ხარისხიანი შალაშინი დახვეწილი ნამუშევრისთვის

ადამიანის ხის მასალასთან ურთიერთობა მრავალი წლის წინ დაიწყო. პირველი მცდელობა შედარებით დაუხვეწავი დიზაინის იყო, თუმცა, წლებთან ერთად, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. საბოლოოდ, ხეზე მუშაობა, პროფესიონალებისა თუ მოყვარულებისთვის, კომფორტულ სამუშაოდ იქცა და დურგლობამაც საინტერესო პროფესიებს შორის დაიკავა ადგილი. თუ თქვენც ამ საქმით ხართ გატაცებული, მაშინ ყველაფრის გაუმჯობესებისთვის, შალაშინის შეძენა აუცილებელია. მისი მეშვეობით, დახვეწილ პროდუქტს შექმნით და საკუთარ თავსაც მეტად განავითარებთ.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში მრავალფეროვანი არჩევანია. Dewalt, Crown, Tolsen- ბაზარზე მოწინავე ის ბრენდებია, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნავენ. არჩევნის გამარტივებისთვის, განვიხილოთ მახასითებლები და ძლიერი მხარეები.

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

ელექტრო შალაშინი კომფორტული ხელსაწყოა და მასთან ერთად მუშაობა სასიამოვნო პროცესია. Dewalt ძლიერ სალაშინს გთავაზობთ. თუ რთულ საქმეს ეჭიდებით, მაშინ მძლავრი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. ამით საქმეს გაიმარტივებთ და ხელსაწყოც ყოველთვის ფორმაში იქნება, ამიტომ,  საუკეთესო არჩევანი Dewalt ელექტრო შალაშინია.

Dewalt-DW680-QS shalashini

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm
  • წონა (კგ) - 3.2

კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის           

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გარანტია
  • კომპლექტაცია

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown ხარისხიანი ელ. შალაშინი ხეს, ზედმეტ მასალას საუკეთესოდ მოაშორებს. ზედაპირი დახვეწილი და მეტად თვალშისაცემი გახდება. ძლიერი ბრუნვის სიჩქარე და მსუბუქი წონა ხელსაწყოს კომპაქტურობას მატებს. კომპლექტაციაში 3 სახეხი ფურცელი და მტვრის შემგროვებელი მოყვება. დამატებით საქმეს თავიდან აირიდებთ და დანაგვიანებულ გარემოზე დარდი აღარ მოგიწევთ, სალაშინი პრობლემას თავად გადაჭრის. ერთწლიანი გარანტიაც თქვენს ხელთაა.

CROWN-CT13401 shalashini

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 320W   
  • ზომა - 115x230mm   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო  220-240V                   
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min
  • წონა (კგ) - 2.43          

კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • კომპლექტაცია

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

ცნობილი ბრენდი Tolsen განსხვავებულ ელ. სახეხ ხელსაწყოს გთავაზობთ.  ჩამოთვლილთაგან ეს უკანასკნელი ყველაზე მსუბუქია, ამიტომ, თუ სამუშაო მცირე დეტალებია, საუკეთესო არჩევანი სწორედ Tolsen შალაშინია. ხელში ჭერისას სიმძიმეს ვერ იგრძნობთ და მარტივად გადაადგილებთ. კომპლექტაციაში საჭირო ნივთები და ერთწლიანი გარანტია მოყვება.

TOLSEN-TOL1518-79563 shalashini

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 220W   
  • ზომა - 187x92.5mm   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min
  • წონა (კგ) - 1.97          

კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • გარანტია
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

რა უნდა გაითვალისწინოთ შალაშინის შეძენისას ?

შალაშინი შესანიშნავი გამოგონება და პროფესიონალებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტიც კია. შერჩევისას პატარა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ. სიმძლავრის მაჩვენებელი, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე განსაზღვრეთ. თუ საქმე შედარებით ბევრია, მაშინ ძლიერი ხელსაწყო დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საუკეთესო არჩევანი Dewalt ელექტრო შალაშინია. თუმცა, მარტივი საქმეებისთვის ნაკლები სიძლიერე სრულიად საკმარისია. ამავდროულად, სიმსუბუქე ინსტრუმენტს მეტად მოსახერხებელს ხდის. მაშინ, არჩევანი Tolsen- ისა და Crown- ის შალაშინზე შეაჩერეთ. სამივე მათგანი ხარისხიანი ბრენდების პროდუქტია. მთავარი თქვენთვის სასურველი მონაცემების სწორად განსაზღვრაა. Holst.ge- ზე შეძენას ბევრი უპირატესობა აქვს: არჩევთ სახლიდან გაუსვლელად და სარგებლობთ უფასო მიტანით.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება