შალაშინი - ერთ-ერთი უძველესი იარაღი

ხეზე მუშაობისთვის უამრავი ინდუსტრიული ხელსაწყო არსებობს და თითოეულ მათგანს საკუთარი დანიშნულება გააჩნია. შალაშინი ერთ-ერთი იარაღია, რომელიც ხის მასალისთვის საბოლოო, დახვეწილი დიზაინის მიღებაში დაგეხმარებათ. სალაშინი ასევე დაგეხმარებათ ხისთვის ზედმეტი ზედაპირის მოშორებაში. მაგალითად, როცა კარები კარგად არ იკეტება ხის ზედმეტი მასალის გამო.

შალაშინი ერთ-ერთი უძველესი ხის იარაღია და  ათასობით წლის წინ წარმოიშვა. ადრეული შალაშინები ხისგან იყო დამზადებული, რომლის ცენტრალურ ნაწილში მოჭრილი მართკუთხა ნაჭერი ან ნაპრალი იყო. საჭრელი დანა ან რკინა ხის სოლით იყო გამაგრებული. სოლი კი ჩაკეტილი იყო ძვალში. ამ ტიპის შალაშინები აღმოაჩინეს სხვადასხვა გათხრებისას. ყველაზე ადრეული შალაშინი ნაპოვნია პომპეიში, თუმცა სხვა უამრავი სალაშინი აღმოჩენილია ბრიტანეთსა და გერმანიაში.

სტანდარტული შალაშინი შედგება შემდეგი დეტალებისგან:

  • ნაპრალი - შალაშინის ძირში არის ნაპრალი, სადაც მოთავსებულია დანა, რომლის მეშვეობითაც ითლება ხე.
  • დანა - რომლის მეშვეობითაც თლის შალაშინი ხეს.
  • დანის ქუდი - უზრუნველყოფს დანის მყარად, უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნას.
  • სახელური - საშუალებას გაძლევთ მეორე ხელით მართოთ შალაშინი.
  • მთავარი სახელური - ამ სახელურზე მიდის სამუშაო დაწოლა.

სტანდარტული შალაშინი სულ უფრო და უფრო დიდი იშვიათობაა, განსხვავებით ელექტრო შალაშინისა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დურგლებსა და ხეზე მუშაობით დაინტერესებულებში. ელექტრო შალაშინი ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს გთავაზობთ.

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ სხვადასხვა სტანდარტული თუ ელექტრო შალაშინს, რომლის შეძენაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. თუ თანხის ერთჯერადად გადახდა არ გნებავთ, Holst.ge-ზე განვადების განაცხადის შევსებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ნივთის შეძენიდან უახლოეს მომავალში კურიერი მას სახლში მოგაწვდით.

ბრენდები

ჩვენი ონლაინ მაღაზია სავსეა წამყვანი ბრენდების პროდუქციით. როგორიცაა, Tolsen, Black&Decker, Crown და DeWalt. თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ ბრენდებს, ვეცდებით ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ.

Black&Decker

ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქცია გათვლილია მოყვარულებზე და ნახევრად პროფესიონალებზე. ბრენდის სტრატეგიაა, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლოს ინდუსტრიული იარაღის შეძენა. შესაბამისად, Black&Decker-ის შალაშინი ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი მის მიერ წარმოებულ შალაშინი მოყვარულებზე და ნახევრად პროფესიონალებზეა გათვლილი, ხშირად პროფესიონალებიც შეიძენენ ხოლმე. ამის მიზეზი მისი ხელმისაწვდომი ფასი და გამძლეობაა. Black&Decker-ის შალაშინის სხვებისგან გამორჩევა არ გაგიჭირდებათ, ბრენდის ლოგოს გარდა, ის ძირითადად შავ და წითელ ფერებში გვხვდება, რომელიც ასევე ბრენდის საკვანძო ფერებია.

Tolsen

ამ ბრენდის პროდუქცია, წინა ბრენდის მსგავსად, მოყვარულებზე და ნახევრად პროფესიონალებზეა გათვლილი. Tolsen-ის სალაშინი ხელმისაწვდომი ფასით დომინირებს ბაზარზე და მომხმარებლების დიდი არმიაც ჰყავს. ამ ბრენდის მთავარი ღირსება ოქროს შუალედია ხარისხსა და ფასს შორის. სწორედ ამიტომაც, პროფესიონალებიც კი ხშირად ყიდულობენ  Tolsen-ის სალაშინს Holst.ge-ზე. Tolsen-ის პროდუქცია მკვეთრი ყვითელი ფერია და მარტივია სხვა თანამოძმეთაგან მისი გამორჩევა.

Crown

ბრენდი, რომლის მთავარი საზრუნავია არასდროს ჰყავდეს უკმაყოფილო მომხმარებელი. Crown საკუთარ პროდუქციას საუკეთესო მასალით ამზადებს, რომ ათწლეულებს გაუძლოს და ამით, მყიდველს თავი შეაყვაროს. ხშირი შემთხვევაა, როცა Crown-ის რომელიმე ერთი პროდუქტის შეძენის შემდეგ, მომხმარებელი სხვა ინდუსტრიული ხელსაწყოსაც Crown-ის ბრენდირებით ეძებს. Crown-ის ფერებია: ვერცხლისფერი და რუხი.

DeWalt

DeWalt, ალბათ, განსაკუთრებულად არაფერს ცდილობს, ისეთ დონეზე ყავს აყვანილი წარმოების ხელოვნება. ერთ საუკუნოვანი ბრენდი თითოეულ დეტალს ხვეწდა და აუმჯობესებდა. სწორედ,  საუკეთესო მასალით და პროფესიონალი ინჟინრებით იქმნება ერთ-ერთი საუკეთესო შალაშინი მსოფლიოში. DeWalt-ის პროდუქციას, მისი მაღალი ფასის გამო, ძირითადად პროფესიონალები ყიდულობენ. თუმცა, ხშირია ენთუზიაზმით სავსე მოყვარულები და დამწყებები, რომლებსაც საუკეთესო იარაღით უნდათ საქმიანობა. DeWalt-ის პროდუქცია განსაკუთრებულად დახვეწილი დიზაინისაა და შავ და ყვითელ ფერებში გვხვდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ შალაშინის შეძენისას?

უმთავრესი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ბრენდია. რადგან, ის განსაზღვრავს რამდენად ხარისხიანია შეძენილი შალაშინი. ბრენდების უკვე განვიხილეთ და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. აარჩიოთ თქვენთვის და თქვენი მომავალი საქმიანობისთვის შესაფერისი შალაშინი.

სიმძლავრე - მძლავრი ელექტრო შალაშინი გაცილებით სწრაფად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს და უფრო რთულ მასალებსაც უკეთესად უმკლავდება. თუ დრო თქვენს საქმეში გადამწყვეტია, მაშინ ჯობს მაღალი სიმძლავრის შეიძინოთ.

ზომა - ზომაც ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია შალაშინის შეძენისას. თუ თქვენ დიდი პროექტებზე მოგიწევთ მუშაობა, მაშინ დიდი შალაშინი უფრო კომფორტულიც კი იქნება - მარტივად და მძლავრად დაიჭერთ  ხელში. თუმცა თუ ვიწრო და პატარა პროექტებზე უნდა იმუშაოთ, მაშინ უმჯობესია თქვენს მიერ შეძენილი სალაშინი პატარა და კომპაქტური იყოს, რომ მარტივად მიუდგეთ მასალის ყველა კუთხეს.

მუშაობის სიღრმე - რაც უფრო დიდი დიაპაზონი აქვს სალაშინს, დამატებითი კომფორტია. ვინაიდან, გაცილებით სწრაფად მორჩებით უხეში ზედაპირის მოცილებას.

TOLSEN TOL130-42000 შალაშინი 235*44MM

Tolsen xelis shalashini

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი შალაშინი
  • ზომა 235x44mm
  • წონა (კგ) 0.6

თუ ფიქრობთ, რომ შალაშინი ხშირად არ დაგჭირდებათ, თან არც ისე დიდ პროექტებზე, მაშინ ხელის შალაშინი მშვენიერი არჩევანია. ხარჯებს დაზოგავთ და სახლში ძალიან გამძლე ინსტრუმენტი გექნებათ. ამასთან, ტექნიკის გამო ხშირად შორს ვართ საქმით ესთეტიკური სიამოვნების მიღებისგან, რომლის მონიჭებაც სტანდარტულ, ძველებურ შალაშინს შეუძლია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • გამძლეობა

B&D KW712KA-QS-ელ. შალაშინი 650W

Black&Decker eleqtro shalashini

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე 650W
  • ზომა 82mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-17000min
  • მუშაობის სიღრმე 0-2mm

კომპლექტაცია:­

  • ქეისი
  • პარალელური მისაბჯენი
  • დანა ორმხრივი პირით
  • გადამყვანი მტვერსასრუტზე დასაერთებლად                    

B&D-ის შალაშინი, რომელიც 650 ვატი სიმძლავრით არის წარმოდგენილი, ძალიან პრაქტიკული და ძლიერი ხელსაწყოა. ამასთან საშუალო ზომისაა, სულ რაღაც 8 სანტიმეტრშია მოთავსებული ამ სიდიდის სიმძლავრე. B&D-ის შალაშინის შეძენის შემთხვევაში, კომპლექტაციაში მოყვება ქეისი - რაც მასთან ერთად გადაადგილების შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია, პარალელური მისაბჯენი - რაც მუშაობისას ხშირად გამოგადგებათ და დაიცავთ სიზუსტეს, დანა ორმხრივი პირით - ორმხრივი პირი შალაშინისთვის დამატებითი პირის შეძენას დიდი ხნის განმავლობაში გადადებს, და მტვერსასრუტზე მისაერთებელი გადამყვანი - რომელიც სუფთად საქმიანობაში დაგეხმარებათ და დამღლელი სამუშაოს შემდეგ, არ დაგჭირდებათ სამუშაო გარემოს დასუფთავება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown shalashini

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 320W
  • ზომა 115x230mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.43
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 6000-12000min

კომპლექტაცია:

  • მტვრის შემგროვებელი
  • სახეხი ფურცელი 3 ცალი     

Crown-ის უმაღლესი ხარისხი ამ ხელსაწყოში იგრძნობა, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ Holst.ge-ზე. მიუხედავად, არც თუ ისე მაღალი სიმძლავრისა, საკმაოდ გამძლეა და დიდ პროექტებსაც გაუმკლავდება.

უპირატესობები:

●        ხელმისაწვდომი ფასი

●        მაღალი ხარისხი

CROWN CT14019X-ელექტრო შალაშინი 710W

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე 710W
  • ზომა 82mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.8
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-16000min
  • მუშაობის სიღრმე 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • გვერდითი მისაბჯენი
  • ვერტიკალური მისაბჯენი    

ეს შალაშინი, Crown-ის უმაღლესი ხარისხთან ერთად მაღალ სიმძლავრესთან არის წარმოდგენილი და სულ რაღაც, 8 სანტიმეტრისაა. ამასთან 2.8 კილოგრამს იწონის.  მოკლედ, ძალიან კომპაქტური, მძლავრი და მაღალხარისხიანი შალაშინია.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი 
  • სიმძლავრე 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.2       
  • კვების წყარო 220-240V                                 
  • ბრუნვის სიჩქარე 0-15000min     
  • მუშაობის სიღრმე 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმართველო
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის

რომ არა ფასთა სხვაობა, DeWalt-ის შალაშინი ყველა ადამიანის არჩევანი იქნებოდა. შალაშინი პრემიუმ ხარისხისაა და ძალიან დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. ამასთან ძალიან პრაქტიკულია და მშვენიერი კომპლექტაციით არის წარმოდგენილი.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • გამძლეობა
  • დიზაინი
  • პრაქტიკულობა
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება