შეარჩიეთ მანქანის მტვერსასრუტი მარტივად

მანქანის მტვერსასრუტი კომპაქტური ხელსაწყოების რიგებში ეწერება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მოწინავე პოზიციას იკავებს. მოქნილობა მისი მთავარი უპირატესობაა. კიდევ ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ამით ნამდვილად გამორჩეულია. შეიძლება თქვათ, რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტი სადაც არსებობს, იქ სპეციალურიად მანქანისთვის განკუთვნილი რაღა საჭიროაო, მაგრამ ასე არ არის. ახლავე გეტყვით, თუ რატომ.

გამოდგება თუ არა ავტომობილისთვის სტანდარტული მტვერსასრუტი?

როცა საქმე მტვერსასრუტებს ეხება, მუდამ მსგავსი კითხვა ჩნდება. ცხადია, გადაჭრით არას ვერ ვუპასუხებთ. სდანდარტულ ინსტრუმენტს ავტომობილის დასასუფთავებლად ხშირად იყენებენ. თუმცა, აქ საქმეში ეფექტურობა ერთვება. სახლისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, მანქანისთვის ნაკლებად ეფექტურია. ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს. პირველი უარყოფითი ფაქტორი სიდიდეა. სტანდარტული მტვერსასრუტი პატარა სივრცეში საკმაოდ მოუხერხებელია. ამის გამო კი ხშირად დისკომფორტს იწვევს. მანქანა ბევრი მცირე სივრცისგან შედგება. თუ კი სიღრმისეულად დასუფთავება გსურთ, მაშინ არცერთი კუთხე არ უნდა გამოგრჩეთ. ჩვეულებრივი ხელსაწყო ამ ყველაფერს ვერ ახერხებს. მანქანის მტვერსასრუტი კი პატარა და კომპაქტურია. მიუწვდომელი სივრცე მისთვის არ არსებობს. კითხვაზე პასუხიც გაცემულია. შეგიძლიათ ჩვეულებრივი მტვერსასრუტიც გამოიყენოთ, მაგრამ დისკომფორტს შეგიქმნით.

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ მანქანის მტვერსასრუტი ?

რამდენიმე გასათვალისწინებელი მახასიათებელი არსებობს და თვალ-ყურის მიდევნება აუცილებელია. მთავარი საკითხი მაინც სიმძლავრეა. ამ მახასიათებლით ყველაფრის განსაზღვრა შეგიძლიათ. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტები. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად სრულდება საქმე. მაგალითად, დიდი ავტომობილებისთვის სწორედ ასეთი ხელსაწყოა განკუთვნილი. თუმცა, პატარა მანქანას მძლავრი მტვერსასრუტი არ სჭირდება. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შერჩევა მარტივია. ამიტომ, გაითვალისწინეთ და სიმძლავრეს თვალ-ყური მიადევნეთ.

  • ავზის მოცულობა

სიმძლავრეზე წინ არ დგას, თუმცა ავზის მოცულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. რაც უფრო ტევადია, მით უკეთესია. კარგი იმიტომ არის, რომ ხშირად გაცლა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, მთელი მანქანა გულდასმით გაასუფთავოთ და ავზი ბოლოს გაწმინდოთ. დიდი რაოდენობით მტვერს თუ იტევს, წამდაუწუმ გაცლა არ დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში კი, ოდნავ დისკომფორტს იწვევს. თუმცა, ჩვენს არცერთ მანქანის მტვერსასრუტს არ აქვს, ძალიან პატარა ავზი. ამიტომ, ეს საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია.

  • კვების წყარო

მანქანის მტვერსასრუტები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ეს კი კვების წყაროშიც გამოიხატება. არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც ელექტრო ენერგიით მუშაობს ან მეორე კატეგორია, რომელსაც ელემენტი სჭირდება. რომელიმეს ვერ გამოვყოფთ, რადგან დადებითი და უარყოფითი თვისებები ყველაფერს აქვს. მაგალითად, ელემენტზე მომუშავე მტვერსასრუტი იმ მხრივაა კარგი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იყენებთ. ადგილს და დროს მნიშვნელობა არ აქვს. აი, ელექტროენერგიაზე დამოკიდებულს კი ყველგან ვერ გამოიყენებთ. სიტუაციის შებრუნებაც შეიძლება ისე, რომ უპირატესობა ამ უკანასკნელს მივანიჭოთ. მოკლედ, კონკრეტულად ვერცერთს გირჩევთ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი უფრო გამოგადგებათ.

  • გარანტია

ყველა მანქანის მტვერსასრუტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. საერთოდ რა არის და როგორ მუშაობს საგარანტიო ტალონი ? ყველაფერს ახლავე გეტყვით. მარტივად რომ ვთქვათ, გარანტია მაშველის როლში გვევლინება. ხელსაწყოებს ზოგჯერ ქარხნული დეფექტი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზიანებულია და ისე ვერ მუშაობს, როგორც საჭიროა. აღნიშნული წუნი კი თავს მხოლოდ საქმიანობის პროცესში იჩენს. წინასწარ მისი განსაზღვრა შეუძლებელია. საგარანტიო ტალონი კი ამ პრობლემას ჭრის. მაგალითად, შეგიძლიათ დაზიანებული ინსტრუმენტი სერვის ცენტრში მიიტანიოთ და უფასოდ შეაკეთებენ.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ციფრული სამყარო ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ეს კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. მაშინაც კი, როცა საქმე ხელსაწყოებს ეხება. მანქანის მტვერსასრუტის შესაძენად, სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ამ საკითხს ღილაკზე თითის დაჭერით მოაგვარებთ. სწორედ ამისთვისაა Holst.ge, ონლაინ ჰიპერმარკეტი. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კუთხეში ხართ, ჩვენი ინსტრუმენტები ნებისმიერ გზას გაივლის და თქვენამდე უვნებელი მოვა. არ იფიქროთ, რომ მოტანას ბევრი დრო სჭირდება. ასე სულაც არ არის. გამოწერილი ინსტრუმენტები რამდენიმე დღეში თქვენთანაა. ჩვენი კურიერები ოპერატიულობით ცნობილია, ამიტომ, მაქსიმლაურად მოკლე დროში მოგაწვდიან.

  • ბრენდები

ბრენდებზე არაფერი გვითქვამს და დროა ამ საკითხსაც შევეხოთ. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, ჰიპერმარკეტი ხარისხიანი ბრენდებითაც უპირატესობას ფლობს. გინდა თუ არ გინდა ასეა, როცა Crown- ისა და Black and decker - ის მტვერსასრუტები გაქვს. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ერთმანეთზე უკეთესი ბრენდები დაგხვდებათ. თითოეული მათგანი ჩვენს ხელშია გამოცდილი. მრავალი დაკვირვების შედეგად კი მივხვდით, რომ მათდამი კეთილგანწყობა შეიძლებოდა. სწორედ ასე აღმოჩნდნენ Holst.ge - ზე. ამიტომ, თქვენც თამამად შეგიძლაით ენდოთ.

B&D PD1200AV-XG-მანქანის მტვერსასრუტი

პირველად მძლავრ მტვერსასრუტს წარმოგიდგენთ. Black and decker - ის ეს კონკრეტული მოდელი, ამ ხმრივ უკონკურენტოა. დაკისრებულ მოვალეობას თავს იმაზე უკეთ ართმევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სწრაფია და საქმეს მალე ასრულებს. მტვერს მთელი ძალით ისრუტავს და არც სხვა ნარჩენებს ზარდება. ტევადი ავზი მეორე უპირატესობაა. ყველაფერი ერთად კი არაჩვეულებრივი კომბინაციაა.

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.56 l     
  • წარმადობა - 0.4 l/min

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • ტევადი ავზი
  • გარანტია

CROWN CT63001HX-მტვერსასრუტი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown -ზე ბევჯერ გვისაუბრია და ყოველთვის დადებით ასპექტში. უარყოფითად მოხსენიებას არც ახლა ვაპირებთ, რადგან საამისო არაფერი სჭირს. კონკრეტული მანქანის მტვერსასრუტი მძლავრია და ტევადი ავზი აქვს. თავისუფლად შეგიძლიათ, დიდი ავტომობილისთვისაც გამოიყენოთ. კვების ძირითადი წყარო ელემენტია. ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში მოიხმართ. ინსტრუმენტი მაღალი სამუშაო რესურსითაა აღჭურვილი და დიხნიან საქმიანობას  არ უშინდება.

Crown manqanis mtversasruti

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 20V       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.95         
  • კვების წყარო - ელემენტი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • გარანტია
  • ძლიერი ელემენტი

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

ისევ Black and decker - ს დავუბრუნდეთ. მეორე მანქანის მტვერსასრუტი ოდნავ განსვხავებულია. მაგალითად, უფრო ტევადია, რაც ძალიან კარგია. სიმძლავრე იგივე აქვს. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ, ყველანაირ საქმეზე გამოგადგებათ. რთულსაც მოერევა და თავისთავად მარტივსაც. ხელსაწყო მსუბუქია და გადაადგილება პრობლემა არასდროსაა. ხარისხიდან გამომდინარე, დიდხანს ძლებს და მუდამ გულდასმით მუშაობს.

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.29         
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.61 l     
  • წარმადობა - 1053 l/min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

Black and decker - ის მესამე მტვერსასრუტის დროა და ამჯერად, ამით ვასრულებთ. სიმართლე ითქვას, ისეთივე მძლავრი არ არის, როგორიც დანარჩენები. ასევე, მცირე ტევადობისაა და ხშირად უნდა გაწმინდოთ. თუმცა, იმას არ ვამბობთ რომ ცუდია, ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, სჯობს რომ პატარა ავტომობილისთვის გამოიყენოთ. ინსტრუმენტს ხელმისწვდომი ფასი აქვს. ასევე, ძალიან მსუბუქია და შესაბამისად, მეტად კომპაქტური. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 9 W       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.61         
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.37 l     
  • წარმადობა - 1122 l/m

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • სიმსუბუქე
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება