შეარჩიე საუკეთესო ინსტრუმენტები გარე განათებისთვის

გარე განათება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შიდა სივრცის მოწყობა. ერთხმად ვთანხმდებით, რომ სიბნელით მოცული ადგილი კარგი სანახავი სულაც არ არის და მაშინვე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. სწორედ ამიტომაა, გარე განათება აუცილებელი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რომელი ხელსაწყოები გამოდგება ამ საქმისთვის? გარე განათების დიდოსტატი ლამპიონი და პროჟექტორია. თუ რომელს აირჩევთ, ნება თქვენია. თითოეულ ინსტრუმენტს თავისი უპირატესობა აქვს და თუ ერთის გამოყოფა გიჭირთ, აქ სწორედ ამისთვის ვართ, ბლოგში ყველაფერს დეტალურად გაიგებთ.

სად შეიძლება გამოიყენოთ პროჟექტორი და ლამპიონი?

სიმართლე რომ ვთქვათ, შეზღუდულები არაფერში ხართ. თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც სასურველია რომ მიჰყვეთ. პირველ რიგში, იმას გირჩევთ, რომ ზუსტად განსაზღვროთ ადგილი და ხელსაწყოს შესაძლებლობები. გარე განათება ეზოსთვის გინდათ? ლამპიონზე უკეთეს ინსტრუმენტს რთულად მოძებნით. ხელსაწყო ასეთი სივრცისთვის იდეალურია. ეზოს მყუდრო იერს სძენს და ბევრად სასიამოვნო საცქერია, ვიდრე ჩაბნელებული იქნებოდა. რაც შეეხება პროჟექტორს, ამ სივრცისთვის მისი გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება და ასევე, ემატება ისეთი ადგილების სია, როგორიცაა სტუდიები, გადასაღები სივრცეები, სადაც მძლავრი განათებაა საჭირო.

რომელი მახასიათებლებია საყურადღებო?

განათების სიმძლავრე, სამუშაო რესურსი, ფერის ტემპერატურა, გაშლის კუთხე, ენერგოეფექტურობა და სიხშირე ის მახასიათებლებია, რომლებსაც თვალ-ყური უნდა მიადევნოთ. იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ინსტრუმენტი გჭირდებათ, რომელიც დიდ მანძილს გაანათებს, მაღალი მონაცემების პროჟექტორი ან ლამპიონი უნდა შეიძინოთ. თუმცა, სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ შედარებით დაბალი სიმძლავრის ხელსაწყო შეარჩიოთ.

რომელი ბრენდია საუკეთესო?

ჩვენს საიტზე არსებული თითოეული ბრენდი, ავტომატურად ხაზს უსვამს მის საუკეთესოობას, რადგან ინსტრუმენტები მრავალგზის ტესტირებას გადის. რაც შეეხება უშუალოდ გარე განათებას, ამ მხრივ Linus-ი უდავოდ ლიდერია. ბრენდი უმაღლეს ხარისხთან ერთად, მრავალფეროვან არჩევანსაც გვთავაზობს.

რატომ Holst.ge?

სიმართლე ის არის, რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა სასურველი ნივთების შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ?! საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. რა თქმა უნდა, მთავარი უპირატესობა მაინც ინსტრუმენტების ხარისხია. თითოეული ხელსაწყო გამძლე და კომფორტულად სამუშაოა.

LINUS LED პროჟექტორი 300W 6500k IP65

Linus-ის პროჟექტორს ყველაფერი აქვს იმისთის, რომ საუკეთესოთა შორის მოხვდეს. ინსტრუმენტი განათების მაღალი სიმძლავრით, სამუშაო რესურსით, გაშლის კუთხით, ენერგოეფექტურობითა და ზოგადი სიმძლავრით გამოირჩევა. მოკლედ, თითოეული მონაცემი მწყობრშია და ჩვენც დიდ რეკომენდაციას ვუწევთ.

Linus LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი   
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 28500 lm   
  • გაშლის კუთხე - 90° 
  • ზომა - 120x90mm     
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP65         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 7.2
  • სიმძლავრე (W) - 300

უპირატესობები:

  • განათების მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ენერგოეფექტურობა
  • ზოგადი სიმძლავრე
  • IP დაცვა
  • მაღალი სიხშირე
  • გამძლეობა

LFL400-1028 LINUS Solar-პროჟექტორი 26W 4000K

Linus-ის პროჟექტორი საოცარი ფუნქციებითაა აღჭურვილი. ხელსაწყოს მზის პანელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ენერგიით იმუხტება და ამისთვის სულ რაღაც 8-10 საათი სჭირდება. შემდეგ კი 2 ღამე ძლებს. ხელსაწყოს დამატებითი ნივთი მოყვება, კერძოდ, დისტანციური მართვის პულტი, რომელიც ორმაგ კომფორტს შეგიქმნით. თან ახლავს სამ წლიანი გარანტიაც.

Linus solar projeqtori

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი   
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 4000 lm     
  • ელემენტი - 3.2V/30AH, 6V/30W     
  • ზომა - 365x355x53mm         
  • სამუშაო რესურსი - 36000 hrs         
  • IP დაცვა - IP65         
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის პანელი: დატენვის ხანგრძლივობა - 8~10 საათი; მუშაობის ხანგრძლივობა - 2 ღამე/24 საათი     
  • გარანტია - 3 წელი   
  • წონა (კგ) - 6.12         
  • სიმძლავრე (W) - 26W / 400W

კომპლექტაცია:

  • დისტანციური მართვის პულტი     

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მზის სხივებით დატენვის უნარი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • სამ წლიანი გარანტია
  • ხანგრძლივი მუშაობის უნარი
  • მაღალი ხარისხი

LSL120-1035 LINUS Solar-ლამპიონი 16W 4000K

ლამპიონის ჯერიც დადგა. ეს კონკრეტული მოდელი, ასევე მზის ენერგიით იმუხტება და ორი ღამე შეუფერხებლად მუშაობს. ხელსაწყოს დისტანციური მართვის პულტი და სამ წლიანი გარანტია მოყვება.

Linus solar lampioni

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი       
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 2400 lm     
  • ელემენტი - 3.2V/20AH, 6V/20W     
  • ზომა - 753x200x92mm         
  • სამუშაო რესურსი - 36000 hrs         
  • IP დაცვა - IP65         
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის პანელი: დატენვის ხანგრძლივობა - 8~10 საათი; მუშაობის ხანგრძლივობა - 2 ღამე/24 საათი     
  • გარანტია - 3 წელი   
  • წონა (კგ) - 3.18         
  • სიმძლავრე (W) - 16W / 120W

კომპლექტაცია:      

  • დისტანციური მართვის პულტი     

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სამ წლიანი გარანტია
  • კომპლექტაცია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ფუნქციები
  • გამძლეობა
  • მზით დამუხტვის ფუნქცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება