შედუღების აპარატები, რომლებიც საქმეს შეგიმსუბუქებთ

განსხვავებული მასალების ერთმანეთთან შეერთება, რთული და სპეციფიკური საქმეა. პროფესიონალობას და მარჯვე ხელსაწყოებს მოითხოვს. თუ ეს ყველაფერი გაქვთ, მაშინ პრობლემა გადაჭრილია. ამ საქმისთვის გამოსადეგ ინსტრუმენტებს კი, ჩვენ შეგარჩევინებთ. შედუღების აპარატი სწორედ ასეთია. სიმართლე ითქვას, მასზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ ასრულებს. ახლა კი დროა, ინსტრუმენტის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ.

არის თუ არა სიმძლავრე მნიშვნელოვანი ?

სიმძლავრე საყურადღებო არ არისო რომ ვთქვათ, მართლები არ ვიქნებით. ამიტომ, ვამბობთ, რომ ეს მახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შერჩევისას აუცილებლად უნდა გადახედოთ და სწორედ სიმძლავრეზე დაყრდნობით გადაწყვიტოთ, თუ რომელი მოდელი გამოგადგებათ. ერთი ოქროს წესი არსებობს და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. მოკლედ, მძლავრი სვარკის აპარატი რთულ საქმეებზე გამოგადგებათ. ასეთ შრომატევად სამუშაოს თავს კარგად გაართმევს. არსებობს სხვა სიტუაციაც, როცა დიდი ძალა საჭირო არ არის და დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყოც კარგად მუშაობს. მცირე საქმეებისას სწორედ ასეთი შედუღების აპარატები გამოგადგებათ. ამ წესების გათვალისწინებით კი, ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ და შესაფერის საქმეს მარტივად მოარგებთ.

მოყვება თუ არა დამატებითი ნივთები და რაში სჭირდება ისინი ?

შედუღების აპარატების უმეტესობას, დამატებითი ნივთები სჭირდება და ამიტომ, მოყვება კიდეც. ინსტრუმენტები სხვადასხვა საქმეში გამოგადგებათ. ხელსაწყოს მუშაობაში ეხმარება და ყველაფერი ძალიან მარტივია. დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე კი, საქმე უფრო გართულდებოდა. კომპლექტაციაში თავს სხვადასხვა ნივთები იყრის. მაგალითად, ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე, რკინის ჩოთქი და ქეისი. უმეტესად, ჩამოთვლილი ყველა ხელსაწყო ახლავს, თუ არადა, რომელიმე სიაში აუცილებლად იქნება.

რა შემთხვევაში გამოიყენებთ საგარანტიო ტალონს ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ყველა ინსტრუმენტს გარანტია მოყვება. როდის შეიძლება საგარანტიო ტალონი დაგჭირდეთ ? არსებობს ისეთი უსიამოვნო სიტუაციები, როცა ინსტრუმენტი დეფექტიანია. ამ ყველაფერს მეორენაირად ქარხნულ წუნსაც უწოდებენ. ეს უკანასკნელი მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება, წინასწარ მისი განსაზღვრა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, თითოეულ ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია აქვს. ზოგს უფრო მეტიც. ამ დროის განმავლობაში, თუ კი ხელსაწყოს პრობლემა შეექმნება, საგარანტიო ტალონს სერვის ცენტრში წარადგენთ და პრობლემა გადაიჭრება. ინსტრუმენტს შეაკეთებენ ან ახლით ჩაგინაცვლებენ. ქარხნული დეფექტი ხელსაწყოებს იშვიათად აქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სჯობს დაზღვეული იყოთ.

აქვს თუ არა ჩამოთვლილ ხელსაწყოებს, მაღალი რესურსები ?

შედუღების აპარატები სიმძლავრესთან ერთად, სხვა მონაცემებითაც უნდა იწონებდეს თავს. მაღალი სამუშაო რესურსი კი, აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამის მიხედვით ვადგენთ, რამდენად დიდხანს და გამართულად იმუშავებს. თავიდანვე გეტყვით, რომ ჩამოთვლილ ხელსაწყოებს ეს პრობლემა არ აქვს. თითოეული სვარკის აპარატი მაღალ სამუშაო რესურს ფლობს.

რატომ Holst.ge ?

სახლიდან გასვლა დიდად თუ არ გიყვართ და საქმის ღილაკზე თითის დაჭერით შესრულება გირჩევნიათ, მაშინ Holst.ge მისწრებაა. ჩვენთან ყველაფერი ასე მარტივადაა აწყობილი. ინსტრუმენტების შეძენა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, ამისთვის მაღაზიაში წასვლა არ გჭირდებათ. ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და კურიერს ელოდებით. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ამასთანავე, 50 ლარზე მეტ შენაძენზე მიტანა უფასოა. რაც შეეხება სვარკის პარატს, ინსტრუმენტი საკმაოდ დიდი და მძიმეა. მაღაზიიდან სახლში წამოღება კი, ოდნავ პრობლემურია. ჩვენი კურიერები ამ საქმეში უკვე დახელოვნებულები არიან, ამიტომ მათთვის ჩვეულებრივი ოპერააციაა. სჯობს საქმე მივანდოთ და პირობას დებენ, რომ ინსტრუმენტებს უვნებლად ჩაგაბარებენ.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MIG\MMA 180A 1

ამ ბლოგში მხოლოდ Schpindel - ის ხელსაწყოებზე ვისაუბრებთ. შედუღების აპარატების კუთხით ფართო არჩევანია. მხოლოდ ეს არ არის, ბრენდი ყველანაირად სანდო ინსტრუმენტებს გთავაზობთ. ეს კონკრეტული მოდელი კი მძლავრია. ისეთი საქმეებისთვისაა განკუთვნილი, დიდი ძალისხმევა რომ სჭირდება. რთულ საქმეს თავს კარგად ართმევს და პრობლემებს არ ქმნის. მეტი რა მოეთხოვება ? მთავარი სწორედ ეს არის. დამატებითი ნივთებიც მოყვება, კერძოდ, ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე, რკინის ჩოთქი და ქეისი. ინსტრუმენტები ზურგს სხვადასხვა საქმეში გაგიმაგრებთ.

Schpindel kempis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი კემპით 
  • სიმძლავრე - 180A     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 15.64       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ელექტროდის ზომა - MMA: 1.6-4.0mm MIG: 0.6-1.0mm   
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.76   
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.35

კომპლექტაცია:      

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი
  • ქეისი  

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • გარანტია
  • მაღალი რესურსები

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 250A

ამ შედუღების აპარატს მთების გადადგმა თუ არა, მასალების ერთმანეთთან შეერთება მაინც შეუძლია. სიმართლე ითქვას, ეს საქმეც არანაკლებ რთულია, მაგრამ შედუღების აპარატს არაფერი ეშლება. ხელსაწყოს ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე და რკინის ჩოთქი ახლავს. ასევე, მაღალი მუშაობის ციკლი და იზოლირების დონე აქვს. ეს ყველაფერი კი ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგალითად იმაზე, რომ სვარკის აპარატი დიდხანს გაძლებს. 

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 250A     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.18         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.78   
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.25

კომპლექტაცია:      

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

უპირატესობები:

  • ეფექტურობა
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • მაღალი მუშაობის ციკლი

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

მესამე შედუღების აპარატი საშუალო სიმძლავრისაა. სპეციფიკურ მასალებს ერთმანეთთან აკავშირებს და საქმეს სწრაფად ასრულებს. ეფექტურობაში ხელს ვერაფერი უშლის. საშუალო წონა აქვს და მარტივი გადასაადგილებელია. დანარჩენების მსგავსად, საკმაოდ ბევრი ნივთი მოყვება. მაგალითად, ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე, რკინის ჩოთქი და ქეისი. ინსტრუმენტი თავს ნებისმიერ საქმეს კარგად ართმევს.

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 200A     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 6.86         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83   
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.4

კომპლექტაცია:      

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი
  • ქეისი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

ბოლოსთვის კი დაბალი სიმძლავრის მქონე ხელსაწყო შემოვიტოვეთ. ისეთი სიტუაციებიც არსებობს, როცა მაღალი მონაცემები საჭირო არ არის. მსუბუქ საქმეებზე კი მსგავსი მოდელიც საკმარისია. ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, დამცავი სათვალე და რკინის ჩოთქი ადგილზეა.  ყველა ნივთი, ხელსაწყოსთან ერთად, თქვენთან იქნება.

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 150A     
  • IP დაცვა - IP21S       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.35

კომპლექტაცია:      

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • მაღალი რესურსები
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება