ელექტრო შალაშინი ყველა დურგალისთვის და ხეზე მომუშავე ადამიანისთვის აუცილებელი ხელსაწყოა. ის ხეზე მუშაობის დამამთავრებელ ფაზაში გამოიყენება ზედაპირის გასასწორებლად და გასათხელებლად. ელექტრო შალაშინის შეძენა არ არის მარტივი საქმე და გარკვეულ ცოდნას საჭიროებს, მათ შორის ბრენდების, საჭირო სიმძლავრის, ზომის და ა.შ.

Tolsen ელექტრო შალაშინი

Crown ელექტრო შალაშინი

DeWalt ელექტრო შალაშინი

უპირველესად, უნდა განსაზღვროთ თქვენს მიერ შესასრულებელი სამუშაო და შეძენილი ელექტრო შალაშინი მას შეუსაბამოთ. თუ ელექტრო შალაშინის გამოყენება ხშირად მოგიწევთ მყარ მასალებზე, ამასთან დროც მნიშვნელოვანი ფაქტორია, უმჯობესია მძლავრი ელექტრო შალაშინი შეიძინოთ. თუ თქვენი პრიორიტეტი ზუსტად და ესთეტიკურად დასრულებული სამუშაოა, მაშინ მსუბუქი და ნაკლებად მძლავრი ელექტრო შალაშინი უნდა გახდეს თქვენი არჩევანი.

ელექტრო შალაშინის ბრენდი

მას შემდეგ, რაც თქვენი სამუშაოს სპეციფიკას განსაზღვრავთ, მეორე მთავარი დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ბრენდია. თუ ისეთი ბრენდის შალაშინი გხვდებათ, რომელსაც არ იცნობთ, მაშინ რთულია დასკვნების გამოტანა და ვარაუდი იმის შესახებ, გამოგადგებათ თუ არა ელექტრო შალაშინი. ამისათვის, კარგი იქნება თუ ბრენდების შესახებ ცნობიერებას აიმაღლებთ.

  • Tolsen

Tolsen-ის ბრენდის ელექტრო შალაშინი ნებისმიერ მომხმარებელზეა მორგებული და ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ მისი შეძენა. ბრენდი დიდი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს და მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი, რაც თითო ერთეულის თვითღირებულებას საგრძნობლად ამცირებს და კარგ ხარისხს, დაბალ ფასად გვთავაზობს. თუ პატარა და ნაკლები ინტენსივობის პროექტებისთვის ეძებთ დაბალბიუჯეტურ მოდელს, მაშინ Tolsen-ის ელექტრო შალაშინი უნდა შეიძინოთ.

  • Crown

Crown მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რაშიც ელექტრო შალაშინიც მოიაზრება. ბრენდის მთავარი ორიენტირი მაღალხარისხიანი პროდუქციაა, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი - მოყვარულისთვის თუ პროფესიონალისთვის. Crown-ის ელექტრო შალაშინი საკმარისად ხელმისაწვდომია მოყვარულებისთვის და საკმარისად ხარისხიანი პროფესიონალებისთვის.

  • DeWalt

თუ პროფესიონალი ხართ, ან თქვენი სამუშაოსადმი ენთუზიაზმით ხართ განწყობილი, მაშინ DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის ელექტრო შალაშინი აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. DeWalt ელექტრო შალაშინის შექმნისას ითვალისწინებს უმცირეს დეტალებს, როგორიცაა ინსტრუმენტის იდეალურად კომფორტული სახელური. ეს ბრენდი უკვე ნახევარი საუკუნეა არსებობს. მუდმივად ვითარდება და ინოვაციური პროდუქციით ანებივრებს მომხმარებლებს.

ჩვენი ინტერნეტ მაღაზია წარმოგიდგენთ ელექტრო შალაშინების დიდ არჩევანს და კომფორტულ პლატფორმას. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი ინდუსტრიული ხელსაწყო შეიძინოთ და კურიერს სახლში დაელოდოთ. Holst.ge ფარავს ინდუსტრიული ხელსაწყოების ფართო სპექტრს. დიდი სავაჭრო ცენტრის მაგივრად შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიას ესტუმროთ და დისტანციურად, უფასო მიწოდების სერვისით შეიძინოთ ნებისმიერი სახის და რაოდენობის პროდუქცია.

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:

  • მტვრის ყუთი
  • 3 ცალი სახეხი ქაღალდი      

ეს ელექტრო შალაშინი არ არის განკუთვნილი მძიმე და დიდი პროექტებისთვის, თუმცა სახლის, მცირე საქმიანობებისთვის იდეალური იარაღია. ეს ელექტრო შალაშინი არის ძალიან მსუბუქი, კომპაქტური და მოსახერხებელი. ასევე, საკმაოდ გამძლეა და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • გამძლეობა

CROWN CT14019X-ელექტრო შალაშინი 710W

crown shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 710W
  • ზომა - 82mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 2.8
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • გვერდითი მისაბჯენი
  • ვერტიკალური მისაბჯენი

Crown-ის მაღალხარისხისანი ელექტრო შალაშინი ჩვენს საიტზე ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ელექტრო შალაშინი არის საკმაოდ მძლავრი, აქვს მაღალი სიჩქარის ბრუნვა და პროფესიონალური მოდელია. ასევე, ეს ელექტრო შალაშინი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი მოდელია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმართველო
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის  

თუ თქვენთვის პრემიუმ ხარისხი უპირატესია, მაშინ DeWalt-ის ელექტრო შალაშინი უნდა შეიძინოთ, რომელსაც კომპლექტაციაში მოჰყვება: დანა - ორმხრივი საჭრელი პირით, პარალელური მიმმართველი და გადამყვანი მტვერსასრუტისთვის.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • კომფორტულობა მუშაობისას.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება