| შეარჩიე ტოპ 3 ცირკული ხერხიდან სასურველი ინსტრუმენტი |
| შეარჩიე ტოპ 3 ცირკული ხერხიდან სასურველი ინსტრუმენტი |
ცირკული ხერხი საოცარი ინსტრუმენტია, რომელიც ხისა და ბეტონის დასამუშავებლად გამოიყენება. ხელსაწყო კომპაქტურობითა და დიდი ოსტატობითაა სავსე. ის სრულყოფილად ამუშავებს ორივე სახის მასალას და მხოლოდ კმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს. თუმცა, არსებობს ზოგიერთი საკითხი, რომელიც შეძენამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ყველაფერი საკმაოდ მარტივია, მთავარია ზუსტად იცოდეთ, თუ როგორი მონაცემების მქონე ხელსაწყო გჭირდებათ. დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებში კი ჩვენ გაგარკვევთ.
ბევრი საყურადღებო საკითხია, მაგრამ სიმძლავრე მაინც ლიდერია. პირველ რიგში სწორედ ამ მახასიათებელს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამ მხრივ ცირკული ხერხი რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მაღალი სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტით დავიწყოთ. ასეთი ტიპის ხელსაწყოები, ძირითადად, რთული საქმეებისთვისაა განკუთვნილი. თუ პროფესიონალი ბრძანდებით, ცოტა დრო გაქვთ და ბევრი საქმე, მაშინ ზუსტად მძლავრი ცირკული ხერხი დაგჭირდებათ. საწყისი ეტაპისთვის კი მეორე და მესამე კატეგორიის ინსტრუმენტები გამოგადგებათ, ანუ საშუალო და დაბალი სიმძლავრის ცირკული ხერხები. თითოეული მათგანი საქმეს იდეალურად ასრულებს და ორივე სახის მასალას არაჩვეულებრივად ამუშავებს. შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ თუ არსად გეჩქარებათ, მაშინ ეს სულაც არ არის პრობლემა.
სიმძლავრის გარდა კიდევ რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ბრუნვის სიჩქარე, ფუნქციები და მუშაობის სიღრმე. თითოეული მათგანი დიდ როლს ასრულებს და მათი გათვალისწინება აუცილებელია. იმ შემთხვევაში თუ ცირკულ ხერხს წინ რთული საქმე ელის, მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი შეიძინეთ, ხოლო შედარებით მსუბუქი საქმის დროს ნაკლები მახასიათებლებიც სრულიად მისაღებია.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი რომ საუკეთესო არჩევანია, ამას მრავალი ფაქტი მოწმობს. პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ აქ მხოლოდ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები დაგხვდებათ. საუკეთესო ბრენდები თავს ჩვენთან იყრის. სასურველი ხელსაწყოებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა.
Dewalt-ის ცირკული ხერხი მაღალი სიმძლავრისაა და ნებისმიერი სირთულის მასალას ამუშავებს. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, პარალელური მისაბჯენი, ტორცის მისაბჯენი, მისაწოლი და გასაღები.

უპირატესობები:
თუ ხელსაწყოს რთული და საშუალო დონის საქმისთვის ეძებთ, მაშინ Crown-ის ეს კონკრეტული მოდელი საუკეთესოა. ინსტრუმენტი მასალას საკმაოდ ღრმად ამუშავებს და ბრუნვის სიჩქარეც მაღალი აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

უპირატესობები:
Schpindel-ის ცირკული ხერხი შედარებით მსუბუქი სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. ინსტრუმენტს თან ახლავს ექვსკუთხა ქანჩი, ხის საჭრელი ხერხის პირი და პარალელური მიმმართველი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია. ეს კონკრეტული ცირკული ხერხი ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.

უპირატესობები: