შალაშინი - ყველა დურგალის საყვარელი ინსტრუმენტი |
შალაშინი - ყველა დურგალის საყვარელი ინსტრუმენტი |
ხეზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა საჭირო ინსტრუმენტი გაქვთ და სასურველ შედეგს ზედმეტი შრომის გარეშე იღებთ. ერთ-ერთო აუცილებელი ხელსაწყო არის შალაშინი.
შალაშინი ხის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. ის დაგეხმარებათ ხისთვის საბოლოო, დახვეწილი ფორმის მიღებაში. მართალია დღესდღეობით ხელის სტანდარტული შალაშინის ფუნქციები სხვადასხვა ინსტრუმენტებმა შეითავსეს, თუმცა არაფერს შეუძლია სალაშინზე უკეთ კიდეების გალამაზება და ოღროჩოღრო ზედაპირის გასწორება.
ყველა დურგალს თუ ხეზე მუშაობის მოყვარულ ადამიანს ხელსაწყოების არსენალში შალაშინი აქვს. საქმე იმაშია, რომ როგორც სხვა დანარჩენი ინდუსტრიული ინსტრუმენტები, სალაშინიც განვითარდა და ხშირად შეგხვდებათ შალაშინის ელექტრო მოდელები. თუ ხეზე მუშაობა თქვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, მაშინ უმჯობესია ელექტრო სალაშინი შეიძინოთ.
Holst.ge-შეხვდებით სხვადასხვა ბრენდის ( ბლექ ენდ დეკერი, თოლსენი, ქრაუნი, დევალტი) ელექტრო და არა ელექტრო შალაშინებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძლავრით თუ ფირმით. ერთი მათგანი მაინც აუცილებლად იქნება თქვენი მოთხოვნების შესაბამისი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი შალაშინი
ზომა 235x44mm
წონა (კგ) 0.6
მიუხედავად ელექტრო შალაშინის არსებობისა, მომხმარებლების არჩევანი ხშირად უბრალო შალაშინია. შეაძლოა ეს მისი ბიუჯეტურობიდან გამომდინარე ხდება. თუმცა, ხშირად გვსმენია, რომ უბრალო შალაშინით მუშაობა უფრო სასიამოვნო პროცესია. თუ ხეზე მუშაობა ხშირად არ გიწევთ, მაშინ უბრალო სალაშინითაც შეგიძლიათ სასურველი შედეგის მიღება.
უპირატესობები:
ბრენდი BLACK&DECKER
პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
სიმძლავრე 650W
ზომა 82mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 3
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-17000min
მუშაობის სიღრმე 0-2mm
კომპლექტაცია:
მათ, ვინც ელექტრო შალაშინს ეძებთ, შეგახსენებთ, ჰოლსტზე უამრავი ელექტრო სახეხი ხელსაწყო შეგხვდებათ. ეს ელექტრო შალაშინი მათგან ერთ-ერთია და გამოირჩევა დაბალანსებული სიმძლავრით, ხარისხითა და ფასით. შეძენის შემთხვევაში თან მოყვება ქეისი - შესანახად და გადასაადგილებლად, პარალელური მისაბჯენი - ზუსტი და დახვეწილი შედეგის მისაღებად და გადამყვანი- მტვერსასრუტზე მისაერთებლად.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
სიმძლავრე 710W
ზომა 82mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.8
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-16000min
მუშაობის სიღრმე 0-2.5mm
კომპლექტაცია:
თუ სიმძლავრე თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ ქრაუნის 710 W ელექტრო შალაშინი შეგვიძლია შემოგთავაზოთ. მიუხედავად მაღალი სიმძლავრისა, სულ რაღაც 2.8 კილოგრამს იწონის, რაც მუშაობისთვის მოსახერხებელს ხდის. ეს ელექტრო სახეხი ხელსაწყო გამოგადგებათ ინტენსიური სამუშაოებისას. ქრაუნის ამ ელექტრო შალაშინის შეძენისას თან მოყვება გვერდითი და ვერტიკალური საბჯენები.
უპირატესობები:
ბრენდი DEWALT
პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
სიმძლავრე 600W
ზომა სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 3.2
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-15000min
მუშაობის სიღრმე 0-2.5mm
კომპლექტაცია:
თუ ხეზე მუშაობის პროფესიონალი ბრძანდებით, მაშინ პროფესიონალური შალაშინიც დაგჭირდებათ. დევალტის პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და ძალიან დიდი სასიცოცხლო ვადა აქვს. შესაბამისად, დევალტის ელექტრო შალაშინის შეძენისას თქვენ გრძელვადიან პერიოდში ფულს ზოგავთ. დევალტის ელექტრო შალაშინს კომპლექტაციაში მოყვება: დანა ორმხრივი საჭრელი პირით, პარალელური მიმმართველი და მტვერსასრუტზე გადამყვანი.
უპირატესობები: