შალაშინი ერთ-ერთი უძველესი ხის დასამუშავებელი ინსტრუმენტია, რომელიც ზედაპირის გასწორებისთვის და ხის მასალის სიქის შესამცირებლად გამოიყენება. დღეს, სტანდარტული ხის შალაშინი ნაკლებად გამოიყენება, რადგან ელექტრო შალაშინი ხელმისაწვდომია ბაზარზე.

Crown ელექტრო შალაშინი

Black&Decker სალაშინი

DeWalt შალაშინი

რა არის ელექტრო შალაშინის უპირატესობები?

სისწრაფე - ელექტრო შალაშინის დახმარებით გაცილებით სწრაფად მიიღებთ საბოლოო შედეგს, ვიდრე ხელის შალაშინით.

ხარისხი - ელექტრო სალაშინი წამის განმავლობაში დაახლოებით 20 ბრუნს აკეთებს. შესაბამისად, ზედაპირი ბევრად უფრო ხარისხიანად მუშავდება.

შრომა - ელექტრო შალაშინით ბევრად ნაკლები ენერგიის ჩადება მოგიწევთ მუშაობის პროცესში და ნაკლებად დაიღლებით.

ამ სტატიაში განვიხილავთ სამი ბრენდის ელექტრო შალაშინს. ესენია : Crown-ის ელექტრო შალაშინი, B&D-ის ელექტრო შალაშინი და DeWalt-ის შალაშინი. განვიხილოთ თითოეული ბრენდი ცალ-ცალკე.

Crown

ამ ბრენდის პროდუქცია მიუხედავად მაღალი ხარისხისა, არამხოლოდ პროფესიონალებზე არის გათვლილი. ვინაიდან, Crown-ის შალაშინის შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

B&D

ეს ბრენდი ძირითადად მოყვარულებზე და თვითდასაქმებულ ადამიანებზე თვლის თავის პროდუქციას. დაბალ ფასად, მაღალი გამძლეობის ინდუსტრიულ იარაღებს აწარმოებს.

DeWalt

DeWalt-ის პროდუქცია პროფესიონალებისთვის და ენთუზიაზმით სავსე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ყველასთვის, ვისთვისაც საკუთარი საქმე მნიშვნელოვანია და მაღალი ხარისხის შალაშინი უნდა, რომ ქონდეს.

აქვე მოგიმზადეთ რჩევების ნუსხა, რომელიც გამოგადგებათ შალაშინის გამოყენებისას

  • თხელი ჭრა საუკეთსოა

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თხელი ჭრისას ცოტაოდენი დრო დაკარგოთ, თხელი ნაწილის მოცლა ყოველ ჯერზე ბევრად ჯობს ღრმა ჭრის ფუნქციით მუშაობას. ამით თქვენც დაიზღვევთ თავს მასალის გაფუჭებისგან და შალაშინიც დიდხანს გაგყვებათ.

  • ხშირად გაწმინდეთ შალაშინი

თუ თქვენი შალაშინი თქვენთვის მნიშვნელოვანია, ხშირად გაწმინდეთ ის მუშაობისას. პატარა ნაწილაკებმა შეიძლება დააზიანოს ის. გაწმენდით კი, ამ მცირე შანსს მინიმუმამდე დაიყვანთ.

  • შეცვალეთ შალაშინის დანა, ცუდი ჭრისას

თუ მუშაობისას შეამჩნევთ, რომ სალაშინი კარგად არ ჭრის, დროა საჭრელი პირი შეცვალოთ

  • დაიცავით ყურები

სალაშინის ხმა საკმაოდ შემაწუხებელია და შესაძლოა საშიშიც აღმოჩნდეს თქვენი ყურებისთვის.

CROWN CT13311-ელ. შალაშინი 810W

crown shalashini

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 810W
  • ზომა 76x533mm     
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.8       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3800min

Crown-ის მაღალი ხარისხის შალაშინი Holst.ge-ზე ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ. მისი მაღალი ხარისხი, მაღალი სიმძლავრე და კომპაქტური ზომა საუკეთესო არჩევანი იქნება, ფასის გათვალისწინებით. ეს შალაშინი საკმაოდ მძლავრია. 810 ვატი სიმძლავრე მარტივად და სწრაფად გაუმკლავდება თქვენს მიერ დაკისრებულ სამუშაოებს მრავალი წელი. შალაშინი 3.8 კილოგრამს იწონის, რაც არც თუ ისე დიდია ამ მოწყობილობისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა

B&D KW712KA-QS-ელ. შალაშინი 650W

Black&Decker shalashini

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე 650W
  • ზომა 82mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-17000min
  • მუშაობის სიღრმე 0-2mm

კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • პარალელური მისაბჯენი
  • დანა ორმხრივი პირით
  • გადამყვანი მტვერსასრუტზე დასაერთებლად

Black&Decker-ის ეს შალაშინი ამოვარდნილია ჩვენს მიერ ამ ბრენდზე მიწებებული შეხედულებიდან, რომ ის მხოლოდ მოყვარულებისთვის აწარმოებს ინდუსტრიულ იარაღებს. ეს შალაშინი მრავალმა მომხმარებელმა შეიძინა ჩვენ ონლაინ მაღაზიაში და უკლებლივ ყველა კმაყოფილი დარჩა. 650 ვატი სიმძლავრე საკმარისია ნებისმიერ ხის მასალაზე სამუშაოდ. 3 კილოგრამი მასით კი გადაადგილება და მისით მუშაობა ძალიან გაგიმარტივდებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

dewalt shalashini

  • ბრენდი DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm     
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 3.2       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-15000min     
  • მუშაობის სიღრმე 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმართველო
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის   

DeWalt-ის პროფესიონალური, უმაღლესი ხარისხის ელექტრო შალაშინი 600 ვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდება. ამასთან საკმაოდ კომპაქტურია. დამატებით კომპლექტაცია კი DeWalt-ის მომხმარებლისადმი მიდგომას კარგად გამოხატავს.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება