შეარჩიე ბარომეტრი სწორად

წნევის კონტროლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მხოლოდ ადამიანებისთვის არა. ავტომობილის აგებულება სპეციფიკურია. ბევრი გასათვალისწინებელი დეტალია. ყველაფერი გულდასმით შესამოწმებელია. არაფერი უნდა გამოგვრჩეს. სწორედ ამიტომ, ავტომობილებს წნევის კონტროლიც სჭირდება. ამაში კი სპეციალური ხელსაწყო დაგეხმარებათ. ცხადია, ჩვეულებრივი აპარატით ჰაერის წნევა არ გაიზომება. ბარომეტრი ამ საქმისთვისაა შექმნილი. რაც მთავარია, მუდამ ეფექტურია. ხარისხიანი ინსტრუმენტი საუკეთესოდ მუშაობს. თქვენგან კი დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. მხოლოდ მცირედი დახმარება და საქმე შესრულებულია.

რა სახის ბარომეტრები არსებობს ?

ციფრულ ერას ასეთივე ხელსაწყოების გარეშე წარმოიდგენთ ? სამყაროში ყველაფერი გამარტივდა, მათ შორის ჰაერის წნევის გაზომვაც. ადრე კი გაცილებით რთული იყო. არაზუსტ ხელსაწყობს საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდათ. ამის შემდეგ გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა. ციფრული წნევის საზომი შეიქმნა და ადამიანებმა შვებით ამოისუნთქეს. ერთი სახის ბარომეტრები ასეთია. გასაზომად ღილაკზე თითის დაჭერა საკმარისია. შედეგი კი ჩამონტაჟებულ ეკრანზე ცოფრები ეწერება. მეორე ტიპის ბარომეტრები კი უფრო სტანდარტულია. ციფრულისგან ვიზუალურადაც მკვეთრად განსხვავდება. ერთი შეხედვით მოუხერხებელი ჩანს, მაგრამ მთლად ასეც არაა. შესრულებულ საქმეს ვერ დავუწუნებთ. ვერც გამძლეობაზე ვიტყვით უარყოფითს. საქმე იმაშია, თუ რომელი სახის ბარომეტრია თქვენთვის კომფორტული. ხარისხი და უპირატესობები კი ორივეს აქვს.

რა განსხვავებაა ხელსაწყოებს შორის ?

ზემოთ ნათქვამის გარდა, განსხვავებები მრავლად მოიძებნება. ერთ-ერთი მოცულობაა. ინსტრუმენტებს სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. შეძენამდე უმჯობესია მახასიათებლებს გაეცნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ. მოცულობას კი განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წნევა. თითოეულს განსხვავებული მაჩვენებელი აქვს. ჰაერის წნევის საზომი სხვადასხვა ზომისაა. ზოგი პატარა და კომპაქტურია, ზოგიც შედარებით დიდი. თუმცა, ჩამოთვლილ სხვაობებთან შედარებით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

რა საერთო აქვს ბარომეტრებს ?

განსხვავებების მსგავსად საერთოც ბევრია. პირველი ბარომეტრების სიმსუბუქეა. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტები სხვადასხვა ზომისაა, მძიმეაო არცერთზე ითქმის. უპირატესობა ის არის, რომ ნებისმიერ მანძილზე უპრობლემოდ გადააადგილებთ. ასევე, სამუშაო პროცესიც მეტად კომფორტული იქნება. Holst.ge - ზე ყველა ბარომეტრს ერთ წლიანი გარანტია ახლავს. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, ტალონი დაგეხმარებათ. აქვე, ხელმისაწვდომი ფასი არ დაგვავიწყდეს. სხვა დანარჩენს, ეს სასიამოვნო ფაქტიც ემატება.

რომელ ბრენდებს წარმოგიდგენთ ?

სამი ხელსაწყო უნდა განვიხილოთ და თითოეული სხვადასხვა ბრენდისაა. Stanley, Crown და Tolsen გამძლე ბარომეტრებს გთავაზობთ. მათი ინსტრუმენტები მაღალი რესურსებითა და ხარისხით გამოირჩევა.

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

Stanley - ის ბარომეტრი ციფრულია. უსწრაფესად მუშაობს და თქვენგან მცირე დახმარებას ითხოვს. საქმის დიდ ნაწილს თავად უმკლავდება. ინსტრუმენტი მსუბუქია და ყველგან მარტივად წაიღებთ.

STANLEY haeris wnevis sazomi

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი     
  • წონა (კგ) - 0.095       
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ციფრული საზომი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

CROWN CT38007-ბარომეტრი

შემდეგი ბარომეტრი სტანდარტულია და წნევით 4 bar- იანია. ციფრულთან შედარებით დიდია. მოუხერხებელი არ არის, მაგრამ სპეციფიკურია. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია ახლავს.

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი     
  • ზომა - 65-120mm     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar

უპირატესობები:

  • წნევა
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen - ის ბარომეტრს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მხოლოდ ეს არ არის და მოცულობითაც საუკეთესოა. დანარჩების მსგავსად მსუბუქია და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. შეძენის შემთხვევაში, ნამდვილად არ იტყვით, ნეტავ რატომ ვიყიდეო.

Tolsen barometri

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი     
  • ზომა - 1/4''   
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • მოცულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება