის, შავი სახელურით

LuxGarden sekatori

  • ბრენდი - LUX GARDEN   
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი   
  • ზომა - 8-1/2''
  • შტრიხკოდი - 4823092288110       
  • წონა (კგ) - 0.29         
  • პირების მასალა - SK5       
  • ტარის მასალა - NYLON   
  • დანიშნულება - ხელის სეკატორი

TOLSEN TOL2233-87381 ელ.სეკატორი (BL) ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen eleqtro sekatori

  • ბრენდი - TOLSEN 
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი   
  • სიმძლავრე - 20V     
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528797388       
  • წონა (კგ) - 0.92
  • კვების წყარო - ელემენტზე         
  • დანიშნულება - ხელის სეკატორი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება