შალაშინი - კომფორტული მუშაობის გარანტი

სრულყოფილად შესრულებული საქმე, სასიამოვნო განცდას ტოვებს. აქამდე კი მაქსიმალურ მონდომებასა და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მიჰყავხართ. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით, ხესთან მუშაობისას გამოგადგებათ. წვრილმანებზე ფოკუსირება და ზედმეტი მასალისგან გასუფთავებას კი, მარჯვე ხელსწყოთი შეძლებთ. შალაშინი სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს. ინსტრუმენტის დახმარებით, ნამუშევრები იხვეწება და უკეთესი ხდება. ამ ტექნიკას უძველესი დროიდან მიმართავენ, თუმცა, ძველი ხელსაწყო საქმეს ართულებდა. თანამედროვე ელექტრო სალაშინმა კი, ყველაფერი გაამარტივა. ხელსაწყოს მთავარი უპირატესობა ხარისხსა და მოქნილობაშია. ამიტომ, სამი ბრენდის მძლავრ ელექტრო შალაშინს წარმოგიდგენთ. ჩვენ არჩევნის გამარტივებთ, თქვენ კი კომფორტულად მოეწყვეთ და მახასიათებლები ყურადღებით გადაიკითხეთ.

Dewalt DWE6411-QS ელექტრო სახეხი ხელსაწყო

Dewalt გამძლეობით ცნობილი ბრენდია. ხელსაწყოები მძლავრად მუშაობს და სასურველ შედეგამდე მიჰყავხართ. მაღალი ბრუნვის სიჩქარიანი ელექტრო შალაშინიც მათ რიცხვს მიეკუთვნება. წონას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპაქტურობისთვის. სიმსუბუქე მოხერხებულად მუშაობის განმაპირობებებლია. ხელსაწყო მაქსიმალურად კარგად მოგერგებათ და ხელში დიდხანს ჭერაც უპრობლემო გახდება. პროცესის დროს წარმოქმნილი მტვერი არასასიამოვნოა, რადგან  ყველაფერს ედება, მოშრება კი ჭირს. ამიტომ, კომპლექტაციაში მტვრის შემგროვებელი ადაპტორი მოყვება. საბოლოოდ, თითოეული დეტალი მუშაობას ჰარმონიულს ხდის.

Dewalt-DWE6411-QS shalashini

  • ბრენდი- DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 230W   
  • ზომა - 108x115mm   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-14000min
  • წონა (კგ) - 1.28          

კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი ჩაშენებული ადაპტორით მტვერსასრუტისთვის        

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown საუკეთესო ბრენდია. ამიტომ, მისი ელექტრო შალაშინი გამორჩეულია. სიმძლავრე რთულ სამუშაოში ხელს უწყობს. ინსტრუმენტის დახმარებით, დიდ პროექტებზე მუშაობას თავისუფლად შეძლებთ. დაბალი სიმძლავრის სალაშინი ყოველდღიურ დატვირთვას ზოგჯერ ვერ უძლებს. ამიტომ, თუ დღის განმავლობაში ბევრი მუშაობა გიწევთ, კონკრეტული ხელსაწყო საუკეთესო არჩევანია. მაღალი ბრუნვის სიჩქარე ეფექტურად ამუშავებს, ერთწლიანი გარნტია კი, ქარხნული დეფექტის აღმოჩენისას, პრობლემას მოგიგვარებთ. კომპლექტაციაში მტვრის შემგროვებელი და 3 სახეხი ფურცელი მოყვება. ელექტრო შალაშინის საშუალო წონა დისკომფორტს არ შეგიქმნით. ამ ყველაფერ კი, უპირატესობად ხელმისაწვდომი ფასიც ემატება.

CROWN-CT13401 shalashini

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 320W   
  • ზომა - 115x230mm   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min
  • წონა (კგ) - 2.43          

კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

B&D BEW220-QS ელ-საპრიალებელი 150W

Black and decker - ის ელექტრო სალაშინი უდავოდ საუკეთესოა მოყვარულებისთვის და არა მარტო. ხელსაწყოს შედრებით ნაკლლები სიმძლავრე აქვს და შერჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორია. ძლიერი დატვირთვა გაუჭირდება, მაგრამ მსუბუქ სამუშაოებს თავს მშვენივრად ართმევს. დაბალი წონა მეტ კომპაქტურობას მატებს და მუშაობის პროცესიც სასიამოვნო ხდება. შალაშინის შეძენას Holst.ge- ზე ხელსაყრელ ფასად შეძლებთ.

BlackDecker-BEW220-QS shalashini

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 150W   
  • ზომა - 114X109mm   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • წონა (კგ) - 1.5

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • კომფორტულობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შალაშინის შეძენისას ?

Holst.ge- ზე ნებისმიერი ხელსაწყოს შერჩევა მარტივია. სახლიდან გაუსვლელად, დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ. ინსტრუმენტების მახასიათებლებზე დაკვირვებით კი, თქვენთვის სასურველ ხელსაწყოს შეარჩევთ.  შალაშინის შეძენისას, პირველ რიგში სამუშაო დატვირთვა გაითვალისწინეთ. მაგალთად, თუ ყოველდღიურად ბევრი მუშაობა გიწევთ, მაშინ, მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ. თუ სამუშაო შედარებით ნაკლებ ენერგიას მოიცავს, დაბალი სიმძლავრის ელექტრო სალაშინიც გამოგადგებათ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება