შეარჩიეთ ნათურები Holst.ge - ზე

ნათურებს ბევრ ადგილას გადააწყდებით, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულები გვაქვს. ამ სიტყვებს  პასუხისმგებლობით ვამბობთ და ლედ ნათურებს გაცნობთ. მათ რიგებში კი სმარტი და ემერჯენსი ნათურები იკვეთება. ორივე ინსტრუმენტი ერთმანეთისგან განსხვავდება, საერთო კი განათების ფუნქციაა. ორივე სახის ხელსაწყო მძლავრია და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაცებში გამოიყენოთ. ბუნდოვანი რომ არაფერი იყოს, ამაზე დეტალურად გიამბობთ.  

LINUS Lin73 Smart RGBW 9W

სმარტ ნათურა სახელითაც ბევრს გვეუბნება. ჭკვიანი ინსტრუმენტი ყველაფერს ხვდება და მეტიც, გარემო ფაქტორებზე რეაგირებს კიდეც. მუსიკას თუ მოასმენინებთ, ფრიად კმაყოფილი იქნება და თავადაც იცეკევს. არ ვხუმრობთ, მართლა ასეა. ფერებს სიმღერის შესაბამისად იცვლის და ოთახსაც ჯადოსნურ განწყობაში ხვევს. მხოლოდ ეს არ არის, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ფერზე დატოვოთ, მაგაალითად, ვარდისფერზე ან ლურჯზე. ყველაფერი თქვენს განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. სტანდარტული ნათებაც აქვს და თუ ასეთი მოგინდებათ, ღილაკზე თითის დაჭერა საკმარისი იქნება. აქამდე მისასვლელად სულ რადმენიმე ნაბიჯია გასავლელი. სმარტ ნათურას გააქტიურება სჭირდება. მაინც როგორ იმართება ? ამისთვის ინსტრუმენტი თქვენს Wi-Fi - ის უნდა დაუკავშიროთ და Linus smart აპლიკაცია გადმოწეროთ. ინსტრუქცია მოყვება, სადაც ყველაფერი დეტალურადაა ახნსნილი, ამიტომ ყველაფერი გაგიმარტივდებათ.

Linus Smart natura

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - Smart         
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - RGBW         
  • განათების სიმძლავრე - 806 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W       
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • დამატებითი მახასიათებლები - ვუკავშირდებით Wi-Fi-ს საშუალებით და იმართება Linus Smart აპლიკაციით;
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • წონა (კგ) - 0.14         
  • სიმძლავრე (W) - 9   
  • პროდუქტის ტიპი - Smart

უპირატესობები:

  • აპლიკაციის მეშვეობით მართვა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • მუსიკაზე რეაგირება
  • მრავალფეროვანი ფერები

LINUS Lin67-4668 LED ნათურა Emergency 9W E27 6500K 4h

Linus - ის Emergency ნათურის შესახებ თუ გსმენიათ? ლედ ნათურები სპეციალური დანიშნულებისაა და გადაუდებელი სიტუაციებისთვის მისწრებაა. ინსტრუმენტი ელექტრო ენერგიის გარეშე 4 საათს მუშაობას. ამ დროის განმავლობაში ჩვეულებრივად ანათებს და წყვდიადს ფანტავს. Emergency ნათურის შეძენა სწორი გადაწყვეტილებაა. მისი იმედი სულ გექნებათ და საჭირო დროს უხმობთ.

Linus Emergency natura

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - სპეციალური დანიშნულების     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 900 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W       
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • წონა (კგ) - 0.15         
  • სიმძლავრე (W) - 9   
  • პროდუქტის ტიპი - სპეციალური დანიშნულების

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • სიმძლავრე
  • ენერგოეფექტურობა
  • emergency ფუნქცია

LINUS Lin8-7761 LED ნათურა სტანდარტული 5W E27 3000K

მესამე ნათურა სტანდარტულია. წინა ორისგან განსხვავებით, არც ელექტრო ენერგიის გარეშე მუშაობს და ვერც მუსიკას ჰყვება. სამაგიეროდ, ხარისხიანია და სასიამოვნო განათება აქვს. ჩვეულებრივ ნათურებს შორის საუკეთესოა.

Linus LED natura

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 3000K         
  • განათების სიმძლავრე - 400 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5W=40W       
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 5   
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გარანტია
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება