შეარჩიე ხარისხიანი სასუქები Holst.ge - ზე |
შეარჩიე ხარისხიანი სასუქები Holst.ge - ზე |
სოფლის მეურნეობაში სასუქები აქტიურად გამოიყენება. მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელვანი კომპონენტია. მათი მეშვეობით მიწა მეტად ნოყიერდება, მინერალებით ივსება და სარგებელიც იზრდება. სასუქებით გაჯერებულ ნიადაგზე მცენარე უკეთესად ხარობს. სწორედ ამიტომ, ზომიერად გამოყენება აუცილებელია.
ბევრნაირი სასუქი არსებობს, ამიტომ ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მნიშვნელოვანი განსხვავება კი მოქმედ ნივთიერებებში იკვეთება. თითოეული პრეპარატი სხვადასხვა ნაერთს შეიცავს. ზოგში ორგანული ნივთიერებები შედის, ზოგი კი რკინას, მანგანუმს, თუთიასა და კიდევ სხვა მსგავს ნივთიერებებს მოიცავს. სასუქების ნაწილი ყველა კულტურასთან თავსებადია. ასეთი პრეპარატები ყვავილებისთვისაც გამოდგება და ციტრუსის პლანტაციებისთვისაც. ყველასთვის ერთიანად სასარგებლოა. სასუქები ფორმითაც განსხვავებულია. არსებობს თხევადი და მიკროგრანულარული სახის. ყურადღება კი მაინც შემავალი ნივთიერებებისკენ უნდა მომართოთ.
სამი ბრენდი უნდა განვიხილოთ. თითოეულის შემთხვევაში, მარტივად დარწმუნდებით, რომ საქმე კარგ პროდუქტებთან გვაქვს. ჩამოთვლილ სასუქებს ესპანეთი, იტალია და ინდოეთი აწარმოებს. ყველა მათგანი სასარგებლო ნივთიერებებითაა სავსე.
პირველი ბრენდი Idai nature - ია. ესპანური პროდუქტი ყოველმხრივ საუკეთესოა. სასუქი ბევრ ორგანულ ნივთიერებას შეიცავს, ასევე, ამინომჟავეებს, აზოტსა და კალიუმის ოქსიდს. ჩამოთვლილი ნივთიერებები მცენარეებისთვის ძალიან სასარგებლოა. Idai nature - ის სასუქი თხევადია და მოცულობითაც ლიდერობს. პრეპარატი ნებისმიერ კულტურათან თავსებადია, ამიტომ შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენოთ.
უპირატესობები:
Valagro - ს შესახებ რა ვიცით ? ის რომ მისი სამშობლო იტალიაა და ხარისხით მოწოდების სიმაღლეზე დგას. განხილულთან შედარებით, სხვა ნივთიერებებისგან შედგება. სასუქი მაგნიუმის ოქსიდს, ბორს, სპილენძს, რკინას, თუთიასა და სხვა ნაერთებს მოიცავს. იმის თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, რომ მცენარისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.
უპირატესობები:
ბოლოს კი ბრენდ Indorama - ს წარმოგიდგენთ. სასუქი აზოტის, ფოსფატისა და წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდისგან შედგება. გრანულირებული ფორმისაა და ნიადაგს მინერალებით ავსებს.
უპირატესობები: