შეარჩიე ჯაჭვური ხერხი ჩვენთან ერთად

სპონტანურობა ზოგჯერ კარგია, მაგრამ ჯაჭვური ხერხის შერჩევისას, ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო. არ იდარდოთ, მარტივი საქმეა და ერთად გავივლით. ინსტრუმენტის მახასიათებლებს დეტალურად გავეცნობით და უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ. იმედია, კითხვის დასრულებისას, ბენზო ხერხი უკვე შერჩეული გექნებათ. ჩვენ კი ვეცდებით, არჩევანი გაგიმარტივდეთ. მაშ ასე, ბლოგი ყურადღებით გადაიკითხეთ, აქა- იქ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიმოვფანტავთ.

რა არის და სად გამოიყენებთ ჯაჭვურ ხერხს ?

პერფექციონისტურად დაჭრილი ხის მორები თუ გინახავთ და მოგწონებიათ, ჯაჭვური ხერხის დამსახურებაა. ინსტრუმენტის მჭრელი პირები საკმარისად გაწაფულია. მუშაობს სწრაფად, ხარისხიანად და უპრობლემოდ. სპეციფიკური ხმა აქვს, მაგრამ მომენტებში სასაიმოვნოდაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ არადა, რას ვიზამთ, ხმას ვერსად წაუვალთ. უარყოფით თვისებებში მხოლოდ ეს შეიძლება ჩაეთვალოს, დანარჩენში ვერ დავიწუნებთ. რაც შეეხება გამოყენების არეალს, შეზღუდული არაფერშია. ინსტრუმენტი სახლისთვისაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ. ეზოში ხის მორებს ხშირად გადააწყდებით, ხერხის წყალობით კი მარტივად დაამუშავებთ. ხელსაწყო სამშენებლო ობიექტებზეც გამოგადგებათ, მითუმეტეს, თუ ხის მასალაზე მუშაობთ. ასეთ შემთხვევაში გამოყენება აუცილებელიც კია. გარდა ჩამოთვლილი ადგილებისა, სადაც დაგჭირდებათ, ყველგან ერთგულ მეგობრობას გაგიწევთ.

რა სიმძლავრის ბენზო ხერხები არსებობს ?

ამ მხრივ საქმე იდეალურადაა. ყველანაირი სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი არსებობს. დაბალი საფეხურიდან მაღლისკენ ადის. აქ კი საქმეში თქვენი ინტერესები ერთვება. მთავარია როგორი გჭირდებათ, თორემ ჩვენთან ყველანაირ ხელსაწყოს იპოვით. 2300 და 2200 W - იანი ინსტრუმენტები მძლავრია და თავს როგორც მარტივ, ასევე რთულ საქმესაც ართმევს. ფაქტობრივად, დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არსებობს და ნებისმიერი სახის ხეს კარგად ჭრის. 550W კი უფრო მცირე ძალაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელსაწყო უსარგებლოა. ზოგიერთ მომენტში ზუსტადაც რომ ამ სიძლავრის ხერხია საჭირო. მცირე საქმეებს კარგად ერგება. მაგალითად, სახლისთვის იდეალური გამოსაყენებელია.

რამდენად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ავზის მოცულობა ?

სიმძლავრე და ავზის მოცულობა, ერთნაირად საყურადღებო მახასიათებლებია. ტევადობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. პირველ რიგში, კომფორტულ მუშაობას, ეს კი მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდია ავზი, მით ნაკლებ დროში საჭიროებს შევსებას. შორი გზიდან, საწვავის ჩასამატებლად მობრუნება არ დაგჭირდებათ. არც თან წაღება იქნება აუცილებელი. ავზს შეავსებთ და გზას გაუდგებით. უდარდელად იმუშავებთ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია, როცა ჯაჭვური ხერხი გაქვთ.

რა არის ბენზო ხერხის კვების წყარო ?

ადამიანების მსგავსად, ენერგია ხელსაწყოებსაც სჭირდება. თუ საკმარისი ძალა არ ექნება, ვერ იმუშავებს. ეს ყველაფერი კვების წყაროს აბარია. ინსტრუმენტები სხვადასხვა საშუალებებით იმუხტებიან. ზოგიერთს ელექტრო ენერგია სჭირდება და ზოგს კი არა. ჯაჭვურ ხერხებს ორნაირი კვების წყარო აქვს. ნაწილი ელემენტზე მუშაობს, ნაწილი კი საწვავზე. ამ უკანასკნელზე მუშაობისას, მახასიათებლებს ავზის მოცულობა ემატება. სწორედ ასეთ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ტევადობა. ელემენტზე მომუშავე ხერხს ავზი არ აქვს. აქ კი თავს გამძლეობა გვახსენებს. ელემენტი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, რათა დიდხანს იმუშაოს. ჩვენ კი ვერცერთს გამოვარჩევთ. ორივე სახის ხელსაწყო კარგია. იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რომელი იქნება თქვენთვის კომფორტული. Holst.ge - ზე ორივე მათგანს იპოვით.

მოყვება თუ არა კომპლექტაცია ?

კომპლექტაცია ერთ ან რამდენიმე ნივთს აერთიანებს და ძირითადად, ელემენტსა და დამტენს მოიცავს. ორივე ნივთი საჭიროა და მხოლოდ ელემენტზე მომუშავე ხერხს მოყვება. მეორე კატეგორიის ხელსაწყოს კი არაფერში სჭირდება. სწორედ ამიტომ, საწვავზე მომუშავე ინსტრუმენტებს კომპლექტაცია არ ახლავს. დამოუკიდებლად საქმეს თავს კარგად ართმევს და დამატებით ნივთებს არ საჭიროებს.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge - ზე დაგხვდებათ

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტისთვის ხარისხი პრიორიტეტია. საიტზე მოხვედრამდე, ბრენდები დიდი რუდუნებით ირჩევა და იფილტრება. უხარისხო პროდუქტი თამაშგარეთ რჩება, საუკეთესო ბრენდები კი საიტზე ხვდება. ამჯერად, ოთხ ხელსაწყოს წარმოგიდგენთ და თითოეული სხვადასხხვა ბრენდისაა. Holst.ge - ის კიდევ ერთი დადებითი მხარე, მრავალფეროვნება და სახლიდან გაუსვლელად შეძენაა.

Dewalt DCM565P1-QW ელ. ხერხი ელემენტზე 18V 1X5.0Ah

დროა, Dewalt - ის ჯაჭვური ხერხი გაგაცნოთ და ყველა სიკეთეს თავი მოვუყაროთ. დადებითი მხარე კი ბევრია და პირველი მაინც ხარისხია. პრობლემებს გვერდით ისვრის და მუდამ ეფექტურობას ინარჩუნებს. ხერხი ელემენტზე მუშაობს და შესაბამისად, კომპლექტაციაც თან ახლავს. ერთი ელემენტი და დამტენი თქვენს განკარგულებაშია. ინსტრუმენტი 5 საათის განმავლობაში მუშაობს, დასამუხტად კი ცოტა დრო სჭირდება. თუ კი ელემენტზე მომუშავე ხერხი გსურთ, ჩვენ Dewalt - ის ამ მოდელს გირჩევთ.

Dewalt jachvuri xerxi elementze

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე 
  • სიმძლავრე - 18V       
  • ელემენტი - 5Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1.25hrs
  • ზომა - 12''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.6
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • ბრუნვის სიჩქარე - 7668min

კომპლექტაცია:

  • 1 ელემენტი
  • დამტენი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • გამძლე ელემენტი
  • გარანტია

CROWN CT20102-20 ბენზო ხერხი 20"

Crown - ის შესახებ ბევრი კარგი ვიცით. ბენზო ხერხს ზედმეტი ქება არ სჭირდება, მართლაც გამორჩეულია. ხელსაწყო მძლავრია და ყველანარი სახის ხეს ჭრის. საწვავზე მუშაობს და ავზიც ისეთი აქვს, როგორიც შეეფერება. ტევადია და დისკომფორტს არ იწვევს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ კი თავს ქარხნული დეფექტი იჩენს.

Crown jachvuri xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე       
  • სიმძლავრე - 2300W
  • ზომა - 20''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.58         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 54.6cc 
  • ავზის მოცულობან - 0.55 l   
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი           

უპირატესობები:

  • ორ ტაქტიანი მოტორი
  • ბრუნვის სიჩქარე
  • მოცულობა
  • სიმძლავრე

TOLSEN TOL1591-79614 ჯაჭვური ხერხი საწვავზე 52CC,20"

Tolsen - ის 2200W - იან ხერხზე რას იტყვით ? ჩვენ იმას, რომ კარგი ფუნქციებითაა აღჭურვილი. საწვავზე მუშაობს და ტევადი ავზი აქვს. ძრავის მოცულობაც ფორმაშია და ბრუნვის სიჩქარეც ხელს უწყობს. 2 ტაქტიანი მოტორი აქვს და სწრაფად მუშაობის ოსტატია. მოკლედ, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ.

Tolsen jachvuri xerxi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე       
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობ - 52cc     
  • ავზის მოცულობა - 0.55 l     
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ტევადობა
  • ძლიერი მოტორი
  • ხარისხი

Lux-Garden ბენზოხერხი 20"

მეოთხე ბრენდი Lux garden -ია. 2 ტაქტიან მოტორს, ტევად ავზსს, სიმძლავრესა და ბრუნვის მაღალ სიჩქარეს, ხელმისაწვდომი ფასიც ემატება. საშუალო წონისაა და კომპაქტური გამოსაყენებელია. ზომაც მომგებიანი აქვს და დისკომფორტი არ შეგექმნებათ. კვების წყარო საწვავია, ამიტომ 0.5 l - იანი ავზი აქვს. Holst.ge - ზე შეძენის შემთხვევაში, ხელსაწყოს მაქსიმალურად სწრაფად მოგაწვდით.

Lux-Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე       
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 7.44         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 50cc     
  • ავზის მოცულობა - 0.5 l       
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი           
  • ღერძის სიგრძე - 20''

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ძრავის მოცულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება