შალაშინი - გამოგადგებათ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკეტოლოგის, ფილიპ კოტლერის სიტყვებია: „არ არის აუცილებელი ბევრი მუშაობა, აუცილებელია მუშაობდეთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილასო“.

იფ, შენ გენაცვალე, რა ჯობია, როცა საჭირო დროსა და საჭირო ადგილას მუშაობ. მით უმეტეს, როცა გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და კიდევ ერთი მით უმეტეს - როცა საყვარელ საქმეში ისეთი ხელსაწყოები გეხმარება, ყველაზე რთულ დავალებასაც სიმღერ-სიმღერით რომ შეგასრულებინებს.

ისე, საინტერესოა, რომელი სიმღერა მოუხდება ისეთ ინსტრუმენტს, როგორიც ელექტრო შალაშინი გახლავთ? პრინციპში, ყველა, რომელიც თავად მოგწონთ და სამუშაო პროცესში კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

ჰოდა, ასე კარგ ხასიათზე მყოფები მივყვეთ ღიღინ-ღიღინით და გავიგოთ, რისთვის არის საჭირო სალაშინი.

რისთვის გამოიყენება ელექტრო შალაშინი?

ელექტრო შალაშინი ხის მასალაზე სწორი და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება. ინსტრუმენტი მოთხოვნადია როგორც პროფესიულ სფეროებში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მექანიკური მოწყობილობისგან განსხვავებით, ელექტრო მოწყობილობას ფუნქციონირების ფართო სპექტრი აქვს.

რა თქმა უნდა, ინსტრუმენტს აქვს სხვა არაერთი ფუნქციაც. მაგალითად, შალაშინის ფუნქციებში შედის:

  • ზედაპირების გათანაბრება;
  • ნაწიბურების დამუშავება;
  • ზომების კორექტირება;
  • ირიბი კიდეების გასწორება;
  • ქერქის მოშორება.

აღჭურვილობა და მუშაობის პრინციპი

უნდა ითქვას, რომ სალაშინი მარტივი ხელსაწყო ნამდვილად არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღჭურვილობისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ხის დამუშავებაზე მუშაობს. წესების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ერთი, რომ სამუშაო პროცესის გამარტივებას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში - შეკეთებას.

ელექტრო შალაშინის ძირითადი სამუშაო ელემენტი მბრუნავი ბარაბანი გახლავთ, რომლის კორპუსშიც ჰორიზონტალური ფოლადის დანებია ჩაშენებული. ბარაბანი ბრუნვას ელექტრომოტორის დახმარებით იწყებს. დამუშავების ხარისხი მისი ბრუნვის სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაღალ ბრუნებზე დანები ზედაპირს ეხება და საჭირო სისქის ნათალს აშორებს.

ჭრის სიღრმეზე მარეგულირებელი მექანიზმია პასუხისმგებელი. მოდელების უმეტესობა ნახერხის შემგროვებლითაც არის აღჭურვილი.

დამუშავებული ზედაპირის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ჭრის ელემენტებზე. დანის პირების ფორმა ტალღოვანი, მომრგვალო და სწორია. მოდელიდან გამომდინარე, შეიძლება დამონტაჟდეს 1-დან 4-მდე დანა.

კონსტრუქციის აგებულება:

  • ჩამრთველი ღილაკი;
  • დამცავი გარსაცმი;
  • წინა სახელური;
  • დისკო;
  • დანებიანი ბარაბანი;
  • ძრავა;
  • სადენი;
  • უკანა სახელური.

შალაშინით მუშაობისთვის სულაც არ არის საჭირო წლების გამოცდილება და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. საკმარისია ინსტრუქციის წაკითხვა და რაც მთავარია, უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. სამუშაო სივრცედ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ადგილი გამოდგება.

როგორ შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი?

მექანიკური ანალოგისგან განსხვავებით, ელექტრო შალაშინი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. საჭირო შედეგის მისაღებად, დურგალს მინიმალური ძალისხმევა ეხარჯება.

იმისთვის, რომ საიმედო ინსტრუმენტი შეარჩიოთ, აუცილებელია შეისწავლოთ კონსტრუქციის თავისებურებები და კომპლექტაციის შესაძლებლობები. ყურადღება დაუთმეთ ძირითად მახასიათებლებს, დანებსა და მათ ფორმებში გარკვევას.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეძენამდე ზუსტად განსაზღვრეთ მიზანი და გამოყენების სიხშირე.

რეგულარული გამოყენებისთვის პროფესიონალურ ელექტრო შალაშინს ირჩევენ, ხოლო თუ იშვიათად მოგიწევთ ინსტრუმენტის გამოყენება, უმჯობესია, არჩევანი მარტივ მოდელზე შეაჩეროთ.

ელექტრო შალაშინის შერჩევისას, როგორც წესი, შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ:

  • ინსტრუმენტის სიმძლავრე;
  • ხის დამუშავების სიჩქარე;
  • ფენების მოხსნის სიღრმე და სიგანე;
  • წონა;
  • დანების სახეობები;
  • სახელურის კომფორტულობა;
  • კვების ტიპი;
  • დამატებითი პარამეტრები და ასე შემდეგ.

უსაფრთხოება

- ელექტრო შალაშინი, თუკი მას სწორად გამოვიყენებთ, დიდი მოცულობის სამუშაოს საკმაოდ მოკლე დროში მიგვაყვანინებს ბოლომდე, თუმცა, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა დადებით შედეგებს, რა თქმა უნდა, არავის მოუტანს;

- პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ შალაშინი საიმედოდ არის დამაგრებული;

- შალაშინის ნებისმიერი შემოწმებისას, იქნება ეს დანების რეგულირება, თუ სხვა რამ, უნდა დარწმუნდეთ, რომ დენის წყაროსთან მიერთებული არ არის;

- ზედაპირის დამუშავება დაიწყეთ მას შემდეგ, რაც შალაშინის დანები მაქსიმალურ ბრუნვას მიაღწევს;

- მუშაობის დროს, სადენი ზედმეტად დახვეული და აბურდული არ უნდა იყოს;

- ელექტრო შალაშინის ყველა დეტალი, რომელიც ელექტროგამტარია, საიმედოდ უნდა იყოს იზოლირებული.

TOLSEN TOL1518-79564 - ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528798613
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT24001HX - შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS - ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება